ნეაპოლურ საიტებზე თანდათანობით გამოჩნდა ცნობენი „ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას გუნდის წინაშე წარდგენის შესახებ. კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე კალცონა ფეხბურთელებს პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააცნო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი მოთამაშე მას უკვე იცნობდა — ის ხომ „ნაპოლიში” ბოლოს 2021-22 წლების სეზონში, ლუჩანო სპალეტის თანაშემწედ მუშაობდა.
„ილ მატინო” წერს: „დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა. ამ სიტყვის მთავარი წინადადება იყო, „მოდი სეზონი ღირსეულად დავასრულოთ”. დე ლაურენტისმა თქვა, რომ გუნდს სჭირდება ის, რაც აქამდე აკლდა — ერთსულოვნება. „ნაპოლი” ცაში აფრენის შემდეგ ღელვაში მიტოვებულ ხომალდს დაემსგავსა. დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ ამჯერად ის სცენიდან გაქრებოდა. „ბოდიშს ვიხდი. მე უნდა შევიცვალო. თქვენგან კი „ბარსელონასთან” თამაშიდან მოყოლებული ბევრს ველოდები”, — თქვა პრეზიდენტმა.
„ილ მატინოს” ცნობით, მოთამაშეები დე ლაურენტისს თავდახრილები უსმენდნენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
