თბილისი „დინამო“უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია. ტრავმების გამო საქართველოს ჩემპიონს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან.

დინამო თბილისის შემადგენლობა სპარტანსის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე

მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლუკა ლაკვეხელიანი

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი ხარაიშვილი, იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლაშა ოდიშარია

თავდამსხმელები: უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი, დავით სხირტლაძე, ჯადული იობაშვილი

„დინამო“ ტა ქალის ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს 24 ივლისს გამართავს. მანამდე გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „ჰამრუნ სპარტანსსა“ და „დინამო თბილისს“ შორის 25 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.