სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქს“ დაუხვდა და 118:100 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 22.36 სათამაშო დრო მიიღო და გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მოუტანა.
მამუკელაშვილმა ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.
ახლა „ტორონტო“ 22 მოგებითა და 15 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 8 იანვარს სტუმრად, „შარლოტ ჰორნეტსთან“ ითამაშებს.