წელი: 2025

Home 2025
საქმეს მენდეში თუ უშველის
ჩანაწერი

საქმეს მენდეში თუ უშველის

ზაფხულის დასაწყისში „პარი სენ ჟერმენმა’’ გონსალო რამუშთან დაკავშირებით მოკლედ მოჭრა. კლუბის ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ცენტრალური თავდამსხმელის გაშვებას არ აპირებს. არც თავად პორტუგალიელს გამოუთქვამს პარიზიდან წასვლის სურვილი. მართალია მან მთელი გასული სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მაგრამ 19 გოლი და 6 საგოლე პასი მოინაგრა. ამან პოტენციური მყიდველები მეტად დააინტერესა. მათ ფეხბურთელის მოხიბვლა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაპირებით...

ჩემპიონი სახლში წავიდა…
ჩანაწერი

ჩემპიონი სახლში წავიდა…

საქართველოს ჩემპიონმა ივლისში დაწყებული  ევროტურნირები ივლისშივე დაასრულა – თბილისის „იბერიამ“ ესტონური „ლევადიას“ ბარიერი ვერ დაძლია და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენციის ლიგასაც დაემშვიდობა. თბილისელები პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაწინაურდნენ და თითქოს იმედიც გაჩნდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასწყისშივე ესტონელებმა ანგარიში გაათანებრეს. საქართველოს ჩემპიონმა მატჩის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეძლო დაწინაურება და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც „ლევადიამ“ გადამწყვეტი...

ლუკა, გიორგი… აბდულა
ჩანაწერი

ლუკა, გიორგი… აბდულა

2 აგვისტოდან ეროვნული ლიგა განახლდება. ორთვიანი შესვენების პერიოდში ქართული გუნდების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გამონაკლისი არც თბილისის „დინამოა“ გუნდმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა. დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს კარიერას ლუკა ლაცაბიძე – დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა, ახლა კი სეზონის ბოლომდე „დინამოში“ ითამაშებს. „დინამოს“ დაუბრუნდა გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანის ჩემპიონატში „სუმგაითში“ გამოდიოდა...

პარი სენ ჟერმენი დონარუმას უშვებს?
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენი დონარუმას უშვებს?

საოცარი რამ ხდება! „პარიზიენი’’ ფიქრობს, რომ ეს სიახლე ბევრს გააკვირვებს და არანაკლებს გააბრაზებს: 31 მაისიდან ანუ „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ 5:0 გამარჯვებიდან ორ თვეში „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა თავისი ნანატრი წარმატების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორს, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას დაშორდეს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს: „მერვედფინალში „ლივერპულთან’’ ამაღლევებელი თამაშის შემდეგ ის გენიოსის რანგში აიყვანეს, მეოთხედფინალში „ასტონ...

შავი ლომი მესხზე იწყებს
ჩანაწერი

შავი ლომი მესხზე იწყებს

6 დეკემბერს „შავი ლომი“ თავის მესამე ევროკამპანიას წამოიწყებს: პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თბილისის „მიხეილ მესხზე“ სახელოვან ფრანგულ „მონპელიეს“ უმასპინძლებს. ჩელენჯ თასის 2025-2026 წლების გათამაშება „შავი ლომისთვის“ ზედიზედ მესამე იქნება. შარშან და შარშანწინ ქართულმა ფრენჩაიზმა ჯგუფში თითო მატჩის ოგება მოახერხა, შესაბამისად, ფრანგულ „ვანთან“ და უელსურ „სკარლეტსთან“, თუმცა, პლეი-ოფში გასვლა...

თითო ნაკუწი 240 ევროდ
ჩანაწერი

თითო ნაკუწი 240 ევროდ

ისტორიის ნაწილები თითო 240 ევროდ. „პარი სენ ჟერმენმა’’ „ალიანც არენადან’’ 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წამოღებული კარის ბადის ფრაგმენტები გაყიდა. ნაგლეჯები შეზღუდული რაოდენობით იყო. ნაწილი ფეხბურთელებმა და ალბათ გულშემატკივრებმა სახლებში წაიღეს. პარასკევს კლუბის ოფიციალურ საიტზე უკვე ეწერა, რომ „საქონელი’’ გაყიდვაში აღარ არის. ზუსტი რაოდენობა არ თქმულა. „ინტერთან’’ 5:0 გამარჯვებიდან ორ თვეში პსჟ-მ „დიდყურა თასიც’’...

ფრიმპონგი – მამარდას თანაგუნდელი
ჩანაწერი

ფრიმპონგი – მამარდას თანაგუნდელი

ჰოლანდიელმა ჯერემი ფრიმპონგმა „მილანთან’’ ამხანაგური თამაშის (2:4) დროს გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო, მერე კი ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ ჩაირა მისმა პირველმა კვირებმა „ლივერპულში’’. ფრიმპონგმა თქვა, რომ ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია. ის გიორგი მამარდაშვილთან, მილოშ კერკეზთან და უგო ეკიტიკესთან ერთად მერსისაიდელთა ახალწვეულია. პრემიერლიგის ჩემპიონმა მასში „ლევერკუზენს’’ 40 მილიონი დოლარი გადაუხადა. „ლივერპულში’’ ფრომპონგს ყოფილი თანაგუნდელი ფლორიან ვირტცი...

ციმიკასისა და მამარდას ერთობლივი დაბნეულობა
ჩანაწერი

ციმიკასისა და მამარდას ერთობლივი დაბნეულობა

„ლივერპულმა’’ ორმატჩიანი აზიური ტურნეს პირველი შეხვედრა „მილანთან’’ 2:4 წააგო. თავიდან „წითლები’’ ჩამორჩნენ, ანგარიში რაფა ლეაომ გახსნა, მაგრამ დომინიკ სობოსლაიმ გაათანაბრა. შანხაის „კაი ტაკ სთედიუმზე’’ გამართული სპარინგის პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. შესვენების მერე „როსონერიმ’’ მწვავე კონტრშეტევები ჩაატარა და რუბენ ლოფტუს-ჩიკისა და ნოა ოკაფორის გოლების წყალობით 3:1 დაწინაურდა. მოგვიანებით კოდი გაკპომ პრემიერლიგის ჩემპიონთა თავმოყვარეობის დასაკამყოფილებლად თავურით შეამცირა...

ჟორჟმა დაიწყო… [VIDEO]
ჩანაწერი

ჟორჟმა დაიწყო… [VIDEO]

„ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდმა მოსამზადებელის ეტაპის ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებულ „ჰამბურგთან“. ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ და გოლიც გაიტანა. აი, ისიც…

ქართული დინამიტი დანიაში
ჩანაწერი

ქართული დინამიტი დანიაში

ტრიუმფით დაასრულა სკანდინავიური ვოიაჟი „ნორჩი დინამოელის“ U11-ის გუნდმა. თბილისელები 13 ივლისს ორი გუნდით გაემგზავრნენ შვედეთში და Gothia Cup ში ჩაებნენ. ამ ტურნირს გუნდები, მსოფლიოში ერთერთ უმსხვილეს ახალგაზრდულ საფეხბურთო ფორუმში-Dana Cup-ში მონაწილეობისთვის იყენებენ. ქართველებმა შვედეთში 6 ამხანაგური მატჩი გამართეს, ორი მარცხის საპირწონედ, სამი მოიგეს, ერთიც ფრედ დაასრულეს, ამ გამოცდილებით დანიას ეწვივნენ და 22 ივლისიდან ტურნირში ჩაებნენ....