დაუსრულებლად გრძელდება ლაპარაკი „ლიონის’’ ფინანსური პრობლემების შესახებ. ბევრი გუნდი ცდილობს ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით და მოთაფლოს ფრანგული კლუბი, რათა მისი ფეხბურთელები შეიძინოს. საქმე ასეა: ბრაზილიელი მეკარე ლუკას პერი „ლიდსში’’ მიდის, ბელგიელი გარემარბი მალიკ ფოფანა და ცენტრალური ნახევამცველი კორენტენ ტოლისო „ლივერპულისა’’ და „ბაიერნის’’ სამიზნეები არიან და როგორც foot01 წერს, დარჩენის გარანტია ჟორჟ მიქაუტაძესაც კი არ აქვს. ბოლო...
წელი: 2025
როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?
როგორ ისვენებენ „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავები? ხვიჩა კვარაცხელია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მას მერე თვალშისაცემს არაფერს აკეთებს, მისი ზოგი თანაგუნდელი კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ასე მაგალითად ლუკას ბერალდომ ბრაზილიელ შეყვარებულზე რაფაელა ალბინოზე იქორწინა და ცერემონიალზე თანამემამულე მარკინიოსი დაპატიჟა. მარკინიოსი ქორწილში მეუღლე კაროლთან და სამ შვილთან ერთად მივიდა. ქორწილი იყო სევილიაშიც,...
უმცროსი კლუივერტი ჟორჟის თანაგუნდელი გახდა
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ნახევარმცველ ჟორდან ვერეტოს ყატარში გაყიდვიდან რამდენიმე საათში ჰოლანდიელი მცველ, 24 წლის რუბენ კლუივერტთან გააფორმა კონტრაქტი. ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის ვაჟმა (და „ვალენსიაში’’ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელის ჯასტინ კლუივერტის უმცროსმა ძმამ) რონისპირელებთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ლიონმა’’ თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა, რომ პორტუგალიურ „კასა პიას’’ კლუივერტის სანაცვლოდ 3.78 მილიონი ევრო გადაუხადა. შედეგებიდან გამომდინარე ამ თანხას...
ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია!
თბილისში მიმდინარე მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა იმედმა სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგ ჟან ფილიპ პატრისს 15:9 აჯობა და პლანეტის საუკეთესო მოფარიკავე გახდა! ჩვენიანს აქამდე ამ ტურნირზე ვერცხლი და ბრინჯაო ჰქონდა აღებული და ახლა ეს კოლექცია ოქროთი შეავსო. ბაზაძემ ფინალამდე უფრო რთული ბრძოლები გადაიტანა: ჯერ ვილიამ მორილი 15:10 დაამარცხა; შემდეგ ერთმანეთს ეგპიტელები მიაყოლა: მოჰამედ ამერს 15:11 მოუგო;...
გაგუა დუნაისკა სტრედაში ითამაშებს
სლოვაკურმა „დუნაისკა სტრედამ“ 23 წლის ქართველი თავდამსხმელი გიოგრი გაგუა ოფიციალრად წარადგინა. 1.93 მეტრი სიმაღლის თავდამსხმელი „დუნაისკა სტრედას“ ხორვატული „ისტრადან“ შეურთდა და კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. გაგუა „დინამოს“ აღზრდილია. 17 წლისამ კარიერა უცხოეთში გააგრძელა, თამაშობდა ესპანეთში. „ალავესის“ ახალგაზრდულ გუნდში, „რეალ უნიონში“, ასევე „ალავესის“ მეორე გუნდში. ერთი წლის წინ ხორვატიის ჩემპიონატში...
რატომ არ ჰყავს ზურიკოს და სტასენს ოფიციალური მყიდველი?
ფრანგული საიტი foot01 წერს, რომ „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ის სეზონისთვის მშვიდად ემზადება, მაგრამ ეს სიმშვიდე იმით არის განპირობებული, რომ ბევრისთვის გასაოცრად ზურიკო დავითაშვილი და ლუკა სტასენი ჯერ კიდევ გუნდში არიან. საკითხავია რა მოხდება მათი წასვლის შემდეგ. „მწვანეები’’ ლიგა 2-ში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფავორიტები არიან. მათგან უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ელიან. ასეთი მოლოდინი კლუბის მეპატრონეებმა შექმნეს....
გულშემატკივრობაც ამას ჰქვია
გასულ სეზონში ჟორჟ მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის გამო „ლიონისა’’ და „სენტ ეტიენის’’ რონისპირული დერბი ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან საგარეუბნო მატარებლით ერთი საათის სავალშია, ხოლო მათ გულშემატკივართა შორის უკვე ათწლეულებია დიდი დაპირისპირება არსებობს. ამის გამო შავ დღეში ჩავარდა პატარა ქალაქი ტიზი ლე ბურგი, რომელიც ლიონიდან 70, ხოლო სენტ ეტიენიდან 95 კილომეტრშია და...
ოთხი გუნდის ოთხი მარცხი
კონფერნეციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი თამაშობდა და პირველი მატჩები ოთხივემ წააგო. ერთია, არცერთი ისეთი ანგარიშით არ დამარცხებულა, რომ საპასუხო მატჩების წინ თითქოს განწირულები ჩანდნენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სათამაშო ხარისხზე, რაც უფრო პესიმისტურად განგვაწყობს. ქუთაისის „ტორპედომ“ 0:1 წააგო კვიპროსის „ომონიასთან“ და შანსი დაიტოვა. თუმცა, თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს შანსი მინიმალურია. რიონისპირელებს...
ჟორჟი არ იყიდება
ოთხშაბათს „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ სატრანსფერო ბაზარზე ილაპარაკა. „მოლენბეკთან’’ ამხანაგური შეხვედრის შემდეგ (0:0) პორტუგალიელს მისი გუნდის შემადგენლობაზე ჰკითხეს. ფონსეკამ კორენტენ ტოლისოსა და ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ კატეგორიულად თქვა: „კოკო ისევე როგორც ჟორჟი მე თავად მჭირდება. ჩემთვის მათი გაყიდვა არ განიხილება და ვფიქრობ კლუბისთვისაც ასეა’’. მწვრთნელს მხარი აუბა მიქაუტაძემაც (ფრანგულის მცოდნეებს შეგიძლიათ ქვემოთ მისი ინტერვიუ მოისმინოთ). ქართველმა...
იამალს სულ დედა აგინა
ყოფილი ფეხბურთელი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ადელ რამი, რომელსაც უთამაშია „ლილში’’, „ვალენსიაში’’, „მილანში’’, „მარსელში’’, „ფენერბაჰჩეში’’ და სხვა გუნდებში თავის Twitch-ზე ლამინ იამალზე ლაპარაკისას დედის გინებასაც კი არ მოერიდა. მან პირდაპირ თქვა, რომ ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავს ვერ იტანს. „უკვე ორი თვეა, რაც გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ის დასანახად მეზიზღება. აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მიმიფურთხებია ყველასთვის....









