წელი: 2025

Home 2025
ნაპოლის მოუგეს და მერე დე ბრუინს მიცვივიდნენ
ჩანაწერი

ნაპოლის მოუგეს და მერე დე ბრუინს მიცვივიდნენ

ინგლისური პრესა წერს, რომ კევინ დე ბრუინის „ნაპოლიში’’ გადასვლა ისედაც გასაკვირი ამბავი იყო და ამას პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში ნეაპოლელთა 0:2 წაგება დაემატა. იტალიის ჩემპიონი სერია C-ს B ჯგუფის „არეცოსთან’’ დამარცხდა. და კიდევ ერთი უცნაურობა:  მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები პრემიერლიგის ყოფილ ვარსკვლავს ჩასაფრებული თინეიჯერებივით მიცვივიდნენ და ფოტოების გადაღება სთხოვეს. ასეთი გამოდგა ბელგიელის პირველი შეხვედრა...

კრისტალ პალასი ლიონს და ნოტინგემს ებრძვის
ჩანაწერი

კრისტალ პალასი ლიონს და ნოტინგემს ებრძვის

1 ივლისს ინგლისური „კრისტალ პალასი’’ ევროპის ლიგიდან კონფერენციის ლიგაში გადაიყვანეს. მიზეზი: მას და „ლიონს’’ ერთ შეჯიბრებაში არ უნდა ეთამაშათ, რადგან საერთო პეტრონი ჰყავდათ და გარიგების შესაძლებლობა არ უნდა მისცემოდათ. ახლა „პალასის’’ ხელმძღვანელობა საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივის. ინგლისურმა გუნდმა გასულ სეზონში ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო (ფინალში „მანჩესტერ სიტი’’ დაამარცხა 1:0) და წესით ევროპის ლიგაში ეკუთვნოდა ადგილი, მაგრამ...

როგორ გაუცვალა რეიმსის მეკარემ მაისური ზიდანს
ჩანაწერი

როგორ გაუცვალა რეიმსის მეკარემ მაისური ზიდანს

ჯერ კიდევ მოქმედმა ფრანგმა მეკარემ, 42 წლის ლუდოვიკ ბუტელმა კარიერა „მეცში’’ დაიწყო, სადაც ამ ზაფხულს გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გადავიდნენ. ბუტელი „მეციდან’’ „ვალენსიაში’’ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ იმ 9 შეხვედრიდან, რომელიც მან „ღამურების’’ შემადგენლობაში ჩაატარა, ერთი „რეალთან’’ იყო, „რეალი’’ კი მაშინ დიდი ვარსკვლავების გუნდი გახლდათ, მას „გალაქტიკოს’’ ეძახდნენ. იქ თამაშობდნენ ზინედინ ზიდანი,...

იყიდება რასპადორი, ოღონდ ძვირად
ჩანაწერი

იყიდება რასპადორი, ოღონდ ძვირად

ამ ზაფხულს „ნაპოლი’’ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს. მან პსვ-დან ნოა ლანგი, ხოლო „უდინეზედან’’ ლორენცო ლუკა იყიდა (25 და 35 მილიონ ევროდ), რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი შეუმცირდა. არადა, რასპადორი გასული სეზონის მიწურულს ანტონიო კონტესთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. იტალიური მედია წერს, რომ რასპადორის შანსებს გუნდში დავიდ ნერეშის...

პოგბა: დემბელე იამალს აშკარად სჯობია
ჩანაწერი

პოგბა: დემბელე იამალს აშკარად სჯობია

კვირას პოლ პოგბამ ინტერნეტში, კერძოდ პლატფორმა ტვიჩში ამერიკელ სტრიმერ IshowSpeed-ს ინტერვიუ მისცა და როდესაც წამყვანმა „ოქროს ბურთზე’’ ჰკითხა, უყოყმანოდ მიუგო: წლეულს ჯილდო დემბელემ უნდა მოიგოს. „ჩემთვის დემბელე აშკარად იამალზე წინ არის. მე მხარს ვუჭერ დემბუზს’’, ― თქვა 32 წლის ფრანგმა, რომელიც მომდევნო სეზონიდან „მონაკოში’’ ითამაშებს. პოგბამ განაგრძო: „მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გოლები გაიტანა… გასულ სეზონში...

კაპიტანი ბარსელონა
ჩანაწერი

კაპიტანი ბარსელონა

  საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ საქართველოს ნაკრების კაპიტნი, თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და ახალწვეული წარადგინა. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიამ ესპანურ გრანდთან სამწლიანი ხელშეკრულება (2028 წლის ზაფხულის ჩათვლით) გააფორმა. 33 წლის კალათბურთელი „ბარსელონაში“ „ვირტუსიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო და ფინალის...

თუ მეორე გაიარეს…
ჩანაწერი

თუ მეორე გაიარეს…

უეფაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ჩვენი გუნდების სავარაუდო მეტოქეები გამოვლინდნენ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ უელსის „ნიუ სეინტსსა“ და ლუქსემბურგის „დიფერდანჟს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ქუთაისის „ტორპედო“ ბერძნულ „არისსა“ და აზერბაიჯანულ „არაზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ „რიგასთან“ წარმატების შემთხვევაში, ისრაელის „ბეითარს“ ან მონტენეგროს „სუტიესკას“ შეხვდება. საქართველოს თასის...

ნეიმარმა პარიზიდან საჩუქარი მიიღო
ჩანაწერი

ნეიმარმა პარიზიდან საჩუქარი მიიღო

ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს’’ ისევ ახსოვს. ბრაზილიელი „პარკ დე პრენსზე’’ ექვსი წლის განმავლობაში თამაშობდა და პარიზელ გულშემატკივართა დიდი ნაწილის გული მოიგო. კლუბმა გადაწყვიტა ლამაზი ჟესტით ვეტერანი ვარსკვლავის მიმართ თავისი დადებითი განწყობა გამოეხატა და მას 2025-26 წლების სეზონისთვის გამოშვებული მაისურები გაუგზავნა. მაისურებს ზურგზე მისი შვილების სახელები ამშვენებს: დავი ლუსია, მავი, ელენა და სამი კვირის წინ დაბადებული...

გაზა უგონოდ იპოვეს
ჩანაწერი

გაზა უგონოდ იპოვეს

პარასკევ საღამოს ინგლისური ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი პოლ გასკოინი მისმა მეგობარმა და მარჯვენა ხელმა სტივ ფოსტერმა შინ, საძინებელში თითქმის უგონოდ იპოვა და სასწრაფო გამოიძახა. 58 წლის გაზას ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები ამბობენ, რომ ლეგენდარული სპორტსმენის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჩანს მის სიციცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საავადმყოფო სადაც გასკოინი წევს მის სახლთან...

ოსიმენი საბოლოოდ სტამბოლელი გახდება
ჩანაწერი

ოსიმენი საბოლოოდ სტამბოლელი გახდება

ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის’’ საგა ნამდვილ დასასრულს მიუახლოვდა: „გალათასარაი’’ ნეაპოლელებთან ბოლო დეტალებსღა ათანხმებს. როგორც იტალიური საიტები წერენ, კლუბებმა საერთო ენა გამონახეს როგორც სატრანსფერო თანხის გადახდის მეთოდთან ასევე გახმაურებულ ანტი-იტალიურ პუნქტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თუ სტამბოლელები ნიგერიელს სადმე გაყიდიან, თანხის 10 პროცენტს აურელიო დე ლაურენტისის კლუბი მიიღებს. დადგინდა, რომ „გალათასარაის’’  ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი საუკეთესო პარტნიორი 75...