„ბარსელონა’’ 2025-26 წლების სეზონს ორ კვირაში იწყებს, მაგრამ კიდევ არ იცის სად ითამაშებს პირველ საშინაო შეხვედრას, განახლებულ „კამპ ნოუზე’’, თუ სხვაგან. აქვე ვთქვათ, რომ სპონსორული გარიგების გამო „კამპ ნოუს’’ 2026 წლამდე „სპოტიფაი კამპ ნოუ’’ ერქმევა. სპოტიფაი არის მუსიკის, პოდკასტების და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტში მოუსმინოთ მილიონობით სიმღერას, პოდკასტს და სხვა აუდიომასალას. ლა...
წელი: 2025
კაშიას ყოფილი კლუბი შეიძლება გაქრეს
ჰოლანდიაში „ვიტესი’’, რომელიც ჩვენთვის გურამ კაშიას სახელთან არის დაკავშირებული, გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. არნემის კლუბი ნიდერლანდებში სიძველით მეორეა, ის 1892 წელს არის დაარსებული, მაგრამ ისტორიამ ვერ უშველა: 1 აგვისტოს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ, უფრო სწორედ კი მისმა სააპელაციო კომიტეტმა პროფესიული ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის გადახედავზე უარი შეუთვალა. „ვიტესმა’’ აპელაცია ჯერ კიდევ 2024 წელს შეიტანა. მას ჯარიმის სახით...
ქოჩორას სპორტინგმა სუპერთასი წააგო
პორტუგალიის სუპერთასი „ესტადიო ალგრავეზე’’ გაიმართა. „ბენფიკამ’’ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს’’ 1:0 მოუგო. როგორც A Bola წერს, პირველ ტაიმში „სპორტინგი’’ უფრო მოწესრიგებული ჩანდა და სივრცეებს უკეთ იყენებდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ შექმნა: ანატოლი ტრუბინის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ისიც სუსტად. შესვენების შემდეგ ინიციატივა „ბენფიკასკენ’’ გადავიდა. „სპორტინგის’’ დაცვაში ნაპრალები გამოიკვეთა და 50-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გოლი გაიტანა. ამ...
ქართული კლუბების სამარცხვინო ივლისი…
წაგება ვიწრო წრეში სპაერი – აუსტრია 0:5 საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „სპაერი“ კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ვენის „აუსტრიასთან“ საკუთარ მოედანზე 0:5 დამარცხდა. თბილისური კლუბის ქომაგებმა მიხეილ მესხი 2-ის სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე ვერ გაავსეს – ავსტრილებმა ამ მხრივაც აჯობეს ქართველებს – სტუმართა გულშემატკივრები გაცილებით უფრო აქტიურად უჭერდნენ მხარს თავის გუნდს. სტუმრებმა საქმე პირველი...
მამარდას მოგერიება და სალაჰის ორი პასი
„ლივერპულმა’’ „იოკოჰამას’’ ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 მოუგო. ქართველ გულშემატკივარს უპირველეს ყოვლისა გიორგი მამარდაშვილის თამაში აინტერესებდა და ის ყველაზე კარგად საიტმა liverpoolecho-მ აღწერა: „პირველი ტაიმის ბოლოს შესანიშნავად მოიგერია მეტოქის თავური დარტყმა და რამდენიმე პირდაპირი პასით თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა სცადა. მისი მარცხენა ფეხი ნამდვილად სასარგებლოა’’. პორტალმა საქართველოს ნაკრების მეკარეს 10-დან 7 ქულა დაუწერა. სხვა მხრივ კი „ლივერპულის’’...
გოლი მალიორკას კარში- ჟორჟი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს
„ლიონი’’ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. „ვილფრანშთან’’ (1:0) და „ჰამბურგთან’’ (4:0) გამარჯვებებისა და „ანტვერპენთან’’ (0:0) ფრის შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის გუნდმა ავსტრიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ლა ლიგის „მალიორკას’’ მოუგო 4:0. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველ ტაიმში ითამაშა და მე-19 წუთზე გოლი გაიტანა. ეს გახლდათ შეხვედრის მეორე გოლი, რომლის ვიდეოსაც ქვემოთ გთავაზობთ. ლიონელთა გასახარად ამ დღეს პროფესიულ კარიერაში თავისი...
ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
აი, ხომ მეტისმეტად უცნაურია განცხადება, რაც „სპაერმა“ გაავრცელა, მაგრამ გვერწმუნეთ, არაფერია უფრო ადეკვატური ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელი ყოფის მოსაყოლად. აბა, წარმოიდგინეთ, ბევრი წლის მერე, შთამომავლობა რომ გკითხავთ, თქვენ დროს როგორი იყო ჩვენი ფეხბურთიო, უკეთესს რას წააკითხებთ? აქამდე ერთხელ გვახსენდება მსგავსი რამ, როცა „საბურთალომ“ (სანამ „იბერიას“ დაირქმევდა) გულშემატკივრებს უთხრა, თამაშზე არ მოხვიდეთო… არ გჯერათ ან ვერ...
მამარდას 90 წუთი
„ლივერპულმა“ და გიორგი მამარდაშვილმა მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარეს. ინგლისის ჩემპიონებმა ამჯერად იაპონიაში, „იოკოჰამასთან“ ითამაშეს 3:1 მოიგეს. ბუნებრივია, ჩვენი თვალთახედვა მამრდასკენ იყო მიპყრობილი. ჩვენმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოსკენ ერთი ისეთი დარტყმული მოიგერია, მეტოქემაც რომ ტაში დაუკრა. „იოკოჰამას“ იმ გოლში კი მამრდა უცოდველი იყო, მეტოქე მასთან პირისპირ დარჩა. მეტი რა? გიორგის კონკურენტმა ალისონ ბეკერმა...
მანჩესტერ იუნაიტედს დონარუმა არ უნდა
„მანჩესტერ იუნაიტედი’’ ჯანლუიჯი დონარუმასთვის ომში არ ჩაერთვება. ამრიგად, ინგლისური კლუბებიდან იტალიელი მეკარის შეძენას „ჩელსი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ შეეცდებიან. მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი და 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი „პარი სენ ჟერმენთან’’ ხელფასზე ვერ შეთანხმდა. გოლკიპერის ახლანდელი გასამრჯელო კვირაში 242 000 ათასი ევროა, მაგრამ ის მნიშვნელოვან მომატებას ითხოვს. „სიტიმ’’ შეიძლება თავისი ბრაზილიელი მეკარე ედერსონი დაკარგოს,...
მოასვენებენ მიქაუტაძეს?
მას მერე რაც შერკი, ტიაგო ალმადა, ლაკაზეტი და პერი დაკარგა „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ ხმა აიმაღლა. მან განაცხადა, რომ ჟორჟ მიქაუტაძისა და კორენტენ ტოლისოს ვეღარ შეელევა. პორტუგალიელმა კარგად იცის, თუ რა მდგომარეობაა კლუბში. „ლიონისთვის’’ ფეხბურთელების გაყიდვა ფინანსური თვალსაზრისით სამკვდრო-საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტულ მხარეს ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს. ფონსეკა გუნდის აგებას 24 წლის ქართველი ვარსკვლავის გარშემო...









