წელი: 2025

Home 2025
საბა უდინელი…
ჩანაწერი

საბა უდინელი…

საბა გოგლიჩიძე იტალიური „უდინეზეს“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. „ძალა, სისწრაფე და ხასიათი“, – ამ სიტყვებით დაახასიათა კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ახალგაზდა ქართველი მცველი – „საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია, მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანამედროვე მცველია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ამავდროულად, ტექნიკური და სწრაფია. გოგლიჩიძე 2024 წლის იანვარში...

წითელი ტური
ჩანაწერი

წითელი ტური

ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე...

ზურიკოს მდგომარეობა მწვავდება
ჩანაწერი

ზურიკოს მდგომარეობა მწვავდება

„სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში შეყოვნებას არ აპირებს. მართალია ის ლიგა 1-დან გავარდა, მაგრამ მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ბაზარზე მყისიერი აქტიურობით დაამტკიცეს, რომ წარუმატებლობასთან შეგუებას არ აპირებენ. „მწვანეებს’’ უნდათ ამ ზაფხულს რაც შეიძლება მეტი მოთამაშე იყიდონ და მწვრთნელ ერიკ ჰორნელანს გარს შემოახვიონ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნებას შეძლებს. „სტეფანუას’’ შეუერთდნენ ჩიკო ლამბა და მაჰმუდ...

ალისონი ცოლთან გაფრენილა
ჩანაწერი

ალისონი ცოლთან გაფრენილა

„ლივერპულის’’ მთავარი მეკარის ალისონ ბეკერის მეუღლემ ნატალიამ ოპერაცია გაიკეთა. ამ ცნობას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს, რითაც პასუხს სცემს კითხვას, თუ რატომ შეწყვიტა ალისონმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გუნდის აღმოსავლური ტურნე მოულოდნელად და რატომ გაემგზავრა ბრაზილიაში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ბრაზილიელმა რომელსაც ინგლისში ხშირად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს უწოდებენ იაპონიაში შეკრება დატოვა და „იოკოჰამა მარინოსთან’’ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა...

მამარდას ბოლო ამხანაგური
ჩანაწერი

მამარდას ბოლო ამხანაგური

„ლივერპულმა’’ „ბილბაოს’’ ერთ დღეს ორჯერ მოუგო, ჯერ საქართველოს დროით 20 საათიან შეხვედრაში (4:1), შემდეგ კი 23 საათიან შეხვედრაში (3:2). გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდელების კარს მეორე მატჩში (ქვემოთ იხილეთ ვიდეო) იცავდა და ამიტომაც ჩვენ სწორედ მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. „წითლების’’ სამი გოლიდან ერთი მო სალაჰმა გაიტანა, ხოლო ორი კოდი გაკპომ. ბასკური გუნდის გოლების ავტორები გახლდნენ ოიან სანსეტი და...

ბელინგემის ნაიარევი მხარი
ჩანაწერი

ბელინგემის ნაიარევი მხარი

ინგლისის ნაკრებისა და „რეალის’’ ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა სამი კვირის წინ ლონდონში ოპერაცია გაიკეთა, გუშინ კი ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, რომელიც მსოფლიოს მოედო. მიზეზი: დიდი ნაიარევი მარცხენა მხარზე. ფოტოს წარწერით ბელინგემი ექიმებს უხდის მადლობას. ის წერს: „დიდი მადლობა ენდრიუ უოლასს და სუსან ალექსანდერს, აგრეთვე Fortius Clinic-ის მთელ გუნდს ოპერაციისა და მასპინძლობისთვის. მადლობა ივან ორტეგასა და დოქტორ ლეიესს...

რენი რეალური თანხის გადასახდელად დღესვე მზადაა
ჩანაწერი

რენი რეალური თანხის გადასახდელად დღესვე მზადაა

დაიწყო აგვისტო. ფეხბურთელებს კლუბების გამოსაცვლელად რამდენიმე კვირაღა დარჩათ. „სენტ ეტიენს’’ სხვაგან გადასვლის მსურველი ორი ჰყავს: ლუკა სტასენი და ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ კლუბს ლიგა 1-ში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი და ამისათვის ქართველიც სჭირდება და ბელგიელიც. დავითაშვილის ყიდვა რამდენიმე კლუბს უნდა. foot01-ის ინფორმაციით ესენია: „ევერტონი’’, „მიონხენგლადბახი’’, „სევილია’’ და „სტრასბურგი’’, მაგრამ არის კიდევ ერთი გუნდი, გასულ სეზონში მე-12 ადგილზე...

ჟორჟის გუნდის პირველი მარცხი
ჩანაწერი

ჟორჟის გუნდის პირველი მარცხი

„ლიონმა’’ პრე-სეზონზე პირველი შეხვედრა წააგო. ეს მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ მოხდა, სადაც „ბაიერნი’’ მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და საბოლოოდ 2:1 მოიგო. ფრანგული საიტი foot01 წერს, რომ „გონებს’’ წაგების მიუხედავად ყურების ჩამოყრის საბაბი არ აქვთ. მიზეზი: ისინი ახალგაზრდული შემადგენლობით ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დაუდგნენ. და კიდევ ერთი: ფრანგული პორტალის აზრით „ბაიერნის’’ გამარჯვება მსაჯის შეცდომებმაც განაპირობა. პირველი...

რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?
ჩანაწერი

რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?

„პარიზიენი’’ წერს, რომ საქმე სახუმაროდ არ არის: დიდი შანსია აშრაფ ჰაკიმი 2023 წლის 25 თებერვალს ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამო მართლა გაასამართლონ. მას 2023 წლის მარტში ქალმა უჩივლა. ის „პარი სენ ჟერმენის’’ ლიდერს ბრალად გაუპატიურებას სდებს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პარიზის გარეუბან ნანტერის პროკურატურამ მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის საქმის სასამართლოში გადაცემა მოითხოვა. „პარიზიენი’’ წერს, რომ რეალურად გამოძიება...

გურია ფავორიტებს არ ცნობს
ჩანაწერი

გურია ფავორიტებს არ ცნობს

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანჩუთის „გურია“ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ჩრდილოეთ ირლანდიურ „კლიფტონვილს“ ეთამაშა, 2:1 მოუგო და შემდეგე ეტაპზე გავიდა. ფავორიტებად ჩრდილოირალნდიელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გურულებს მსგავსი ფაქტორები ნაკლებად აღელვებთ. ანანო წიქარიძისა და ეთერ სულაშვილის გოლები მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში გავიდა და ლანჩხუთელებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მართალია, მეტოქემ ბოლოს სხვაობის შემცირება მოახერხა, მაგრამ მეტისთვის არც...