„ლივერპულის’’ მთავარი მეკარის ალისონ ბეკერის მეუღლემ ნატალიამ ოპერაცია გაიკეთა. ამ ცნობას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს, რითაც პასუხს სცემს კითხვას, თუ რატომ შეწყვიტა ალისონმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გუნდის აღმოსავლური ტურნე მოულოდნელად და რატომ გაემგზავრა ბრაზილიაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ბრაზილიელმა რომელსაც ინგლისში ხშირად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს უწოდებენ იაპონიაში შეკრება დატოვა და „იოკოჰამა მარინოსთან’’ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. მაშინ გულშემატკივართათვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ მოიქცა მეკარე ასე და კლუბმაც ოფიციალურ განცხადებაში დაზუსტების გარეშე ჩაწერა ჩაწერა: „პირადი მიზეზების გამო’’.
ალისონის ადგილი „ლივერპულის’’ ძირითადი შემადგენლობის კარში როგორც „იოკოჰამასთან’’ ასევე „ბილბაოსთან’’ საკონტროლო შეხვედრებში გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა.
ბრაზილიელის საქციელს ნათელი თავად ნატალია ბეკერმა მოჰფინა. მან სოციელურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „ეს ოპერაციის შემდგომი ფოტოა, რომელიც რეალურ ცხოვრებას ასახავს. ახლა შინ ვარ, რეაბილიტაციის პროცესი მაქვს. მადლობა უფალს, რომელმაც ექიმების დიდებული გუნდი გამომიგზავნა და ისინი დიდი სიყვარულით დამიდგნენ გვერდში. მადლობა ყველას, ვინც გამამხნევებელ მესიჯებს მიგზავნიდა’’.
„იოკოჰამასთან’’ შეხვედრის წინ „ლივერპულის’’ ნაწყენმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ ალისონის საქციელი იდეალურისგან შორს იყო.
„უპირველეს ყოვლისა პირადი მიზეზების გამო… შემდეგ იმიტომ, რომ პრე-სეზონზე ასეთი შეხვედრის გამოტოვება იდეალური საქციელი არ არის. სეზონისწინა პროცესში რაღაც ნაწილის გამოტოვება არ ვარგა. თუმცა, ცხადია, პირადი ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „იოკოჰამასთან’’ შეხვედრაში მონაწილეობა’’, – თქვა მაშინ სლოტმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
