წელი: 2025

Home 2025
ბასილაშვილი ძირითადში ვერ შევიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ძირითადში ვერ შევიდა

ცინცინატის მასტერსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ATP-ს ტურნირებს შორის და ამერიკის ღია პირველობისთვის მოამზადებლად ითვლება. ამ შეჯიბრების ძირითად ბადეში მოხვედრა შეეძლო ნიკოლოზ ბასილაშვილს, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის გადასალახად ნაბიჯი დააკლდა. პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტოფერ ეუბანსკი და ჩვენებურმა სამ სეტში – 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა. სამწუხაროდ, ბასილაშვილმა ვერაფერი გააწყო კიდევ ერთი ამერიკელ კოლტონ სმიტთან და 5:7;...

ცხრა პარიზელი ოქროს ბურთის სიაში
ჩანაწერი

ცხრა პარიზელი ოქროს ბურთის სიაში

სანამ ჩვენ ვხარობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორედ მოხვდა „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა სიაში, „პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ამ ოცდაათეულში „პარი სენ ჟერმენის’’ ცხრა ფეხბურთელისთვის გამოიძებნა ადგილი, რაც რეკორდია. კვარაცხელიას გარდა ეს ფეხბურთელები არიან: აშრრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე, ჯანლუიჯი დონარუმა, ოსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი და ვიტინია. „ორმა ფეხბურთელმა, პაჩომ და მარკინიოსმა ოცდაათეულში...

ლივერპულში უხარიათ: ალისონი დაბრუნდა!
ჩანაწერი

ლივერპულში უხარიათ: ალისონი დაბრუნდა!

„ლივერპული’’ კვირას სეზონის პირველი ტიტულის, „ქომუნითი შეილდის’’ ანუ იგივე ინგლისის სუპერთასის მოპოვებას შეეცდება. ინგლისის ჩემპიონი „უემბლიზე’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელს „კრისტალ პალასს’’ დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში მერსისაიდელები ამ ჯილდოს ოთხ წელიწადში მეორედ აღმართავენ. 2022 წელს „ლივერპული’’ „მანჩესტერ სიტის შეხვდა და 3:1 მოუგო. იმ დღეს შედგა დარვინ ნუნიესის დებუტი „წითლების’’ შემადგენლობაში. მან 90+4 წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ...

კვარა – მეორედ ოქროს ბურთისთვის…
ჩანაწერი

კვარა – მეორედ ოქროს ბურთისთვის…

საქართველოს ეროვნული გუნდისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე, „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს – ქართველი ფეხბურთელი 30 ნომინანტს შორის გამოცემა France Football-მა დაასახელა. 24 წლის ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის კარიერაში მეორედ დასახელდა – 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა. კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ 2025 წლის იანვარში შეუერთდა, მაისში...

ჩანაწერი

გოჩოლეიშვილი ჰამბურგში

გერმანიის ბუნდესლიგის „ჰამბურგმა“ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა – ქართველი ფეხბურთელი გერმანული კლუბის ღირსებას 2025/26 წლების სეზონში იჯარით დაიცავს, ის გუნდს დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით შეუერთდა. „გიორგი გოჩოლეიშვილი სახით გამორჩეული თვისებებისა და და ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. ის გუნდური და შრომისმოყვარე მოთამაშეა. ვფიქრობთ, სარგებელს არამხოლოდ ჩვენს დაცვას, არამედ მთლიანად გუნდს...

ბეტისმა და კომომ ჩხუბში ივარჯიშეს
ჩანაწერი

ბეტისმა და კომომ ჩხუბში ივარჯიშეს

ესპანური „ბეტისი’’ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიურ „კომოს’’ დაუპირისპირდა, მაგრამ სიტყვა დაპირისპირება სპორტის ფარგლებს გასცდა და მუშტიკრივში გადაიზარდა. ჯგუფურ ჩხუბში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. შესვენებისას „კომო’’ იგებდა 2:0-ს. გოლები გაიტანეს „ბეტისის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ასანე დიაომ და ლუკას დე კუნიამ. ჩხუბის მიზეზი კი პაბლო ფორნალსისა და მასიმო პერონეს ძიძგილაობა გახდა. იყო კომიკური მომენტიც, როდესაც „ბეტისის’’ ფეხბურთელი...

პარი სენ ჟერმენი ვარჯიშს შეუდგა
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენი ვარჯიშს შეუდგა

სამშაბათს, 6 აგვისტოს „პარი სენ ჟერმენის’’ საწვრთნელი ცენტრის შესასვლელთან გულშემატკივარი ტრიალებდა. ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქის ბევრმა რაიონმა ჩაიძინა, აქ გამოცოცხლება შეინიშნებოდა ― „მიუნხენის გმირები’’, რომელთაც 31 მაისს „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს’’ 5:0 მოუგეს, საქმეს დაუბრუნდნენ. ბოლოხანს აგორებული ჭორების მიუხედავად მეკარე ჯანლუჯი დონარუმა ყველას უღიმოდა. ქომაგებს მანქანის ფანჯრიდან გულთბილად ესაპმებოდა ჟოაო ნევეში,...

ბოლდუინი საქართველოს ძველ ნაცნობთან
ჩანაწერი

ბოლდუინი საქართველოს ძველ ნაცნობთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კამარ ბოლდუინსა და გერმანულ „ბაიერნს“ შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. ბოლდუინმა ახალ კლუბთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა: „მიუნხენში ჩასვლას მოუთმენლად ველი. „ბაიერნში“ გადასვლით მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი და გენერალური მენეჯერი დრაგან ტარლაცი ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი. მინდა, რომ გუნდს ბუნდესლიგის მოგებაში დავეხმარო, ევროლიგაში კი, მინიმუმ...

გარდაიცვალა მსოფლიოს ჩემპიონი
ჩანაწერი

გარდაიცვალა მსოფლიოს ჩემპიონი

67 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ფრანკ მილი. მაისის ბოლოს მას მილანის აეროპორტთან, მანაქანში გულის შეტევა მოუვიდა. ვეტერანი თავდამსხმელი იტალიაში 1990 წლის მუნდიალზე დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. გერმანელთათვის ტრიუმფალური მოფლიოს ჩემპიონატიდან 35 წელი გავიდა. მილანში მილს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უშველა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ მისმა გულმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა ცემა. ბოლო ორი თვის...

დიდი მეკარეების თვისება
ჩანაწერი

დიდი მეკარეების თვისება

გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ ის „ლივერპულში’’ ალისონის თადარიგში დასაჯდომად არ მოსულა და ორშაბათს „ბილბაოსთან’’ შეხვედრაში რეპუტაცია აიმაღლა კიდეცო, – წერს პორტალი Empire of the Kop. ის განმარტავს, რომ ქართველმა მეკარემ ესპანური ლა ლიგის გუნდთან ერთ დღეში ჩატარებული ორი ამხანაგური შეხვედრიდან მეორეში მიიღო მონაწილეობა და მართალია ორი გოლი გაუშვა, მაგრამ არნე სლოტის გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი...