სამშაბათს, 6 აგვისტოს „პარი სენ ჟერმენის’’ საწვრთნელი ცენტრის შესასვლელთან გულშემატკივარი ტრიალებდა. ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქის ბევრმა რაიონმა ჩაიძინა, აქ გამოცოცხლება შეინიშნებოდა ― „მიუნხენის გმირები’’, რომელთაც 31 მაისს „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს’’ 5:0 მოუგეს, საქმეს დაუბრუნდნენ.
ბოლოხანს აგორებული ჭორების მიუხედავად მეკარე ჯანლუჯი დონარუმა ყველას უღიმოდა. ქომაგებს მანქანის ფანჯრიდან გულთბილად ესაპმებოდა ჟოაო ნევეში, რომლის დასახვედრად დედას შვიდი წლის გოგონაც კი ჰყავდა წამოვყვანილი.
ავტომობილების მოდინება 8:30-დან დაიწყო. პირველები ფაბიან რუისი და ხვიჩა კვარაცხელია გამოცხადდნენ. „პარი სენ ჟერმენის’’ ახალი სეზონი მათი ბაზაზე შესვლიდან დაიწყო.
მუქი ფერის ვენებში ისხდნენ მარკინიოსი და აშრაფ ჰაკიმი. დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა და ნუნუ მენდეში კი დიდი სპორტული ავტომობილებით გამოცხადდნენ.
პარიზელები ერთ კვირაში ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემს’’ ხვდებიან. ვარჯიში ბუნებრივია არავის გაუცდენია. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები მიესალმენ გუნდის ახალ წევრს, „რომადან’’ გადმოსულ 19 წლის იტალიელ მეკარეს რენატო მარინს.
ფეხბურთელებმა კამპუსის სასადილოში ჯერ ისაუზმეს, სამკვირიანი შვებულების შესახებ უამბეს ერთმანეთს, 10:30-დან კი ზოგი სავარჯიშო მოედანზე გავიდა, ხოლო ზოგმა სამედიცინო ოთახს მიაშურა, სადაც შემოწმება ჩაუტარეს. გუნდის ორ ჯგუფად დაყოფა საქმის ოპტიმალური განაწილებისთვის იყო საჭირო. სანამ ერთი ჯგუფი ვარჯიშობდა, მეორე ექიმის კაბინეტში იყო და პირიქით.
„პარიზიენი’’ წერს, რომ პირველად პსჟ-ს ისტორიაში ამერიკულ ჰოსპიტალში კარდიოლოგიური ტესტებისათვის არავინ გაუშვიათ. ყველა გამოკვლევა ადგილზე ჩატარდა.
შუალედში ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა საწვრთნელი ცენტრი დატოვეს, დანარჩენები კი ან სასადილოში შექუჩდნენ ან ოთახებს მიაშურეს. დღე ძალიან დატვირთული გამოდგა გუნდის ახალი ექიმისთვის ნიკოლ დე ოლივეირასთვის. ის და მისი კოლეგები ლუი ტილ პერესი და კვენტენ ვინსენტი პარიზელთა სამედიცინო გუნდის გასაძლიერებლად აიყვანეს სამსახურში.
სუპერთასის თამაშამდე კი დრო ცოტაა. უდინეში გამგზავრებამდე გუნდი ივარჯიშებს ყოველდღე 10 საათსა და 30 წუთზე, თუმცა ფეხბურთელები 28 ივლისიდან შეუდგნენ ინდივიდუალურ წვრთნას, რასაც მწვრთნელები დისტანციურად აკონტროლებდნენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
