67 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ფრანკ მილი. მაისის ბოლოს მას მილანის აეროპორტთან, მანაქანში გულის შეტევა მოუვიდა. ვეტერანი თავდამსხმელი იტალიაში 1990 წლის მუნდიალზე დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
გერმანელთათვის ტრიუმფალური მოფლიოს ჩემპიონატიდან 35 წელი გავიდა.
მილანში მილს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უშველა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ მისმა გულმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა ცემა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ვეტერანი მშობლიურ ქალაქ ესენში მკურნალობდა.
მილი გერმანელ ვარსკვლავთა შორის უპირველესი არასდროს ყოფილა, ბუნდესმანშაფტში სულ 17 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ იღბალს ვერ დაემდურებოდა, რადგან ამ 17 თამაშში მსოფლიოს ჩემპიონობა და ოლიმპიური ბრინჯაო მოაქცია.
ფრანკ მილმა კარიერის საუკეთესო წლები „მიონხენგლადბახსა’’ და „დორტმუნდში’’ გაატარა. ორივე გუნდის შემადგენლობაში მოიგო გერმანიის თასი, ხოლო „დორტმუნდის’’ ფეხბურთელის რანგში უეფას თასის ფინალში ითამაშა, სადაც „იუვენტუსთან’’ წააგო 0:3.
მილი გარდაიცვალა შვილების ვანესას, კევინისა და მაქსის გარემოცვაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
