კვარა – მეორედ ოქროს ბურთისთვის…

Home კატეგორიის გარეშე კვარა – მეორედ ოქროს ბურთისთვის…
კვარა – მეორედ ოქროს ბურთისთვის…

საქართველოს ეროვნული გუნდისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე, „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს – ქართველი ფეხბურთელი 30 ნომინანტს შორის გამოცემა France Football-მა დაასახელა.

24 წლის ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის კარიერაში მეორედ დასახელდა – 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა.

კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ 2025 წლის იანვარში შეუერთდა, მაისში კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი:

ჯუდ ბელინგემი („რეალი“/ინგლისი), უსმან დემბელე (პსჟ/საფრანგეთი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია), დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი), დენზელ დუმფრისი („ინტერი“/ნიდერლანდები), სერუ გირასი („შტუტგარტი“/გვინეა), ვიქტორ დიოკერესი („არსენალი“/შვედეთი), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“/ნორვეგია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ/მაროკო), ჰარი კეინი („ბაიერნი“/ინგლისი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ/საქართველო), რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“/პოლონეთი), ალექსის მაკ ალისტერი („ლივერპული“/არგენტინა), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“/არგენტინა), კილიან მბაპე („რეალი“/საფრანგეთი), სკოტ მაკტომინეი („ნაპოლი“/შოტლანდია), ნუნო მენდესი (პსჟ/პორტუგალია), ჟოაო ნევესი (პსჟ/პორტუგალია), მაიკლ ოლისე („ბაიერნი“/საფრანგეთი), კოულ პალმერი („ჩელსი“/ინგლისი), პედრი („ბარსელონა“/ესპანეთი), რაფინია („ბარსელონა“/ბრაზილია), დეკლან რაისი („არსენალი“/ინგლისი), ფაბიან რუისი (პსჟ/ესპანეთი), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“/ეგვიპტე), ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“/ნიდერლანდები), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“/ბრაზილია), ვიტინია (პსჟ/პორტუგალია), ფლორიან ვირტცი („ლივერპული“/გერმანია), ლამინ იამალი („ბარსელონა“/ესპანეთი).

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.