„ლიონის’’ გულშემატკივრები სუნთქვაშეკრულები ელოდებიან სატრანსფერო ბაზრის დახურვას. მათმა გუნდმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ორი თამაშიდან ორი მოიგო და ეს დიდწილად ჟორჟ მიქაუტაძისა და მალიკ ფოფანას ძალისხმევით შეძლო, მაგრამ მაინცდამაინც ამ ორი ფეხბურთელის მომავალია ბუნდოვანი. შეგახსენებთ, რომ ვითარება მას მერე აირია, რაც ბელგიელმა ფოფანამ გამოაცხადა, რომ ამ ზაფხულს აღარსად უნდა წასვლა, რადგან მისთვის შესაფერისი კლუბი ვერ...
წელი: 2025
სვანაძის ახალი გუნდი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჩაატარებს. მოახლოებული მატჩისთვის გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999). მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე...
ტაბატაძე კადისმა წარადგინა
ესპანეთის ლა ლიგა2-ის კლუბმა „კადისმა“ ოფიციალურად დაადასტურა იური ტაბატაძის ტრანსფერი, რომელიც კლუბმა თბილისის „იბერიიდან“ დაიმატა. „ესპანური „კადისი“ და თბილისის „იბერია 1999“ იური ტაბატაძის ტრანსფერზე შეთანხმდნენ – ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა“. ქუთაისში დაბადებულმა იური ტაბატაძემ ფეხბურთის თამაში „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც მოგვიანებით მთავრ გუნდში დააწინაურეს. შემდეგ გარკვეული პერიოდი სლოვაკურ „ვიონში“ იჯარით გამოდიოდა, საიდანაც კვლავ...
ახალ სეზონში 49 ქართველით
პარასკევს, 29 აგვისტოს საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის ლიგა პრო დ2 დაიწყება და წინასწარი მონაცემებით, პროფესიონალ-ესპუარებიანად მასში 49 ქართველი მორაგბე ჩაებმება. რაღა თქმა უნდა, საკუთრივ ჩემპიონატში ყველა მათგანი ვერ მიიღებს, რადგან ბევრი პრო დ2-ელი ქართველი იუნიორთა ასაკისაა და თამაში ესპუარების ჩემპიონატში მოუწევს. თუმცა, 16-გუნდიანი ლიგის სასეზონო განაცხადში 49 ქართველის ფიგურირება საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემია. ამ 49 კაცს შორის...
ჟორჟი ვილიარეალს მოუნდა
თუ „ლიონის’’ ხელმძღვანელებს მალიკ ფოფანას შენარჩუნება უნდათ, მათ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ანუ 1 სექტემბრამდე ფული უნდა იშოვონ. საამისოდ არსებობს ერთადერთი გზა: კლუბმა ჟორჟ მიქაუტაძე უნდა გაყიდოს. სხვანაირად დიდი ფული არ იშოვება. როდესაც ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ ფოფანას რონისპირა კლუბის დატოვება არ უნდა, საქმეში ჩახედულ ადამიანებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს ავტომატურად გამოიწვევდა მიქაუტაძის გაყიდვას. და აი,...
ორი დებიუტანტი სანიოლის სიაში…
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას პირველი სექტემბრიდან თბილისში დაიწყებს. „ჯვაროსნები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე ითამაშებენ – 4 სექტემბერს თურქეთთან, ხოლო 7 სექტემბერს – ბილგარეთთან – ორივე შეხვდრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა – მათ შორის, ორი დებიუტანტია. 21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები, ფრანგული...
ლი პარიზის მონაა
საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულმა, ქვეყნისა და ლიგის თასების მოგებამ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ და ევროპის სუპერთასის აღმართვამ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელების ფასი გაზარდა. გასულ სეზონში ლუის ენრიკემ შექმნა ერთსულოვანი კოლექტივი, რომელშიც ყველა მოთამაშეს თავისი ფუნქცია ერგო, მაგრამ კან-ინგ ლიმ თავის წარმოჩენა ვერ შეძლო. მოკრძალებულმა სტატისტიკამ (49 შეხვედრა, 7 გოლი, 6 საგოლე პასი) და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვამ...
ფოფანას ამ ეტაპზე წასვლა არ უნდა
„ლიონს’’ შეუძლია 20 წლის ბელგიელი მალიკ ფოფანა გაყიდოს და სალაროს 40 მილიონი ევრო შეჰმატოს, რითაც ახალი სეზონის ბიუჯეტი გარანტირებული ექნება, მაგრამ სადღეისოდ მარცხენაფლანგელში ასეთი ფასის გადამხდელი მხოლოდ „ევერტონია’’, „ევერტონს’’ კი ფეხბურთელმა მოკლედ მოუჭრა: არა! ამ დღეებში სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტმა საშა ტავოლიერიმ დაწერა, რომ ფოფანას კარიერის ამ ეტაპზე რონისპირელთა დატოვება საერთოდ არ უნდა. მას უჯობს კლუბის...
ჟორჟმა ბუნდოვან ჭორებს კითხვით გასცა პასუხი
პორტალი foot01-ის ცნობით ჟორჟ მიქაუტაძის მომავალი „ლიონში’’ მოულოდნელად ბუნდოვანი გახდა: თურმე კლუბი მისი გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არ არის. არადა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დღეებია დარჩენილი და ახლა ქართველი ფორვარდის დაკარგვა ლიონელი გულშემატკივრისთვის დარტყმის ტოლფასი იქნება. ბოლოხანს ყურადღების ცენტრში ბელგიელი მარცხენაფლანგელი მალიკ ფოფანა იყო და მიქაუტაძეს ყიდვა-გაყიდვის კონტექსტში აღარავინ ახსენებდა. ერთადერთი, რასაც მასზე ამბობდნენ ის იყო, რომ...
ბავშვმა ლივერპულს მოაგებინა
„ლივერპულმა’’ ნიუკასლში 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 მოიგო. „სანმა’’ დაწერა, ეს იყო იმდენად ჩამთრევი, გიჟური, გაუგონარი და ბრწყინვალე მატჩი, რომ ალბათ ალექსანდერ ისაკმაც კი ინანა სამსახურში რომ არ გავიდაო. გაზეთი მიიჩნევს, რომ მას მერე რაც „ნიუკასლი’’ მოედანზე ათი კაცით დარჩა, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა ― ისაკი სოფაზე იწვა და შფოთავდა, უტვინო ენტონი გორდონი კი გააძევეს...









