წელი: 2025

Home 2025
იტალიასთან არ გამოვიდა…
ჩანაწერი

იტალიასთან არ გამოვიდა…

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე მატჩი გამართა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი იტალიას სამი მეოთხედი ებრძოლა, მაგრამ ბოლოს ძალები აღარ შერჩა და 62:78 დამარცხდა. დასაწყისში სროლები არ მიგვდიოდა: ხუთიდან მხოლოდ ორი საჯარიმო ჩავაგდეთ. პირველ მეოთხედში რვა სამქულიანიც ავაცილეთ… ამის ფონზე მხოლოდ 10:18 ჩამოვრჩით, ესეც შეღავათი იყო. მეორე მეოთხედში აქცენტი სამწამიანზე გავაკეთეთ,რამაც შედეგი გამოიღო: მამუკელაშვილისა და ბითაძის აქტიურობით სხვაობა...

ლუის ენრიკე: იქნებ უეფაში ღილაკი გაუფუჭდათ?
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: იქნებ უეფაში ღილაკი გაუფუჭდათ?

28 აგვისტოს „პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და სპორტული დირექტორი ჩემპიონთა ლიგის წილისყრას დაესწრნენ, სადაც შეიტყვეს თუ რომელ გუნდებს შეხვდებიან ევროპის მთავარი საკლუბო შეჯიბრების ახალი გათამაშების პირველ ეტაპზე. სპორტული მონაცემებისა და ანალიზის ცნობილმა საერთაშორისო კომპანიამ Opta statistics-მა კი დაასკვნა, რომ პსჟ-ს სირთულის თვალსაზრისით მეორე კალენდარი ერგო. ამ თემას ლიგა 1-ის მესამე ტურში „ტულუზთან’’ შეხვედრის...

მიქაუტაძე ყვითელ ნავში ჯდება
ჩანაწერი

მიქაუტაძე ყვითელ ნავში ჯდება

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის გარშემო დიდი ორომტრიალი იყო, რომელიც თავდამსხმელის „ვილიარეალში’’ გადასვლით დასრულდა. მიქაუტაძის აწ უკვე ყოფილი კლუბი „ლიონი’’ ესპანურ კლუბთან 30 მილიონ ევროზე მეტ თანხაზე შეთანხმდა. ეს ინფორმაცია საფრანგეთში ჯერ „პარიზიენმა’’ დაწერა და შემდეგ სხვა პორტალებმაც დაადასტურეს. დღეს „მეფე ჟორჟი’’ ვალენსიადან 58 კოლიმეტრით დაშორებულ ქალაქ ვილიარეალში ჩავა და სამედიცინო შემოწმების...

ისევ ირანი და სეპაჰანი
ჩანაწერი

ისევ ირანი და სეპაჰანი

გიორგი გველესიანი ირანში დაბრუნდა და კვლავ „სეპაჰანში“ ითამაშებს, სადაც რამდენიმე წლის წინ უკვე გამოდიოდა. საქართველოს ნაკრების 34 წლის ცენტრალურმა მცველმა „სეპაჰანში“ 2019-2022 წლებში 77 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მერე კი „პრესეპოლისში“ გადავიდა და წინა სეზონში ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს. „ბედნიერი ვარ „სეპაჰანში“ დაბრუნებით, სადაც სამი მშვენიერი სეზონი გავატარე. ჩემი მიზანია, ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბოლომდე...

გული
ჩანაწერი

გული

ვინ იცის, იმ ენით აუწერელ ხმაურში, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარამდე მისული დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ გარეგნულად, თითქოს ვარჯიშზე მორიგ საწვრთნელ დარტყმას ასრულებდა, ისე მივიდა ბურთთან. ერთხანს უყურა, მერე დაიძრა, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა და… ბურთი კი არ გაფრინდა, ბურთი გაგორდა… მეკარემ გამოიცნო დარტყმის მიმართულება… ერთი შექანება, გულიც კი შემიქანდა, მაგრამ იუველირის სინატიფითა და...

ვილი და ბიჭები
ჩანაწერი

ვილი და ბიჭები

უახლოესი სანაკრებო მატჩების წინ ვილი სანიოლმა ტრადიციული, შეკრებისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ცალკეულ ფეხბურთელებზე, ტაქტიკასა და უახლოეს მეტოქე თურქეთის ნაკრებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საწყის ორ მატჩს ჩვენები ეროვნულ სტადიონზე გამართავენ. საქართველო 4 სექტემბერს თურქეთს უმასპინძლებს, 7-ში – ბულგარეთს. „თავიდან ნიკა კვეკვესკირის გადაწყვეტილებას გამოვეხმაურები საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე. ამით ცხოვრების გარკვეული ეტაპი მთავრდება. ვულოცავ...

მსაჯმა დიჯეის წითელი ამოუღო
ჩანაწერი

მსაჯმა დიჯეის წითელი ამოუღო

ხუთშაბათ საღამოს კონფერენციის ლიგის შეხვედრაში სტადიონის გამომცხადებელს წითელი ბარათი ამოუღეს. ერთმანეთს ხვდებოდნენ რუმინული „უნივერსიტატია’’ და თურქული „ბაშაკშეჰირი’’. შეხვედრის ბოლოს ჩხუბი ატყდა. მოედნის კიდესთან მწვრთნელებმა და სათადარიგო შემადგენლობებმა შეუტიეს ერთმანეთს. მსაჯმა როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე ორივე გუნდის წარმომადგენლებს წითელი ბარათები ამოუღო, მაგრამ რაც მერე მოხდა ძალიან უცნაური იყო: რეფერიმ მოედნიდან კრაიოვას სტადიონის გამომცხადებელი გააძევა. როგორც...

მიქაუტაძე ბურუსით მოცულ საუდის კლუბსაც მონდომებია
ჩანაწერი

მიქაუტაძე ბურუსით მოცულ საუდის კლუბსაც მონდომებია

ფინანსური მიზეზების გამო ამ ზაფხულს ლიგა 1-დან ლიგა 2-ში კინაღამ გავარდნილი „ლიონი’’ იძულებულია ფულის საშოვნელად ფეხბურთელები გაყიდოს. მან ამ გზით უკვე იშოვა 70 მილიონი ევრო, მაგრამ, როგორც ამბობენ, თავი რომ ქუდში ჰქონდეს კიდევ 40 მილიონი სჭირდება. თანხის შოვნა კლუბს ბელგიელი მალიკ ფოფანას გაყიდვით უნდოდა. მყიდველიც ჩანდა: 20 წლის მარცხენაფლანგელის გადაბირება უნდოდა „ევერტონს’’, რომელიც მასში 45...

პსჟ და მისი მეტოქეები
ჩანაწერი

პსჟ და მისი მეტოქეები

მონაკოში გამართულმა წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენის’’ რვა მეტოქის ვინაობა გამოარკვია. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მეტოქეებზე. „პარიზიენმა’’ დაწერა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს სუსტი მეტოქე არ ჰყავს და ჩამოწერა ამ რვა გუნდიდან რომელთან რა გადაკვეთა ჰქონია საფრანგეთის დედაქალაქის გუნდს წარსულში. ბაიერნი მიუნხენისა და პარიზის გუნდების 2020 წლის ფინალური შეხვედრა უკვე ისტორია და კლასიკაა. ისინი...

ამას გვიმალავდით..?
ჩანაწერი

ამას გვიმალავდით..?

ევროპის ჩემპიონატის საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მოულოდნელი მოგებით დაიწყო. აშკარა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე ჩვენებმა ხმაურიანად დაამარცხეს – 83:69. მატჩი ისე დაიწყო, ვინ იყო ევროპის ჩემპიონი, არამცოდნე დაეჭვდებოდა – ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი 13:6 დაწინაურდა. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ეს ანგარიში ლოგიკური იყო და ესპანელთა მწვრთნელ სერჯო სკარიოლომ ტაიმაუტის აღება დასჭირდა. ამის შემდეგ ცოტა ავირიეთ. უფრო შეცვლებმა...