
„ლიონის’’ გულშემატკივრები სუნთქვაშეკრულები ელოდებიან სატრანსფერო ბაზრის დახურვას. მათმა გუნდმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ორი თამაშიდან ორი მოიგო და ეს დიდწილად ჟორჟ მიქაუტაძისა და მალიკ ფოფანას ძალისხმევით შეძლო, მაგრამ მაინცდამაინც ამ ორი ფეხბურთელის მომავალია ბუნდოვანი. შეგახსენებთ, რომ ვითარება მას მერე აირია, რაც ბელგიელმა ფოფანამ გამოაცხადა, რომ ამ ზაფხულს აღარსად უნდა წასვლა, რადგან მისთვის შესაფერისი კლუბი ვერ მოიძებნა. „ლიონმა’’, რომელსაც ფული სჭირდება იფიქრა, რომ რაკი ფოფანა რჩება, მაშინ თანხის საშოვნელად მიქაუტაძის გაყიდვაა საჭირო.
გუშინ დაიწერა, რომ ქართველი თავდამსხმელის გადაბირება ესპანურ „ვილიარეალს’’ სურს. ვალენსიის თემში შემავალი ქალაქის კლუბი თითქოსდა მზად არის „ლიონის’’ 69 ნომერში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ გვიან საღამოს მდგომარეობა გართულდა, რადგან Foot Mercato-მ დაწერა, რომ გამოჩნდა კიდევ ერთი მყიდველი: ინგლისური „ბრენტფორდი’’. როგორც პრემიერლიგის ყველა კლუბს, „ბრანტფორდსაც’’ კონტიტენტის კლუბების უმეტესობაზე უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს და მოსალოდნელია, რომ თუ მოინდომებს, ვაჭრობაში გაიმარჯვებს.
ფრანგული მედია წერს, რომ ინგლისელებს „ლიონისთვის’’ ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუგზავნიათ. აქვე საინტერესოა, როგორ მოიქცევა რონისპირული კლუბი, თუკი მიქაუტაძე მშობლიური ქალაქიდან სხვაგან გადაბარგებაზე უარს იტყვის. ბოლოს და ბოლოს მის სურვილსაც ხომ აქვს მნიშვნელობა.
ერთი შკარაა, რომ ლიონელ გულშემატკივარს სურს, რომ მისი საყვარელი გუნდის ორივე ლიდერი – მიქაუტაძე და ფოფანა – „გრუპამა სთედიუმზე’’ დარჩეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
