წარმატებული 2025 წლის მაღალ ნოტზე დასრულების თარიღად „პარი სენ ჟერმენის’’ ხელმძღვანელებმა 17 დეკემბერი დათქვეს. ლიგა 1-ის ჩემპიონატის მე-16 ტურში „პარკ დე პრენსზე’’ გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცთან’’ შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ცოტა ყავლგასული, მაგრამ მაინც ტიტულის, „საკონტინენტთაშორისო თასის მოპოვებას შეეცდება’’. „საკონტინენტთაშორისო თასი’’ წლების განმავლობაში იყო ევროპისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდების დაპირისპირება. ჩვეულებრივ...
წელი: 2025
სანიოლის ახალი ისტორია…
4 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს იწყებს – ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდება. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვებს ვილი სანიოლიმ და გურამ კაშიამ უპასუხეს: ვილი სანიოლი: რა თქმა უნდა, მოსამზადებლად 2 დღე საკმარისი არ არის. ეს ყოველთვის ასეა, მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ეს პრობლემა ყველასია – მათ შორის თურქეთის. ხვალინდელი მატჩისთვის ეს შემაფერხებელი ფაქტორი...
ინგლისში დონარუმას ფეხებში უყურებენ და ეეჭვებათ
ამ ზაფხულს ნაყიდმა ჯეიმს ტრაფორდმა ახალი სეზონის სამივე თამაში ჩაატარა და კვირას ბრაიტონში წაგების გამო თუკი ვინმე არ გააკრიტიკეს ის ყო, მაგრამ ამიერიდან „მანჩესტერ სიტის’’ კარში ჯანლუიჯი დონარუმა ჩადგება. ედერსონი „ფენერბაჰჩეში’’ გადავიდა, „სიტიმ’’ და პეპ გვარდიოლამ კი „პარი სენ ჟერმენისგან’’ 26 მილიონ გირვანქად იტალიელი იყიდეს. ამ ზაფხულს „ქალაქელთა’’ დანახარჯმა სატრანსფერო ბაზარზე სულ 180 მილიონი გირვანქა...
როგორ ივაჭრეს ფრანგულმა კლუბებმა?
ინგლისის პრემიერლიგამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე 3.5 მილიარდი ევრო დახარჯა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიერ დახარჯული თანხა მას რასაკვირველია ვერ შეედრება, მაგრამ გულხელდაკრეფილები არც ფრანგები მსხდარან. ქვეყანაში, სადაც პირველი ყურადსაღები ტრანსფერი პოლ პოგბას „მონაკოში’’, ხოლო ბოლო ბენჟამენ პავარის „მიარსელში’’ გადასვლა იყო ამ სეზონში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ჟორჟ მიქაუტაძეც იყო, მაგრამ...
საქართველომ კვიპროსთან ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მასპინძელ კვიპროსს მარტივად 93:61 მოუგო. ერთია, სერბ სპეციალისტ ეს მატჩი უფრო სავარჯიშოდ ჰქონდა შეგულებული და ტაქტიკაც ისეთი არჩია, რომ გუნდს სამქულიანებზე ევარჯიშა. პირველ მეოთხედში ეს არ გამოგვივიდა და 13-დან მხოლოდ სამი ჩავაგდეთ; მეორეში ბევრად უკეთ ვისროლეთ – 10-დან შვიდი. აქედან თორნიკე შენგელიას ოთხიდან ოთხი ჰქონდა,...
მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის
როდესაც ჟურნალისტიკის სტანდარტი იკარგება, პატივისცემაც ქრება და ნდობასაც. ჟურნალისტიკა მწარე სიმართლეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ვინმეს ეწყინება… ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფული რომ არის, რა ჩემი ბრალიაო, ეს კი მედიის დიდმა ნაწილმა ისე „გაატარა“, თითქოს არაფერი მომხდარა. ისევ მოყვარულებმა გაიხსენეს და ვიდეო დადეს, 2014 წელს, სფფ-ს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ...
სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე ლა ლიგაში
როგორი იყო სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე ესპანეთის ლა ლიგაში? AS წერს, რომ ის გიჟური გამოვიდა. გამოცემის ინფორმაციით ჯამში ჩატარებულა 55 ტრანსაქცია. აქ იგულისხმება როგორც ტრანსფერები, ასევე მთლად ახალი ფეხბურთელების აყვანა და მათი რეგისტრაცია. შარშან, ამ დროს ესპანურ კლუბებს 13 ფეხბურთელი უყიდიათ, წლეულს კი — 22. 1 სექტემბერს დატრიალებული ფული ჯამში 98.5 მილიონ ევროს გაუტოლდა. ბოლო...
ზურიკოსთან სტასენიც დარჩა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენში’’ სიახლე ის არის, რომ ბელგიელი თავდამსხმელი ლუკა სტასენი დიდი მონდომების მიუხედავად ვერსად წავიდა. ლიგა 1-ში ახალაღზევებული „პარიზი’’ ზოგი წყაროს თანახმად „მწვანეებს’’ 26 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მათ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. შედეგად, თავდასხმაში ზურიკოს მეწყვილეს ჯერჯერობით „სენტ ეტიენში’’ მოუწევს თამაშის გაგრძელება. „სტეფანუასთან’’ დაკავშირებული საიტები ხაზს უსვამენ კლუბის ხელმძღვანელთა სიმტკიცეს, იმ...
კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
„დინამოს“ და ინგლისურ „უოტფორდს“ შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ნიკოლოზ ჩიქოვანი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი მიმდინარე წლის მარტში „სამგურალთან“ მატჩში ჰქონდა. მადლობას ვუხდით ნიკოლოზს „დინამოში“ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში. 18 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანმა „დინამოში“ ცხრა მატჩი ჩაატარა, ის საქართველოს 19-წლამდელთა...
ექვსი წლით ესპანეთში
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვილიარეალში“ გააგრძელებს. „ვილიარეალმა“ შეთანხმებას მიაღწია ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ლიონთან“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთნ დაკავშრებით. ქართველი ფორვარდი ჩვენი გუნდის ღრსებას მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში, 2031 წლის ივნისამდე დაიცავს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჟორჟ“, – წერია „ვილიარეალის“ განცხადებაში. „ვილიარეალმა“ ლა ლიგის ახალ სეზონში სამიდან ორი თამში მოიგო, ერთი...









