საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა ბულგარეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს: ვილი სანიოლი: „აქამდე ვერ გავიგე, რააო, გამაძევეს. თამაშის დროს მეოთხე მსაჯისთვის კითხვების დასმა გიწევს, პასუხად კი ისმის – „დამშვიდდი“. სამწუხაროდ, ასეთ დროს ღიზიანდები და ალბათ ეს იყო მიზეზი. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, რატომ გამაძევეს. თურქეთთან შეხვედრაში მეხუთე ცვლილების...
წელი: 2025
ამერიკაში უიმბლდონის ფინალი მეორდება
ამერიკის ღია პირველობაზე კაცთა შორის უიმბლდონის ფინალი განმეორდება. ეს გასაკვირიც არ არის – წელს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი ყველაფერს რიგრიგობით იგებენ. მეტიც, ავსტრალიის ფინალის გარდა, სხვა ფინალებშიც ერთმანეთს ხვდებიან. 22 წლის ესპანელმა ნახევარფინალში ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტივად, სამ სეტში დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:2. მატჩი ორ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. US...
პარი სენ ჟერმენი გაბრაზებულია
„პარი სენ ჟერმენს’’ სანაკრებო კვირეული ძვირი დაუჯდა. კლუბის ხელმძღვანელები გაბრაზებულები არიან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მწვრთნელი ლუის ენრიკე ესპანეთში წასულა, სადაც ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. დღეს მან ოპერაცია უნდა გაიკეთოს. „პარიზიენი’’ წერს, რომ მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. გაზეთმა დაადგინა, რომ პსჟ-ს მწვრთნელთა შტაბის ერთ-ერთი წევრი ლუის ენრიკეს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ძალიან განიცდის...
ლუის ენრიკე საოპერაციოა
„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი ლუის ენრიკე მშობლიურ ესპანეთში ველოსიპედიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. ადგილზე მას სასწრაფო დახმარება გაუწიეს, ახლა კი ოპერაცია სჭირდება. ეს ინფორმაცია X პლატფორმაზე პარიზულმა კლუბმა გაავრცელა. „პსჟ-ს სურს ლუის ენრიკეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. უახლოეს მომავალში კლუბი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს’’, ― დასძინა პარიზელთა პრეს-ცენტრმა. ცნობილია, რომ პრეზიდენტი ნასერ...
ტოპ 14 და უპრეცედენტო ქართველობა
შაბათს, 6 სექტემბერს, სტარტს აიღებს ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შიდა სარაგბო ჩემპიონატი. ტოპ 14-ს ამ სტატუსს ის ფაქტი ანიჭებს, რომ ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასს ბოლო რამდენიმე წელია, სწორედ ფრანგული კლუბები იგებენ, თანაც ამ ტურნირის მონაწილე კლუბების ღირსებას არა მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების წევრები იცავენ, არამედ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მოქმედი წევრების გამოკლებით, მსოფლიო უკაშკაშესი...
ესპანეთმა, შემდეგს უკეთ ვითამაშებო
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ თურქეთთან 2:3 წააგო, ესპანეთმა ბულგარეთს სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრაში, რომელიც სოფიაში ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. სხვა სიტყვებით, „ლა როხას’’ 38-ე წუთზე საქმე უკვე მომთავრებული ჰქონდა. მე-5 წუთზე ანგარიში მიკელ ოიარზაბალმა გახსნა, 30-ზე მარკ კუკურეიამ მეორე შეაგდო, ხოლო 38-ზე მიკელ...
საფონოვი: ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ
„პარი სენ ჟერმენის’’ რუსი მეკარე მატვეი საფონოვი, რომელიც ერთი შეხედვით სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ისე დაეჩვია, რომ არც კი აპროტესტებს, „პარიზიენის’’ თქმით სიტყვაძუნწი კაცია. ის პარიზში „კრასნოდარიდან’’ ერთი წლის წინ გადავიდა. სანაკრებო კვირაში საფონოვმა პსჟ-ში თავის პოზიციაზე ილაპარაკა. მან გასულ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა. საფრანგეთის თასზე მეთექვსმეტედფინალის გარდა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საფონოვმა ერთხელ ჩემპიონთა ლიგაშიც...
საქართველო დიდი ანგარიშით წაგებას გადარჩა
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრება საქართველოს ნაკრებმა შინ წაგებით დაიწყო, თურქეთის ეროვნული გუნდი კი პირიქით, სტუმრად მოპოვებული სამი ქულით გათამამებული რიხიანად გააგრძელებს ბრძოლას. მატჩი, რომელსაც 52-ე წუთისთვის სტუმრები 3:0-ს იგებდნენ, 3:2 დასრულდა. ანგარიში მერთ მულდურმა მე-3 წუთზე გახსნა. 41-ე წუთზე ქერემ არკთურქოღლუმ მეორე შეაგდო და მანვე შესვენების შემდეგ, 52-ე წუთზე, ანგარიში გამანადგურებელს დაამსგავსა, მაგრამ...
საქართველოს იმედი საბერძნეთია
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩი ბოსნიასთან 76:84 წააგო და ფლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია და საბერძნეთის იმედად ვართ, რომელმაც ესპანეთს უნდა მოუგოს. ამ შემთხვევაში ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი თბილისის ნაცვლად რიგაში გაფრინდება. ძალიან ცუდი დასაწყისი გვქონდა. მეტოქე ყველაფერში გვჯობდა და ტაიმი 35:47 წავაგეთ. მესამე მეოთხედის დასაწყისი ყველაზე ცუდი იყო: ბოსნიამ...
მოურინიუმ სტამბოლიდან თან წაიღო… 15 მილიონი
ჟოზე მოურინიუ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. პორტუგალიელი ავარჯიშებდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა „პორტუ’’, „ჩელსი’’, „რეალი’’, „მანჩესტერ იუნაიტედი’’ და ბოლოს „ფენერბაჰჩე’’. ბოლოს ის სწორედ სტამბოლში, „ფენერბაჰჩეში’’ მუშაობდა. თურქულმა კლუბმა გაავრცელა განცხადება მოურინიუს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განცხადებაში შაბლონური ტექსტი წერია: „ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ, რომელიც თავის მოვალეობას 2024-25 წლების სეზონის შემდეგ ასრულებდა,...









