უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ისრაელმა იტალიას უმასპენძლა და 4:5 წააგო. თამაშის ბედი სანდრო ტონალიმ 90+1 წუთზე გადაწყვიტა. ეს იყო ნამდვილი ტრილერი, რომლის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა: მე-16 წუთზე მანუელ ლოკატელიმ თავის კარში შეაგდო, მე-40 წუთზე კინმა გაათანაბრა. შესვენების შემდეგ დორ პერეცმა ისევ ისრაელი გაიყვანა წინ. ორ წუთში კვლავ კინმა გაქვითა, ამ გოლიდან 6 წუთში კი მატეო...
წელი: 2025
დაჩის ზღაპარი
საფრანგეთში სტარტი რაგბის ჩემპიონატის მთავარმა ლიგა ტოპ 14-მა აიღო. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის კლუბებში 50-მდე ქართველი ირიცხება და ცხადია, ჩვენი ყურადღების ცენტრშიც ისინი იქნებიან. პარალელურად, უფრო მრავალქართველიან პრო დ2-ში უწარმატებულესი პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურიც შედგა. ტოპ 14 სეზონის სტარტი ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ბორჯღალოსან ბურჯ გიორგი ახალაძეს გამოუვიდა. მისმა „კლერმონმა“ შინ „ტულუზს“...
ალკარასი ბორგის გვერდით
სინერი, ალკარასი, სინერი, ალკარასი – ამ თანმიმდევრობით გაიყვეს ჩოგბურთელებმა დიდი სლემის წლევანდელი ტიტულები. წლეულს მათი მეტოქეობაც თვალსაშინო იყო: ოთხიდან სამის ფინალში ერთმანეთის წინაშე წარსდნენ. ბოლო აკორდი კარლიტოსი გამოდგა, ვინაც ამერიკის ღია პირველობაზე თასთან ერთად იტალიელს რეიტინგის პირველი ნომრობაც ჩამოართვა. 22 წლის ესპანელმა ოთხ სეტში მოიგო – 6:2; 3:6; 6:1; 6:4 და დიდი სლემის გათამაშება კარიერაში...
დე ლა ფუენტე: მთავარია ქედმაღლობა და ამპარტავნება არ შემოგვეჩვიოს
ესპანეთის ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი მისავე მოედანზე 6:0 გაანადგურა. ქალაქ ქონიაში „ბიუქშეჰირ ბელედიეზე’’ გამართულ შეხვედრაში გოლები გაიტანეს პედრიმ (6-ე და 62-ე წთ), მიკელ მერინომ (22, 45+1, 57) და ფერან ტორესმა (53). მატჩის შემდეგ „ლა როხას’’ მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ შეხვედრა ასე შეაფასა: …თქვენ ახლა ელაპარაკებით მწვრთნელს, რომელიც თავისი ფეხბურთელებით, თავისი გუნდით ამაყობს. ვამაყობ, რომ...
ილიან ილიევი: ქართველები ნერვიულობდნენ, ჩვენ კი ვერ ვისარგებლეთ
„საქართველო ესპანეთი არ არის, მაგრამ ბულგარეთმა ისევ წააგო’’ ― ასეთი სათაური ჰქონდა სპორტული საიტის dsport-ის წერილს და ზოგადად ბულგარული პრესის განწყობაც ეს არის: ის თბილისში 0:3 დამარცხების მიზეზად უპირველეს ყოვლისა თავიანთ შეცდომებს ასახელებს. „ანტვერპენის’’ 20 წლის ცენტრალურ მცველს როსენ ბოჟინოვს ამ დღეს ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მანამდე ის ერთხელ იყო ნაკრების შემადგენლობაში შეცვლაზე...
საბალენკამ ამერიკის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო
US OPEN-ის ფინალში არინა საბალენკამ ამანდა ანისიმოვა ორ სეტში, 6:3; 7:6 დაამარცხა – ბელარუსმა ჩოგბურთელმა ამერიკაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა, სულ კი, მისი მონაგარი ოთხი დიდი სლემის ტიტულია. საერთო ჯამში საბალენკამ ტიტული დამაჯერებელად მოიგო და ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ანისიმოვა კი, ზედიზედ მეორედ გავიდა დიდი სლემის ფინალში და მეორედ წააგო – წინა უიმლბდონი იყო....
სენსაცია: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა და ევროპის ჩემპიონის ესპანეთის შემდეგ, ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთიც დაამარცხა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა, თორნიკე შენგელიასა და კამარ ბოლდუინის ლიდერობით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ჩვენმა ნაკრებმა საჭირო გაქცევა მოაწყო და მატჩი 10 ქულით, 80:70 მოიგო. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ფინეთს...
სამი გოლი და სამი კაპიტანი
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. თურქეთთან მატჩის შემდეგ, დღევანდელი შედეგი უმნიშვნელოვანესი იყო და ჩვენმა გუნდმაც პირველი 3 ქულა მოიპოვა მიმდინარე შესარჩევ ტურნირში. ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გაზარდა. გაგნიძისთვის ეს ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გახლდათ. 65-ე...
მიქაუტაძის ჩინებული სტარტი ვილიარეალში
ესპანური „ვილიარეალის’’ ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა ― „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ერთბაშად ამდენი ფეხბურთელი ნაკრებებში არასდროს მიუვლენია. ამ სანაკრებო კვირეულში ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ გუნდში „ყვითლების’’ 11 მოთამაშე გაემგზავრა, რითაც მოიხსნა 2011 წლის მაისის რეკორდი. მაშინ „ვილიარეალიდან’’ 10 ფეხბურთელი იყო გამოძახებული. ჯერ 2011 წლის ხალხი ჩამოვთვალოთ: ბრუნო სორიანო, ბორხა ვალერო, ხოან კაპდევილა, სანტი კასროლა...
დემბელე და დუე 4-6 კვირას გამოტოვებენ
„პარი სენ ჟერმენსა’’ და საფრანგეთის ნაკრებს შორის ურთიერთობა იძაბება. პარიზელთათვის „ლურჯერიბს’’ უკრაინასთან 2:0 გამარჯვება ოსმან დემბელეს მარჯვენა ფეხის ორთავა კუნთისა და დეზირე დუეს მარჯვენა კოჭის ტრავმებმა გადაფარა. დემბელე გუნდს სავარაუდოდ ექვსი, ხოლო დუე ოთხი კვირით დააკლდება. ორი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა ცუდ დროს დაემთხვა, რადგან იწყება ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება და ჯგუფურ ეტაპზე თითოეულს ქულას საგანგებო...









