ესპანეთის ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი მისავე მოედანზე 6:0 გაანადგურა. ქალაქ ქონიაში „ბიუქშეჰირ ბელედიეზე’’ გამართულ შეხვედრაში გოლები გაიტანეს პედრიმ (6-ე და 62-ე წთ), მიკელ მერინომ (22, 45+1, 57) და ფერან ტორესმა (53). მატჩის შემდეგ „ლა როხას’’ მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ შეხვედრა ასე შეაფასა:
…თქვენ ახლა ელაპარაკებით მწვრთნელს, რომელიც თავისი ფეხბურთელებით, თავისი გუნდით ამაყობს. ვამაყობ, რომ ესპანეთს წარმოვადგენ და ვხედავ დღითიდღე როგორ იზრდება ჩვენი ნაკრები…
…მე მყავს გუნდი, რომელთანაც ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო. ფეხბურთელებს ყველაფერი სწორად ესმით. ხუთშაბათს ბულგარეთთან თამაშით უკმაყოფილო დავრჩით. იმავე შეცდომების გამეორება აღარ გვინდოდა. გვსურდა გვენახა გუნდი, რომლის მოთამაშეები არ იღლებიან და მუშაობენ, რათა განვითარდნენ. ახლა ის, რაც ბულგარეთთან არ მოგვეწონა გამოსწორდა და უკვე დროა ყოველ მომდევნო შეხვედრაში წინასთან შედარებით ცოტათი მაინც უკეთესები ვიყოთ. მომავალ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ…
…მორატამ სამკლავური როდრის გადასცა. ის სამაგალითო ადამიანია. ალვაროზე ლაპარაკით არასდროს დავიღლები. ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ასეთი კაპიტანი ჰყავდა. სამკლავურის როდრისთვის გადაცემა მისი იდეა იყო და ეს საქციელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა ღირსეული პიროვნებაა…
…ჩვენ ფანტასტიკური ფეხბურთელები გვყავს. ერთ-ერთი მათგანია მიკელ მერინო. ის ყველაფერს კარგად აკეთებს, მსოფლიო კლასის მოთამაშეა. სამწუხაროდ, ესპანეთში მას ჯეროვნად არ აფასებენ. არადა, ფეხბურთს მისნაირი მოკრძალებული ადამიანები ავვითარებენ…
…ჩემს გუნდს ისეთ დონემდე შეუძლია განვითარება, რომელსაც მე თავადაც ვერ წარმოვიდგენ. ამ ფეხბურთელებს ბავშვობიდან არ შეუწყვეტიათ ზრდა. მათ საოცარი გენი აქვთ, სულ შეჯიბრება და წინ წასვლა სწყურიათ…
…ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს წარმატება ხელიდან არ გაგვისხლტეს. დიახ, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ისინი საუცხოო ადამიანებიც არიან და იმედი მაქვს, რომ ამპარტავნებისა და ქედმაღლობის გამო წარმატებას ხელიდან არ გაუშვებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
