სინერი, ალკარასი, სინერი, ალკარასი – ამ თანმიმდევრობით გაიყვეს ჩოგბურთელებმა დიდი სლემის წლევანდელი ტიტულები. წლეულს მათი მეტოქეობაც თვალსაშინო იყო: ოთხიდან სამის ფინალში ერთმანეთის წინაშე წარსდნენ. ბოლო აკორდი კარლიტოსი გამოდგა, ვინაც ამერიკის ღია პირველობაზე თასთან ერთად იტალიელს რეიტინგის პირველი ნომრობაც ჩამოართვა.
22 წლის ესპანელმა ოთხ სეტში მოიგო – 6:2; 3:6; 6:1; 6:4 და დიდი სლემის გათამაშება კარიერაში მეექვსედ მოიგო. ამ მაჩვენებლით ალკარასილეგენდარულ შვედ ბიონ ბორგს გაუთანაბრდა.
ფინალი ორ საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში კარლიტომ მეტოქეს პირველი და მეშვიდე გეიმები წაართვა და მარტივად მოიგო; მეორეში სინერის დრო დადგა – იტალიელმა სეტის ერთადერთი ბრეიკი მეოთხე გეიმში გაახერხა და 6:3 იმარჯვა; მესამე ალკარასმა პირწმინდა მოიგო – ორი ბრეიკით 5:0 დაწინაურდა, რის შემდეგ სეტის წაღება პრობლემა არ ყოფილა; ანგარიშით ყველაზე დაძაბული მეოთხე გამოდგა, რომლის ბედიც ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ალკარასმა მეხუთე გეიმში გაახერხა და ტიტულიც წაიღო. უნდა ვთქვათ, რომ მარტივად…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 21:36მოქმედი ვიცე გახდა…
