ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა – მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანს ვეღარ დაუბრუნდება. ნაკლებ კატეგორიულები რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ: ქართველი ვარსკვლავის გამოჯანმრთელებას მინიმუმ 6-7 თვე დასჭირდება. „ეკიპმა“ ტრავმის შესახებ „სტრასბურის“ ყოფილ ექიმს ფრანსუა პიეტრას ჰკითხა. „ყველა ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესი ინდივიდუალურია, მაგრამ ჯამში ის მაინც დაახლოებით ერთსა და იმავე დროის ჩარჩოებში...
ჭდე: ფეხბურთი
რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
ჩემპიონთა ლიგის ახლანდელი ფორმატი უეფამ 2024-25 წლების სეზონში შემოიღო. იდეა ასეთი იყო: მეტი გუნდი, მეტი თამაში, მეტი გოლი. და გულშემატკივარმა ეს ყველაფერი მართლა იხილა. განსაკუთრებით მეტი გოლი. BBC-ს ჟურნალისტი ალექს ბროზერტონი წერს, რომ გასული ორი სეზონის განმავლობაში შედეგიანობა მართლაც ძალიან გაიზარდა, წლევანდელ გათამაშებაში კი კიდევ უფრო მეტი გოლი გადის. სადღეისოდ გუნდებმა 187 გოლი გაიტანეს რაც...
ჟორჟი ლივერპულის წინააღმდეგ
AS: მან ვან დაიკის პირველი შეცდომა ვერ გამოყენა, მაგრამ ცენტრალური მცველის მეორე საჩუქარი გოლად გადააქცია. ქართველმა მშვენივრად დაასრულა ეპიზოდი. ის ხაზებს შორის ბრწყინვალედ მოძრაობდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე მხრივ, მან შესვენების წინ დაკარგა ბურთი, რის წყალობითაც „ლივერპულმა“ ანგარიში გაათანაბრა. ასე შეაფასა „ლივერპულისა“ და „ვილიარეალის“ შეხვედრაში ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. მატჩი რომელიც „ენფილდზე“ გაიმართა...
კვარას ძელი და შავი სამუშაო
უჩვეულო მატჩი გაიმართა „პარკ დე პრენსზე“, რომელშიც პსჟ-მ „ბარსელონას“ 4:2 მოუგო. ერთი მხრივ შედგა შესანიშნავი სანახაობა, მეორე მხრივ კი პარიზელთაგან ოსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და მარკინიოსმა, ბარსელონალთაგან კი დანი ოლმომ მოედანი ტრავმების გამო დატოვეს. პარიზელებმა ბოლოხანს განსაკუთრებით ნაქებ „ბლაუგრანას“ აჯობეს. ახლა მათ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში სამი შეხვედრიდან სამი მოგება აქვთ. სტუმრებმა დეზირე დუესა და...
footmercato: შიშობენ, ჯვარედინი მყესები არ იყოს
„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე, სანახაობრივ შეხვედრაში „ბარსელონას“ 4:2 მოუგო – ეს იყო მორიგი საუცხოო საღამო „პარკ დე პრენსზე“, რომელსაც… დიდი ჩრდილიც მიადგა და ეს ჩრდილი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. footmercato-ს თქმით შესაძლოა საქმე სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს. პორტალი შეგვახსენებს, რომ ქართველმა სეზონი ცუდად დაიწყო, რის გამოც მას სურდა „ბლაუგრანასთან“ თამაში საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად გამოეყენებინა. ის...
ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
„პარი სენ ჟერმენთან“ თამაშის წინ პრეს-კონფერენცია გამართა „ბარსელონას“ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელმაც ახსნა, თუ როგორ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის ძლევას. „მინდა ვითამაშოთ საკუთარი თავის რწმენით, უშიშრად და თანმიმდევრულად. ჩვენს წინააღმდეგ იდგება ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდი. ეს თავის გამოჩენის დიდებული შესაძლებლობაა. ამ შეხვედრის ბედს დიდწილად ნახევარდაცვა გადაწყვეტს. ორივე გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუ...
უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
იმსახურებს ხვიჩა კვარაცხელია დღეს, სამშაბათს, 20 ოქტომბერს „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ყოფნას? – ეს შეკითხვა საფრანგეთში თუ მის გარეთ ბევრს გაუჩნდა, მათ შორის პორტალ footmercato-ს რომელმაც საგანგებო წერილი დაწერა და ამ წერილს ქვემოთ გთავაზობთ. „მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის ასეთი თამაში საკმარისი არ არის“, – ასე დაწერა ხსენებულმა საიტმა „სტრასბურსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის შაბათს გამართული...
იამალი: პარიზო, მოვდივარ!
ლამინ იამალმა „პარი სენ ჟერმენის“ დათრგუნვის კამპანია მოედანზე გასვლამდე დაიწყო –დღეს „პარკ დე პრენსზე“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მესამე ტურის მატჩში პსჟ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ესპანეთის ჩემპიონები საფრანგეთის დედაქალაქს ორშაბათს გაემგზავრნენ. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მზის სათვალით, ტყავის ქურთუკითა და ჰალსტუხით მოკაზმულმა იამალმა თავისი ფრანგი თანაგუნდელის ჟიულ კუნდეს Snapchat-ზე დაპოსტა ვიდეო, სადაც ამბობს: Paris, here I come! (პარიზო,...
ბარკოლა: პრემიერლიგა ტაქტიკურად გაცილებით მარტივია
„პარი სენ ჟერმენიდან“ „ლივერპულში“ გადასული ბრედლი ბარკოლა ჯერ ახალ გუნდთან შეგუების პროცესშია. 24 წლის ფრანგში ინგლისურმა კლუბმა 140 მილიონი ევრო გადაიხადა. „ენფილდზე“ გადაბარგების შემდეგ ბარკოლამ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. წითელი მაისურით თავისი პირველი გოლი მან ჩემპიონთა ლიგაში ლასკ-ის კარში შეაგდო. ის შეხვედრა მერსისაიდელებმა 6:3 მოიგეს და ექვსიდან სამი სწორედ ბარკოლამ გაიტანა. როგორც გაირკვა ეს იყო...
სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ესპანეთში გასული კვირა დაძაბული გამოდგა. „რეალი“ და ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ტებასმა მადრიდელთა საკლუბო ტელეარხი ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტულ საშუალებებს შეადარა. არც „რეალმა“ დაიხია უკან. კლუბი როგორც თავის ტელეარხს ასევე მისი გავლენის ქვეშ მყოფ სხვა მედია-საშუალებებს მსაჯობის კრიტიკას სთხოვს. მადრიდელთა მხრიდან კვლავ არ წყდება ლაპარაკი ნეგრერიას...









