… მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“ წააგო, ამჯერად კი „ტორპედოს“ უგოლოდ დაშორდა. ამასობაში „დილამ“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, ამჯერად „გაგრასთან“ და…
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლიდერმა „დილამ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ამით უშუალო მდევარმა „იბერიამ“ ვერ ისარგებლა და სულაც შინ წააგო „კოლხეთთან“ (0:2). მართალია „კოლხეთი“ ზოგადად სახელიანი კლუბია, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე ჩვენს თვალწინ საკმაოდ კარგი გუნდი ყალიბდება. მათმა ახალმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი ამ თანამდებობაზე პირველად გაიმარჯვა. ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ კი ხუთწუთიან მონაკვეთში…
წყალტუბოს ,,სამგურალის” მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პაკლონსკი დაინიშნა. პაკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,დნიპრო 2″- ში დაიწყო. 2017-2019 წლებში იგი ,,დნიპროს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო. 2019 წელს ,,დნიპრო 1″-ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. 2020-2021 წლებში ,,ნიკოპოლს” ხელმძღვანელობდა. ბოლოს კი უკრაინულ ,,ვპკ-აგროს” თავკაცად მუშაობდა. წყალტუბოს ,,სამგურალში” ოლექსანდ პაკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს,…
მე-13 ტურში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სატურნირო ცხრილს სათავეში „სამგურალი“ ჩაუდგა… საქმე ის არის, რომ წყალტუბოელებმა „დინამოს“ მოუგეს (2:1) და ეს მატჩი ნახევარი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე სამტრედიაში, სადაც „ბათუმმაც“ ამავე ანგარიშით იმარჯვა მასპინძლებთან, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ახლა „ბათუმს“ და „სამგურალს“ 28-28 ქულა მოუგროვდათ და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერები ისევ…
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შემდეგ ორი გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლო ტურში „სამტრედია“ მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, კლუბი ხელმძღვანელობამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კახა ჩხეტიანი პოსტიდან გაათავისუფლა. „ტორპედო“ მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება „ტორპედოს“ ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია“, – წერია სიტყვა-სიტყვით ქუთაისის „ტორპედოს“ პრეს…
გადაიარა სანაკრებო ციებ-ცხელებამ და ისევ ეროვნული ჩემპიონატის დრო დადგა. ნანაკრებევს მე-17 ტური გაიმართა. მეტი ამბიცია „სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო (2:1) და ეს აღარავის გაკვირვებია. წყალტუბოელები მეორე წელიწადია ელიტაში არიან და „დინამოს“ ისინი ჯერ ვერ დაუმარცხებია. ამას უხერხული მეტოქეობაც აღარ ჰქვია. წყალტუბოელებმა მიჯრით მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (7 მოგება, 3 ფრე), „დინამოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალეს და პირველად…
ქუთაისის „ტორპედოს“ ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავს. კახა ჩხეტიანი დაბრუნდა გუნდში. მესამედ დაინიშნა ქუთაისელთა თავკაცად. 2017 წელს ჩხეტიანის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მეორე წელს ევროტურნირებზეც ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშა, ევროპა ლიგის ორი ეტაპი გადალახა და მერე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ წააგო. „ტორპედომ“ თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. ჩხეტიანი შარშანაც წვრთნიდა „ტორპედოს“, ოღონდ რამდენიმე თვით. შემდეგ იგი გია ცეცაძით…
32-ე ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში საგრძნობი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა, „დინამომ“ და „ბათუმმა,“ ერთნაირი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვეს და მათ შორის ქულათა სხვაობა ისევ ოთხია ზღვისპირელთა სასარგებლოდ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმელები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ჩემპიონობას. სეზონის დამთავრებამდე ხომ სულ რაღაც ოთხი ტური დარჩა. „დინამომ“ კვირას უმასპინძლა „თელავს“ და დამაჯერებლად მოიგო. ზორან…
კახა ცხადაძე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დამარცხდა. ეს ცხადაძის მეოთხე მატჩი გახლდათ ამ პოსტზე, საიდანაც დინამოელებმა ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავერეს და ერთი წააგეს. გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, რადგან წინა დღეს „ბათუმმა“ ქუთაისში, „ტორპედოსთან“ წაიფორხილა. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. შეიძლება შედეგზე სტუმართა სწრაფმა გოლებმაც იმოქმედა, „სამგურალი“ მე-17 წუთზე უკვე 2:0 იგებდა… საერთოდ,…
მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ. „დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც…
ფარერულ „კლაკსვიკთან“ 1:6 წაგების შემდეგ „დინამოს“ ხელმძღვანელობა ჩისკო მუნიოსს მაინც ენდობოდა და მასთან თანამშრომლობას 3-4 წლით აპირებდა. ამას ღიად აცხადებდა კიდეც. თუმცა, ესპანელი გუნდიდან მაინც წავიდა და წავიდა ისევ ჩემპიონად. ჩისკო, ალბათ, ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში, რომელიც ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონების შემდეგ ორჯერ წავიდა გუნდიდან. ჩისკო „დინამოს“ წინა სეზონში წვრთნიდა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩისკო…
მეზარება, ძალიან მეზარება „დინამოზე“ წერა. განა ზოგადად წერა მეზარება, ეგ არის ჩემი საქმე, უბრალოდ არაფერი მგონია იმაზე მოსაბეზრებელი, ვიდრე წლიდან წლამდე ერთი და იგივეს გამეორება. აი, როგორ არის, იცით? ბარტ სიმპსონს რომ ავალებს მასწავლებელი ერთი ფრაზის ასჯერ გამოწერას… მაგალითად: ფეხბურთელებს უგულოდ არ უთამაშიათ – ეს ფრაზა კახა ჩხეტიანმა თქვა 2 დღის წინ, „ტირანასთან“ წაგების შემდეგ….
გია ნემსაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ახლა კი, ცდილობს დაამტკიცოს, რომ მწვრთნელობაც კარგად შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, მისი „დილა“ ერთპიროვნული ლიდერია და კერკეტ „მერანთან“ ოთხი გოლის გატანაც ხუმრობა არ არის. საინტერესოა, რომ ნემსაძის ოპონენტი ამჯერად გიორგი დარასელია გახლდათ, რომელთანაც შიდაქართლური კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია დაკავშირებული. შესანიშნავ ფორმაშია გორელთა უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი. 5 ტურში…
ეროვნული ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც 4 ტურია გასული და თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივი“ ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა. შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი თბილისელთა მთავარ მწვრთნელად 30 მარტს დაინიშნა, მან ამ პოსტზე ლევან კორღალიძე შეცვალა. კორღალიძის თავკაცობით გაწვრთნილ „ლოკოს“ ორიდან ორი მოგება ჰქონდა, ხოლო ფრუიძის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი წააგო, ერთიც ფრედ…
109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით…
თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად ქუთაისელი კახა ჩხეტიანის მწვრთნელად დანიშვნაზე ლაპარაკი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმც ეს ყველაფერი ოფიციალურად მხოლოდ 23 დეკემბერს, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გამოაცხადა. „დინამომ“ და „ტორპედოში“ წარმატებულმა კახა ჩხეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს „დინამო არენას“ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთ ეს გვითხრეს: რომან ფიფია, დინამოს პრეზიდენტი კახა ჩხეტიანის აქ ყოფნით ძალიან ბედნიერები…
ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში ზამთრის ძილს მიეცა, ხოლო ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება 3 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის „დინამომ“ რომ დაიბრუნა, შეხსენება საჭირო არ არის. ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის მარტივი სეზონი ნამდვილად არ ყოფილა. დედაქალაქური კლუბი, თანამოსახელე ბათუმელებთან დიდ კონკურენციაში იყო და ერთი ხანობა 10 ქულითაც ჩამორჩებოდა. თბილისელებმა საბოლოოდ ეს სოლიდური სხვაობაც აღმოფხვრეს და ჩემპიონობაც დამსახურებულად იზეიმეს. მწვრთნელობა…
31-ე ტურში „დინამომ“ მოულოდნელად წააგო თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ და ლამის საჩემპიონო ქულები დაკარგა. „ბათუმმა“ გორში ვერ მოიგო, შედეგად ქუთაისელ ჭაბუკებთან გამარჯვებული „საბურთალო“ ისევ დაბრუნდა ტიტულისათვის ბრძოლაში. შეიძლება იფიქროთ, თბილისის დინამოელებმა შემთხვევით წააგეს, აბა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას როგორ დათმობდნენო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ რკინიგზელებმა თამაშით აჯობეს მეტოქეს და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში, რომელმაც ისინი ევროზონას…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes