პირველი კვლავ „დინამოა.“ დინამოელებმა საკმაოდ რთულ მატჩში დაამარცხეს სტუმრად „ტორპედო.“ ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გიორგი კუციამ გაიტანა. ეს საიუბილეო, მე-80 ქართული დერბი გახლდათ. აქედან, მტკვრისპირელებმა 42-ედ გამარჯვეს. 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17-ჯერ კი რიონისპირელებმა მოიგეს. აი, უშუალო კონკურენტ „ბათუმს“ კი მოულოდნელად მეზობელ „შუქურასთან“ გაუჭირდა. გახსოვთ ალბათ, წინა წრეში გეგუჩაძის შეგირდებმა ქობულეთელებს 8:1 მოუგეს. შესაძლოა, რევანშის...
ჭდე: გიორგი კუცია
სხვა დინამო
109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით...
109 დღე
კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი ეროვნული ლიგის გათამაშება, 109 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პირველი სათამაშო დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე. პირველმა მატჩმა დაადასტურა, რომ ეს პაუზა თბილისის დინამოელთათვის გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე საბურთალოელთათვის. ჩემპიონმა ყველა კომპონენტში...


