ელიგის ტურის ყველაზე „მყვირალა“ შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართა. „საბურთალომ“ და „ჩიხურამ,“ „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ ამასწინანდელი შედეგი გაიმეორეს, თბილისელებმა ზემოიმერლებს 8:2 მოუგეს… მაგრამ რა იყო ეს? ცხადია, რომ სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ, საჩხერელების საქმე ცუდად მიდის, მაგრამ ასეთი უსუსურობა თუ უყურადღებობა, მართლაც საოცარია. მათი მცველები და მეკარე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების დაშვებაში. იმაში, თუ როგორ არ უნდა...
ჭდე: სოსო ფრუიძე
მზიანი დილა
ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ...
ლოკომოტივის ჭია
თბილისის „ლოკომოტივმა“ სოსო ფრუიძე გაუშვა და 3 საათში გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილს ჩააბარა. მხარეებმა 3.5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიყვანს მოედანზე. გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „ზესტაფონს“ მან ეროვნული ლიგა მოიგო,...
ლოკომოტივი მწვრთნელებს იცვლის
ეროვნული ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც 4 ტურია გასული და თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივი“ ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა. შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი თბილისელთა მთავარ მწვრთნელად 30 მარტს დაინიშნა, მან ამ პოსტზე ლევან კორღალიძე შეცვალა. კორღალიძის თავკაცობით გაწვრთნილ „ლოკოს“ ორიდან ორი მოგება ჰქონდა, ხოლო ფრუიძის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი წააგო, ერთიც ფრედ...
აი, ამბავი: ჩიხურა ფრუიძის გარეშე
სოსო ფრუიძემ ჩიხურა დატოვა. ეს სენსაციური ამბავი დღეს გაცხადდა. გამოცდილმა სპეციალისტმა თითქმის 13 წელი იმუშავა საჩხრეში. მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი, სამჯერ იყო ქვეყნის თასის ფინალში და ერთხელაც გუნდი ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა. ფრუიძის ხელში „ჩიხურა“ ექვსჯერ გავიდა ევროტურნირებზე და ბოლო თამაშს თუ არ ჩავთვლით („აბერდინთან“ 0:5), დიდი ანგარიშით არ ჰქონდა წაგებული. ფრუიძის გუნდმა გამოთიშა თურქული „ბურსასფორი“...
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...
მიმინოს ფრთები ჯერ არ გაუშლია
დრო იყო, ჩვენი „დინამოს“ ძირითადი გუნდის ფეხბურთელს აზერბაიჯანულ კლუბთან მოედანზე გასვლას ვერ აკადრებდი. დღეს კი „გაბალასთან“ მოგებამ გამახარა. 2016-17 წლების სეზონში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ევრო თასების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, აზერბაიჯანული კლუბები კი ათ წელიწადზე მეტია გვიგებენ. მოდი და ეს პატარა გამარჯვება ნუ გაგახარებს. თანაც, ჩვენი სამი გუნდი ევრო საგზურებისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს…...
პატარა ლიგა დიდების თვალით
26.11.17 – ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ფანმა ეს ციფრები და თან, როინ კვასხვაძის ისტორიული ნახტომიც მოიხატა მკერდზე. ეს ერთმა ქომაგმა გააკეთა, მაგრამ ნათლად გამოხატა მთელი ქუთაისის მაჯისცემა – რაც ამ მატჩს წინ უძღოდა, რაც იმ ორი საათის განმავლობაში იყო და რაც მას შემდეგ ხდება… სასიხარულოა, რადგან თურმე ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა საქართველოს ჩემპიონატი. დონე დაეცა და...







