წყალტუბოს ,,სამგურალის” მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პაკლონსკი დაინიშნა. პაკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,დნიპრო 2″- ში დაიწყო. 2017-2019 წლებში იგი ,,დნიპროს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო. 2019 წელს ,,დნიპრო 1″-ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. 2020-2021 წლებში ,,ნიკოპოლს” ხელმძღვანელობდა. ბოლოს კი უკრაინულ ,,ვპკ-აგროს” თავკაცად მუშაობდა. წყალტუბოს ,,სამგურალში” ოლექსანდ პაკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს,...
