წყალტუბოს „სამგურალის“ მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი რუდოლფო ვანოლი დანიშნა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა. ვანოლის საფეხბურთო კარიერა „უდინეზესა“ და „ლეჩეში“ აქვს გატარებული – სერია A-ში 200-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია. იტალიელმა მწვრთნელობა 2001 წლიდან შვეიცარიულ „მენდრისიოში“ დაიწყო, შემდეგ კი „ლუგანოს“ ხელმძღვანელობდა. შვეიცარიაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ ვანოლი სამშობლოში დაბრუნდა...
ჭდე: მიხეილ აშვეთია
სალია და მისი რაზმი
ექვსი წელიწადია „ტორპედო“ თბილისში ვერ იგებს. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დაირღვა. ჭაბუკმა თბილისელებმა 16 წლისა და 193 დღის ვახო სალიას გოლით გაიმარჯვეს, რომელიც დავით პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც „დინამოს“ მაისურით გაუტანია. სალიამ ლამაზი თავური შეაგდო, შემდეგ ხარიხასაც მოარტყა ბურთი. თამაშის წინ ფავორიტად ტორპედოელები მიიჩნეოდნენ, რადგან სეზონის წინ სოლიდური შევსება...
პოკლონსკის ნაცვლად აშვეთია
წყალტუბოს „სამგურალის” უკრაინელ მთავარ მწვრთნელს ალექსანდრ პოკლონსკის კონტრაქტი დუსრულდა და კლუბმა მასთან თანამშრომლობის გაგრძლება აღარ ისურვა. მის ნაცვლად ახალი სეზონიდან წყალტუბოელებს მიხეილ აშვეთია გაწვრთნის, რომელიც აქამდე „სამგურალის” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 46 წლის აშვეთია პროლიცენზიის მფლობელია და სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს — წლების წინ მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი იყო. 2021 წლიდან ის გახლდათ „სამგურალის” მთავარი...
პოკლონსკი და გიგიაძე
წყალტუბოს ,,სამგურალის” მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პაკლონსკი დაინიშნა. პაკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,დნიპრო 2″- ში დაიწყო. 2017-2019 წლებში იგი ,,დნიპროს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო. 2019 წელს ,,დნიპრო 1″-ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. 2020-2021 წლებში ,,ნიკოპოლს” ხელმძღვანელობდა. ბოლოს კი უკრაინულ ,,ვპკ-აგროს” თავკაცად მუშაობდა. წყალტუბოს ,,სამგურალში” ოლექსანდ პაკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს,...
ახალი დირექტორი ახალი მწვრთნელით
წყალტუბოს „სამგურალი“ ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც ცნობილია, გუნდის მწვრთნელ გიორგი მიქაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი გიორგი მიქაძის ნაცვლად ახალი სეზონიდან გუნდს გიორგი ჭელიძე გაწვრთნის. ჭელიძე გასული სეზონის დასაწყოსში „თელავში“ მუშაობდა, საიდანაც სეზონის შუაში წამოვიდა, გასული ჩემპიონატის ბოლოს ის ბოლნისის „სიონში“ დაინიშნა, მაგრამ გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება ვერ მოახერხა. მთავარი მწვრთნელის...
33
საქართველოს ჩემპიონატის 33-ე სეზონი დაიწყო. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ტურნირს კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ჰქვია. 11 თებერვალს სფფ-ის აღმასკომმა ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა. ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში გასული სეზონების მსგავსად, შეჯიბრება ოთხ წრედ გაიმართება (შარშანდელისგან განსხვავებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორ წრედ ჩატარდა). თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი შეცვლის განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა...





