„ტორპედოში“ ალბანელი არდიტ ტოლი ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ უკრაინული “ვორსკლადან” შეუერთდა, სადაც 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა. ალბანელ საყრდებს კარიერის დიდი ნაწილი საბერძნეთში აქვს გატარებული, უთამაშია „ოლიმპიაკოსში“, „ჩანიაში“, „კისამიკოსში“ და „კალამატაში“. სამშობლოში იგი ალბანური „ტირანას“ ფეხბურთელი იყო, რომელიც 2020 წლის აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში „დინამოს“ შეხვდა და გათამაშებას გამოთიშა. ერთი მატჩი ალბანეთის...
ჭდე: ტირანა
ავტობულინგი
მეზარება, ძალიან მეზარება „დინამოზე“ წერა. განა ზოგადად წერა მეზარება, ეგ არის ჩემი საქმე, უბრალოდ არაფერი მგონია იმაზე მოსაბეზრებელი, ვიდრე წლიდან წლამდე ერთი და იგივეს გამეორება. აი, როგორ არის, იცით? ბარტ სიმპსონს რომ ავალებს მასწავლებელი ერთი ფრაზის ასჯერ გამოწერას… მაგალითად: ფეხბურთელებს უგულოდ არ უთამაშიათ – ეს ფრაზა კახა ჩხეტიანმა თქვა 2 დღის წინ, „ტირანასთან“ წაგების შემდეგ....
რატომ შემაჯავრეთ ფეხბურთი?
რა გითხრათ, რით გაგახაროთო?! ძაან მოძველდა, ისევე, როგორც ქართული ფეხბურთი. ბიჭებო, ქართულმა ფეხბურთმა ქარიან-წვიმიანი და უცხელისწყლო სტადიონები გამოიარა, მაგრამ არ გვრცხვენოდა. ჰო, მერე ცოტას ვალამაზებდით, მაგრამ ყურებად ღირდა… ახლა კი რა ხდება?! აგვიხსენით ვინმემ, სპორტის ამ სახეობას რა ჰქვია? კლუბმა საკუთარი უნიათობა და დახარჯული მილიონები უნდა გვაყვედროს?! ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო პროგრამა და ბიუჯეტის მილიონები?! თქვით,...
19-ში, დინამოზე
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მატჩის, თბილისის „დინამოსა“ და ალბანური „ტირანას“ ჩატარების თარიღი და დრო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 19 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს თბილისის ,,დინამო არენა” უმასპინძლებს. ქართულ-ალბანურ დაპირისპირება მაყურებლის გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში „დინამო“ სერბულ „ცრვენა ზვეზდასა“ და გიბრალტარის გუნდ „ევროპას“ შორის გამარჯვებულს თბილისში შეხვდება....
ნუღარ გაიხდით ლურჯ-თეთრს…
17 წლის წინ, ივლისში, თბილისის „დინამო“ აშკარა ფავორიტის რანგში ტირანას ესტუმრა. რატომ ფავორიტის რანგში? საქართველოს ჩემპიონებს პირველი მატჩი „დინამოს“ ცარიელ სტადიონზე 3:0 ჰქონდათ მოგებული. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ. ამათ შორის მოგებულს კი ავსტრიის „გრაცერთან“ უნდა ეთამაშა. მოგებულს რა, 99-პროცენტიანი ალბათობით, თბილისის „დინამოს“… მაგრამ მოხდა სასწაული – ივო შუშაკის გუნდმა ტირანაში, ძირითადი და...
დინამოს მეტოქეა ტირანა!
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისწყრა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს სახელს ჩემპიონი თბილისის „დინამო” დაიცავს. დინამოელებს წილისყრამ მეტოქედ ალბანური კლუბი „ტირანა” არგუნა. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ „დინამო” კენჭისყრაში მონაწილეობდა, როგორც განთესილი გუნდი. მისი მეტოქე ოთხიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო – ბრესტის „დინამო”, „რიგა”, „ტირანა“ ან „სილექსი”. მატჩი, რომლის თარიღი...





