ლივერპულმა სიცოცხლეშივე უკვდავყო სტივენ ჯერარდის სახელი და კლუბის ლეგენდარული ექსკაპიტანი ფეხბურთის ლეგენდის ტიტულით დააჯილდოვა. ,,მე,ასეთ წარმოუდგენელ მომენტზე ვერც ვიოცნებებდი,თუმც,ამ ჯილდოს დიდი სიამოვნებით ვიღებ”, – განაცხადა ჯერარდმა საზეიმო დაჯილდოებაზე. 2001 წელს სტივენ ჯერარდმა დიდი წვლილი შეიტანა სათასო ტრიპლეტის მოგებაში, 2005 ში კი, ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი სტამბოლური ფინალის ტრიუმფატორი გახდა.

ვითომ სიახლე? საქართველოს ნაკრები მეოთხე ლიგაში ითამაშებს!
სექტემბერში უეფამ საბოლოოდ დაამტკიცა ერთა ლიგის ფორმატი და რეგლამენტი. ახალი პროექტის პირველი მატჩი 2018 წლის 6 სექტემბერს გაიმართება. ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია, რომელმაც ბევრის აზრით, მოსაწყენი და უმოტივაციო ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. საიდუმლო არ არის, უკვე კარგა ხანია მოთამაშეები, მწვრთნელები და გულშემატკივრები სულ უფრო ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან მსგავს მატჩებს. ახალ შეჯიბრს კი სატურნირო მოტივაციაც ექნება, პლეი ოფების ხიბლიც და...

ტომი და ჯონი ბლექუოთერის ღელეზე
მატარებელი მატარებელი დაიძრა ლონდონ ბრიჯის სადგურიდან. არცერთ ვაგონში, არცერთ კუპეში არ იყო თავისუფალი ადგილი. ყველა ბილეთი ადრიდანვე იყო შეკვეთილი. ასობით მგზავრი დამჯდარიყო პირველი თუ მეორე კლასის ადგილებზე და არცერთმა მათგანმა არ იცოდა, საით მიდიოდა მატარებელი. ამის მიზეზი უბრალო გახლდათ: დრო და ადგილი იმ მოვლენისა, რომელსაც ეს ხალხი უნდა დასწრებოდა, გასაიდუმლოებული იყო. გასაიდუმლოებული კი იმიტომ იყო, რომ ამგვარი კრივი კანონებს მოეკლა,...

მეორედ წასვლა თუ მესამედ მოსვლა
მურტალო ჯერ არ მოკვდება. თუ მოკვდება და, საეჭვოა, არილინგტონის სასფლაოზე დაკრძალონ. იქ მხოლოდ ამერიკისთვის თავდადებული შვილები წვანან. და სად არის დიდ მოკრივეთა საფლავები? სად განისვენებეს ჯო ლუის ბოროუ, ანდა დიდი ჯეიმს ჯეფერსი? ამისას ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მოკრივეებს არ ერგებათ საფლავები გამოსაჩენ ადგილებში. ერთადერთი, რაც მოკრივეებს ერგებათ, კანასტოტას კრივის დიდების დარბაზია და იქაც ყველას არ შეესვლება. ამ ჩვენს მურტალოს –...

2. ხუან მანუელ ფანხიო
დაიბადა 1911 წლის 24 ივნისს ბალსარსაში (არგენტინა) ფორმულა 1-ში გამოდიოდა 1950-58 წლებში 1952 წელი გაუცდა უმძიმესი ავარიის გამო მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი: 1951, 1954, 1955, 1956, 1957 1950 და 1953 წლების ვიცე-ჩემპიონი 51 რბოლა, 24 მოგება, 35 პოდიუმი, 29 პოული, 23 უსწრაფესი წრე, 3 დიდი სლემი, 277,14 ქულა გუნდები: „ალფა რომეო“ (1950, 1951), „მაზერატი“ (1953, 1954, 1957, 1958), „მერსედესი“ (1954, 1955),...

1. ჯუზეპე ნინო ფარინა
დაიბადა 1906 წლის 30 ოქტომბერს ტურინში ფორმულა 1-ში ასპარეზობდა 1950-55 წლებში მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი 1952 წლის ვიცე-ჩემპიონი 1953 წლის მესამე პრიზიორი მოგებული აქვს 5 დიდი პრიზი: დიდი ბრიტანეთის, იტალიის, შვეიცარიის, ბელგიის და გერმანიის 33 რბოლა, 20 (5+9+6) პოდიუმი, 5 პოული, 5 უსწრაფესი წრე, 127, 33 ქულა გუნდები: „ალფა რომეო“ (1950-51), „ფერარი“ (1952-55) გარდაიცვალა 1966 წელს იტალიელი მრბოლი ჯუზეპე „ნინო“...

სარბიელი არის ეს!
ჰოლივუდური კლასიკაა: მთავარი გმირი უეცრად აღმოაჩენს, რომ აღარ არის ის, ვინც არის და მისი პიროვნება – ყველაფერი რაც მისია – სხვას ეკუთვნის. ჟანრის კანონების შესაბამისად, მთავარი გმირი ძიებას იწყებს და საიდუმლოსთვის ფარდის ახდას ცდილობს, ის კი – ვისაც სახელი და იერი აქვს მითვისებული, ფართოდ დახუჭული თვალებით ლამობს თავის მოჩვენებას, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ფინალი კი, როგორც წესი, ჰეფიენდურია და გმირი თავისას...

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ აბაიშვილის მილოცვა
„სარბიელი“ ბრუნდება – როცა ეს ამბავი შევიტყვე, რომ ვთქვა, ძალიან გამოხარდაო, ნიშნავს, რომ თითქმის არაფერი ვთქვა. სამწუხარო რეალობაა – დღეს ქართული სპორტული ჟურნალისტიკა ძალიან შორსაა მინიმალური საერთაშორისო სტანდარტებისგანაც კი. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დაშორიშორება დიდ წილად სწორედ „სარბიელის“ დახურვის ბრალია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე წლებში დაარსებული ეს სპორტული გაზეთი არა მხოლოდ სამაგალითო იყო, ქართული სპორტული მედიისთვის ერთგვარ საზომ ეტალონადაც...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გაიგე? ეს რა მომხდარა. რა მომხდარა? აი, მარადონას და კანიჯას გაპარვა გადაუწყვეტიათ? რა გაპარვა? ეგენი აწი ან კაიფში, ან ძილში თუ გაიპარებიან. არა კაცო. იპარებიანო, ოჯახი უნდა შევქმნათო. ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე? კანიჯას პასპორტის გამოცვლა უნდაო, კლაუდიო მერქვა და კლაუდია უნდა გავხდეო. ვაჰ, ის კლაუდიო აღარა ვარო? არაო? აბა ვინა ვარო? კლაუდია მარადონაო. და სად მიიპარებიან? კოჯორში სახლი ქონია...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გაიგე? რა? გაზა გამოწერილა. საიდან? ლოთობის გადამჩვევი ცენტრიდან. იქ რა უნდოდა? ლუდის სმას გადააჩვიეს. ლუდის სმას რა გადაჩვევა უნდა? ნდომებია, ხომ ხედავ? მაშინ, მთელი ჩვენი ქვეყანა იქ უნდა მოგვათავსონ, ეჰ, იტყვია რაღა. სად ჩვენ და სად ისინი. რა ამბავში? კაი ბიჭობის ამბავში. ჰო, მართალი ხარ, ჩვენი კაცობის უროვენი სხვაა. იმათ მარტო თამაში იციან. ჩვენ კიდევ გაგება გვაქვს. მა რა? ქალაქელი...
