ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოების ცერემონიალს და პარიზულ წითელ ხალიჩას კარგად იცნობს, კანის ფესტივალსა და მის წითელ ხალიჩაზე კი რა მოგახსენოთ. მართალია კანის ფესტივალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მთავარი გამბედაობაა: როდესაც „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს „ნეტფლიქსის’’ კამერების წინაშე დადგომა შესთავაზეს, ყოყმანი არ დაუწყია. „დემბუზმა’’ ფილმ Peaky Blinders-ის (ალესილი კეპები) რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ეს ფილმი გახლავთ...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
იულიანის ბიჭები…
გერმანიის ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ბუნდესგუნდი 27 მარტს სტუმრად ბაზელში შვეიცარიას შეხვდება, 30 მარტს კი შტუტგარტში განის ნაკრებს უმასპინძლებს. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა: ბუნდესგუნდში დებუტი ექნებათ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს – მეკარე იონას ურბიგს და 18 წლის ამომავალ ვარსკვლავ ლენარტ კარლს. მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი...
შანსი ჯერი კიდევ არის…
საქართველოს ნაკრემა თელავში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის პირველი მატჩი, ისრაელთან, 29:32 წააგო. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ანგარიში ლოგიკურია. ეს კი არა, ბოლო ხუთ წამში ჯერ ძელმა გვიხსნა, შემდეგ გიორგი ცხოვრებაძემ შეაგდო და საპასუხო თამაშის წინ შანსი დაგვიტოვა. თამაში არეულად დაიწყო, თუმცა ანგარიშის ისრაელის ნაკრები აკონტროლებდა. მხოლოდ მე-15 წუთზე მოვახერხეთ წინ გასვლა და ტაიმი 16:15...
ერთი დებიუტანტი
საქართელოს ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, კაუნასში კი ლიეტუასთან ითამაშებს. ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გრაცის „შტურმის“ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი. მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები გურამ კაშია...
სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს
სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად 20 წუთით დატოვეს, რაც კანონით (შეჯიბრების 82-ე და 84-ე პუნქტები)...
ლიგა დალაგდა
მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენის’’ მეტოქე იქნება „ლივერპული’’, რომელმაც სტამბოლში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 4:0. მართალია თავის გასამართლებლად სუსტი არგუმენტია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს ნაწილობრივ არც გაუმართლათ, რადგან მათი გუნდის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა მკლავი იტკინა და შესვენებისას იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. სამაგიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყოთ...
ბასილაშვილი ძირითადშია
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის 1 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საამისოდ ჩვენებურს საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწია. ბასილაშვილმა ნახევარფინალში მასპინძელი პატრიკ კიპსონი ორ სეტში დაამარცხა – 6:3: 6:1. თამაში სულ 56 წუთს გაგრძელდა. ჩვენიანმა კიდევ უფრო მარტივად მოიგო ფინალური მატჩი, სადაც იაპონელ შო შიმაბუკუროს 6:2; 6:1 მოიგო, მაგრამ გამარჯვებისთვის ექვსი წუთით მეტი დასჭირდა, ვიდრე...
მართალი ყოფილა მაროკო…
ორი თვე გავიდა მას მერე, რაც სენეგალმა აფრიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და… გამოცხადდა, რომ მას ტიტული ჩამოერთმევა. ამიერიდან ჩემპიონი მაროკოა. ასეთი უცნაური რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა’’ ვითარებაში გარკვევა სცადა. რა მოხდა? წაგებულმა მაროკომ ფინალი გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელობის აზრით სენეგალს გამარჯვება უნდა ჩამორთმეოდა, რადგან მისმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად მოედნიდან გაიყვანა. მატჩი...
კვარას დაუვიწყარი შეხვედრა
„საფეხბურთო ბრწყინვალებისა და სიკაშკაშის წუთებს დაფასება უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მწვერვალზე დაბრუნდა. მან „ბებერ კონტინენტზე’’ მოწინააღმდეგეების ჩაგვრა განაახლა. მან გაანადგურა „ჩელსი’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა, თან ისეთი სხვაობით, რომელიც პრემიერლიგაში შეშფოთებას იწვევს. „პარკ დე პრენსზე’’ გამართული შეხვედრის ბოლო და „სტემფორდ ბრიჯზე’’ გამართული შეხვედრის პირველი თხუთმეტი წუთი ინგლისური გუნდის რექვიემი იყო. ჯამში ექვსგოლიანი...
სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაქო მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ვალვერდეს ჰეთ-თრიქმა არ გამაკვირვა, მაგრამ მისი გოლები ძალიან მომეწონა. ისინი საოცარი იყო. მატჩის შემდეგ მივწერე: „სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს“, – თქვა კარლო ანჩელოტიმ. ვალვერდემ ამ სეზონში 40 საკლუბო მატჩი ჩაატარა,...









