კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
მამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა
ჩანაწერი

მამარდამ ეშხში შესული ბრაიტონი შეაკავა

„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „ბრაიტონთან’’ დამარცხდა – 1:2. Liverpool Echo წერს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა. ბრაიტონელებისგან ორივე გოლი, თითო ტაიმში თითო, დენი უელბეკმა გაიტანა, შუაში კი მილოშ კერკეზმა ანგარიში გაათანაბრა. ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერ მოხვდეს. მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს...

ხვიჩას უიღბლო დღე
ჩანაწერი

ხვიჩას უიღბლო დღე

„პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებული კვირა ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცას’’ 4:0 ძლევით დასრულდა. ასეთ შეხვედრებზე შეიძლება თქმა, რომ გამარჯვებულ გუნდს ოფლი არ გამოსვლია ― პარიზელები ცხრილის სათავეში დარჩნენ და მდევარ „ლანსს’’ ძველებურად ერთი ქულით უსწრებენ. ერთადერთი, რაზეც ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრაში გული დასწყდა ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობაა. პსჟ-ს ვარსკვლავს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხან...

ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]
ჩანაწერი

ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]

საფრანგეთი ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ „ანესს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა, მასპინძელთაგან ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. გოლის გარდა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

ლუის ენრიკე: ეს იქნება კლასიკა
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ეს იქნება კლასიკა

„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან’’ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ლიგა 1-ს უბრუნდება. დღეს, საქართველოს დროით კი უკვე ხვალ ანუ 24 საათზე პარიზელები სტუმრად ითამაშებენ „ნიცასთან’’. ისინი შეეცდებიან სანაკრებო კვირეულის წინ ცხრილის სათავეში განმტკიცდნენ. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა. – მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის „ლანსთან’’ გაქვთ თამაში. ხომ არ აპირებთ მისი გადადების თხოვნით მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციას?...

სამი ან ოთხი უკეთესი იქნებოდა
ჩანაწერი

სამი ან ოთხი უკეთესი იქნებოდა

AS: „მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი ან ოთხი უნდა გაეტანა. ის შეხვედრაში ძალიან ჩართული და საშიში იყო, მაგრამ სიზუსტე აკლდა’’. AS (სხვა წერილიდან): „მეორე ტაიმში პეპეს ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი სამჯერ აშკარად შეეძლო გოლი გატანა. მეტოქის კარის წინ ბევრი უზუსტობა რომ არ მოსვლოდა ქართველს გულშემატკივრები მოედნიდან ხელში აყვანილს გაიყვანდნენ’’. ტექნიკურად უფრო სწორად რომ...

მიქაუტაძის მეცხრე ესპანური… [VIDEO]
ჩანაწერი

მიქაუტაძის მეცხრე ესპანური… [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ და „სოსიედადს“ მასპინძლობს და პირველ ტაიმში 3:0 ამარცხებს. მასპინძელთაგან მეორე ბურთი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომლისთვას ეს ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი მეცხრე გოლია.

გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?
ჩანაწერი

გელაშვილი დაემატა, გოგლიჩიძე?

მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, შესაბამისად, მოახერხებს თუ არა თუ არა ქართველი მცველი სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, მისი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი დაემატა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს...

გიგაურის ბრინჯაო
ჩანაწერი

გიგაურის ბრინჯაო

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამიზე 11 ქართველი გავიდა,  მედალს კი ოდენ ერთი შეწვდა. კვარცხლბეკზე თორნიკე გიგაური (66 კგ.) შედგა. ჩვენებურმა უზბეკი აბდურაჰიმ ნუტფოლოევი, ყაზახი ალკიჟან ჟუბატკანოვი და რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა; ნახევარფინალში კი, აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან წააგო. მესამე ადგილისთვის ჩვენებურის მეტოქე პესტროს ხრსიტოდულიდესი იყო, რომელიც იპონით დაამარცხა. დანარჩენი მონაწილებიდან მედალთან ყველაზე ახლოს...

კვარა VS მამარდა ლიგაში…
ჩანაწერი

კვარა VS მამარდა ლიგაში…

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი, ტრავმის გამო, ბრაზილიის ნაკრების სიიდან ამოშალა. როგორც ირკვევა, ბრაზილიელი მეკარე დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ ორივე მეოთხედფინალურ მატჩში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ 8 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო 14-ში – „ენფილდზე“....

ახალგაზრდული სამი დებიუტანტით…
ჩანაწერი

ახალგაზრდული სამი დებიუტანტით…

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის ემზადება. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 27 მარტს ლატვიას უმასპინძლებენ, ხოლო 31 მარტს – მალტას. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 21-წლამდელების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა – სვანაძის რჩეულთა შორის სამი დებიუტანტია: ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი (ორივე „იბერია“)...