კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
გოგამ ბოლოს ითამაშა
ჩანაწერი

გოგამ ბოლოს ითამაშა

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შვიდმატჩიანი მეგობათა სერია ატლანტაში შეწყვიტა, სადაც „ჰოუკსთან“ 112:124 დამარცხდა. ფლორიდელთა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ჩვენებური მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შედეგად, გოგას სათამაშოდ 5:29 წუთი ერგო და ამ დროში 4 ქულა, 3 (სამივე მეტოქის ფარზე) მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. ბითაძემ სულ სამი ორქულიანი ისროლა და ორი ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნისას...

კაცი გამარჯვებულის მენტალიტეტით
ჩანაწერი

კაცი გამარჯვებულის მენტალიტეტით

„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის წინა საღამოს „პარი სენ ჟერმენის’’ ფორვარდმა ოსმან დემბელემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. პირველი თამაში პარიზში პსჟ-ს 5:2 აქვს მოგებული. – „რენთან’’ წაგების შემდეგ თქვენ თქვით, რომ ფეხბურთელი თავის თავზე კი არა, კლუბზე უნდა ფიქრობდეს. ამ სიტყვებს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ხომ არ ნანობთ? – საერთოდ არ ვნანობ. როგორც მაშინ...

მეცხრედ…
ჩანაწერი

მეცხრედ…

საქართველოს ნაკრები 2 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე რუმინეთის ეროვნულ გუნდთან. რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს – მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩამდე 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ...

მამუს რვა ლიდერთან
ჩანაწერი

მამუს რვა ლიდერთან

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ კონფერენციის ლიდერი „დეტროიტ პისტონსი“ 119:108 დაამარცხა და ფლეი ოფის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 14.52 წუთი გაატარა. ჩვენიანმა ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა,...

ჩელსის ვინჩიჩი კარგად ჰყვას დაცდილი
ჩანაწერი

ჩელსის ვინჩიჩი კარგად ჰყვას დაცდილი

„ჩელსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება. ეს ის არბიტრია, რომელმაც 29 იანვარს „პარკ დე პრენსზე’’ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა იმსაჯა „ნიუკასლის’’ წინააღმდეგ – 1:1. 46 წლის ვინჩიჩს ბედმა პსჟ-ს თამაშების გაძღოლა უკვე ხუთჯერ არგუნა. გასულ სეზონში მას მას ერგო პარიზელთა ორივე შეხვედრა „არსენალთან’’, როგორც ჯგუფურ ეტაპზე („არსელანმა’’...

პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება
ჩანაწერი

პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება

„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა – გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. სამი გიორგიდან „ტულუზთან’’ მოედანზე ორი ვიხილეთ: წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე, ხოლო აბუაშვილი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ქვილითაია განაცხადში არ...

იცნობდეთ: ბარსელონას ძველი პრეზიდენტი
ჩანაწერი

იცნობდეთ: ბარსელონას ძველი პრეზიდენტი

63 წლის კატალონიელი იურისტი  ჟოან ლაპირტა ი ესტრუჩი 2031 წლამდე „ბარსელონას’’ პრეზიდენტი იქნება. არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართა მას ხმა კლუბის წევრთა 68.18%-მა მისცა. მეორეზე გავიდა ვიქტორ ფონტი – 29.52%. ბიულეტენების გარკვეული ნაწილი „შემოუხაზავი’’ იყო. იმისათვის, რომ ლაპორტას პოპულარობაზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ახლანდელი არჩევნების შედეგები 2021 წლისას შევადაროთ. ხუთი წლის წინ ლაპორტამ ხმათა 54.28% მიიღო,...

საქართველომ ევროპა წააგო
ჩანაწერი

საქართველომ ევროპა წააგო

უამრავი შეცდომის გამო საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან 17:19 წააგო. პირველი ტაიმი საქართველომ 12:3 მოიგო, თუმც შესვენების შემდეგ მოედანზე თითქოს სხვა გუნდები იყვნენ. პორტუგალიელები უფრო სწრაფად ათამაშდნენ. სამი საჯარიმო და ერთი ლელო გაგვიტანეს. რაზეც მხოლოდ ერთი ლელოთი ვუპასუხეთ. ლობუშებს ოდნავ რომ გამართლებოდათ, უფრო დიდი სხვაობით მოიგებდნენ. პორტუგალიამ მეორედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონტი. საბოლოო...

კიტე-დუბლი [VIDEO]
ჩანაწერი

კიტე-დუბლი [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მე-12 გოლი გაიტანა – „შტურმი“ ვენის „აუსტრიას“ სტუმრად ეთამაშება – გრაცელები პირველი ტაიმის ბოლოს კიტეიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა. 12 გოლის გარდა, ავსტრიის ჩემპიონატში კიტეიშვილს 3 საგოლე გადაცემაც აქვს და ის ბომბარდირთა დავში პირველ ადგილზეა.

ალისონი ლივერპულმა კიდევ ერთი წლით დაიტოვა
ჩანაწერი

ალისონი ლივერპულმა კიდევ ერთი წლით დაიტოვა

„ლივერპულმა’’ ალისონის კონტრაქტის ის პუნქტი გაააქტიურა, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი მეკარე კიდევ ერთი წლით „ენფილდზე’’ დარჩება. ალისონმა ხელშეკრულება 2021 წელს გააფორმა და ინგლისური კლუბისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას მაშინ დათანხმდა. ერთხელაც გავიმეოროთ: „ლივერპულს’’ უფლება ჰქონდა გოლკიპერისთვის ცალმხრივად ერთი წლით გაეხანგრძლივებინა თანამშრომლობის ვადა. მერსისაიდელები ასე რომ არ მოქცეულიყვნენ ბრაზილიელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდებოდა. ეს ინფორმაცია ალისონის აგენტმა...