„რეალმა’’ „ელჩეს’’ 4:1 მოუგო. ეს იყო ულამაზესი გოლების მატჩი, რომელთაც ვიდეოში გთავაზობთ. მადრიდელები ლიდერ „ბარსას’’ მისდევენ, მეორე ადგილზე არიან. 28-ე ტურის შეხვედრის წინ მწვრთნელ ალვარო არბელოას ათი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. მათ რიცხვში იყვნენ წამყვანი მოთამაშეები კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ მილიტაო, რაულ ასენსიო და ფერლან მენდი. როგორც „მარკა’’ იტყობინება არბელოამ „ელჩესთან’’ შეხვედრის წინ ოთხ ავტორიტეტულ ფეხბურთელთან...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
სამი ირანელი ქალი შინ ბრუნდება
ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების სამმა წევრმა გადაიფიქრა ― მათ ავსტრალიაში დასარჩენად უკვე ჰქონდათ ჰუმანიტარული ვიზები, მაგრამ შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. ირანული დიასპორის ადამიანთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ლაპარაკია ზარა სოლთან მეშკეჰკარზე, მონა ჰამუდისა და ზარა სარბალიზე. შეგახსენებთ რა მოხდა: 2 მარტს ირანი სამხრეთ კორეას ხვდებოდა. ეს იყო ქალთა აზიის თასის მატჩი. შეჯიბრებას ავსტრალია მასპინძლობს....
ნატანჯი ფრე წვიმაში
AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე...
იქნება მამარდა vs კვარა?
„ლივერპულმა’’ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. ინგლისურ პრესასა და სოცმედიაში გამოითქვა აზრი, რომ მერსისაიდელები ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდნენ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს. თუ არნე სლოტის გუნდი მომდევნო კვირაში ერთგოლიან ჩამორჩენას დაძლევს, მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენსა’’ და „ჩელსის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პსჟ-სა და „ჩელსის’’ პირველი დაპირისპირება კი „პარკ...
რამ უკბინა კვარას თავმოყვარეობას?
„წაგება ჩემი ბრალია. ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ, ამის გაკეთება კი მწვრთნელის საქმეა. 3:3-თან მილიმეტრებში ვიყავით, მაგრამ რას იზამ. პრემიერლიგაში ბევრი ბარკოლა და კვარა არ არის; 2:2-მდეკი კარგად ვთამაშობდით’’, – თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ჩელსის’’ 5:2 ძლევის მერე ლონდონელთა მწვრთნელმა ლაიამ როსენიორმა, რომელიც მანამდე საფრანგეთში მუშაობდა, „სტრასბურს’’ ედგა სათავეში. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის...
კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ამის შემდეგ პარიზელებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივე კვარამ შექმნა – ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და პსჟ-მ 5:2 მოიგო.
ალ-ხელაიფი დოჰაში ჩარჩა
„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დღეს „პარკ დე პრენსზე’’ „ჩელსისთან’’ შეხვედრას ალბათ ვერ დაესწრება. ის დოჰაში ჩარჩა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე ომის გამო ფრენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ალ-ხელაიფი ყატარს გასულ სამშაბათს, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გაემგზავრა რათა ოჯახი ენახა, მაგრამ ჩასვლაც პრობლემური აღმოჩნდა. მან თავი ერ-რიადში ამოჰყო, საიდანაც დოჰასკენ უკვე ავტომობილით მოუხდა რვასაათიანი მგზავრობა. ახლა...
მონატრებული მამარდა
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა გაბონელმა მარიო ლემინამ. მეორე ტაიმში გუნდებს VAR-მა თითო გოლი არ ჩაუთვალა, მასპინძლებს ოფსაიდის, ხოლო სტუმრებს ხელით თამაშის მიზეზით. სამშაბათს, 18 მარტს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მეოთხედფინალში გასასვლელად მერსისაიდელებმა თურქულ გუნდს საპასუხო შეხვედრაში ორგოლიანი სხვაობით უნდა მოუგონ. ეს გახლდათ არნე სლოტის მეასე...
მბაპე რეალის ექიმებს აღარ ენდობა
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბის ექიმების მიმართ ნდობა დაკარგა და მოედანს მუხლის ტრავმის სრულად შეხორცებამდე არ დაბრუნდება. თავდამსხმელს დეკემბრიდან მუხლის მყესის დაჭიმულობა აწუხებს. მანამდე ის პარიზში ადგილობრივ სპეციალისტთან კონსულტაციისთვის ჩაფრინდა. ამ სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე „რეალის“ შემადგენლობაში 33 მატჩში 38 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა. ფრანგი სამეფო კლუბში 2024 წლიდან თამაშობს.
მამარდა სტამბოლში ითამაშებს
გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სტამბოლში, „გალათასარაის“ წინააღმდეგ მატჩისას შედგა და ჩანს, ახლაც, ლიგის მერვედფინალშიც ჩვენიანი დაიცავს „ლივერპულის“ კარს. საქმე ისაა, რომ მერსისაიდელთა მთავარმეკარე ალისონი ამ დილით, ვარჯიშზე დაშავდა და საექიმო შეიქნა. კი თქვეს, ტრავმა სერიოზული არ არისო, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით ალისონი არ გარისკავს და მატჩს შინ უყურებს, თამაშით კი 99-პროცენტიანი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი...





![Kvaratskhelia კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia.jpg)



