„ბარსელონა“ ინგლისის ნაკრების კაპიტან ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობს. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ თავდამსხმელის გარემოცვას პოტენციური ტრანსფერის განსახილველად. აღნიშნულია, რომ კეინს „ბაიერნთან“ კონტრაქტით ერთი წელი აქვს დარჩენილი. თავად ფეხბურთელი გერმანიაში თავს კომფორტულად გრძნობს და ამჟამად მიუნხენის კლუბთან ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული. „ბარსელონა“ მზადაა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სიტუაციას გადახედოს, თუ ტრანსფერის პირობები უფრო ხელსაყრელი გახდება.
კატეგორია: სიახლეები
ლატვიასთან ლიდერების გარეშე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოსამზადებელ ეტაპზე რიგაში, ლატვიასტან ამხანაგური მატჩი გამართა და 87:77 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო შეხვედრა იმ ოფიციალური მატჩების წინ, რომელიც 2 ივლისს უკრაინასთან (რიგაში), ხოლო 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში) გველის. ალეკსანდრ ჯიკიჩს შესაძლებლობა მიეცა საქმეში ყველა ის ახალბედა კალათბურთელი ენახა, რომელიც გამოძახებული ჰყავს. ისევ არ უთამაშია თორნიკე...
25-ე ტულუზური
შაბათს, პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარი მატჩი შედგა – ფინალში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ტულუზი“ 2022 წლის ჩემპიონ „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად, რომ არცთუ დიდი სხვაობით – 28:20 დაამარცხა, თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია. ტულუზელებმა უმაღლესი კლასის რაგბი ითამაშეს, 2 ლელო საფრანგეთის ნაკრების...
გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
შაბათს ესპანეთის ნაკრებმა იერემი პენიასა და ნიკო უილიამსის ტრავმები დაადასტურა. მოგვიანებით ორივე ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა „ბილბაოს“ ფორვარდის უილიამსის წერილი რომელშიც ის ამბობს, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე. მას პუბალგია ანუ თიაქარი ახალი მორჩენილი ჰქონდა, ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკო დე ლა კრუზმა კი ერთ-ერთი მორიგი უხეშობის დროს...
ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
მუდამ ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე ინგლისის ნაკრებს მეთექვსმეტედფინალში კონგო შეხვდება. საამისოდ ინგლისელებმა L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნიუ იორკში პანამას მოუგეს 2:0 და პირველი ადგილი დაიკავეს. გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს ჯუდ ბელინგემმა და ჰარი კეინმა. მეორეზე გავიდა ხორვატია, რომელმაც განას 2:1 აჯობა. პირველ ადგილზე გასვლამ თომას ტუხელის გუნდს რვა საუკეთესო მესამეადგილოსნიდან ერთ-ერთთან შეხვედრის პრივილეგია მოუტანა. თავის მხრივ...
ორი ბონუსი უელსთან
ვიქტორ კოლელიშვილისა და საქართველოს 2026 წლის ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური დებიუტი უიღბლო გამოვიდა. თბილისის გადავსებულ „ავჭალაზე“ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში უელსის U20-თან მინიმალური სხვაობით – 24:25 დათმეს და სამომავლო პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაიუარესეს. თამაშის სტარტზე „პატარა დრაკონებმა“ მწყობრად და ეფექტიანად შემოგვიტიეს. მათი პირველი იერიში მრავალფაზიანი იყო და ბურთის ჩვენი კარის ძელებს შორის დამიწებით...
კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
კაპე ვერდემ ისტორია შექმნა. „ლურჯმა ზვიგენებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საუდის არაბეთთან 0:0 ითამაშეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ. ფიფას ონლაინ რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა (საქართველო 73-ე პოზიციაზეა) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაიზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა და 3 ივლისს მაიამიში არგენტინას შეხვდება. რაკი H ჯგუფის გუნდებზე ვლაპარაკობთ დავძინოთ, რომ...
მესამე ცდა დრაკონებთან
შაბათს, 27 ივნისს, 18 საათზე თბილისის „ავჭალაზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩაებმება მსოფლიო რაგბის 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ამიერიდან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემიონატს სწორედ ასე ეწოდება ოფიციალურად. ამ მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში ოფიციალური დებიუტი ვეტერან ბორჯღალოსან ვიქტორ კოლელიშვილს ექნება. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა ახალგაზრდებმა ნაყოფიერი მოსამზადებელი პროცესი გაიარეს, რამდენიმე სატესტო მატჩიც გამართეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ...
ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
მარიამ ბოლქვაძე „უიმბლდონის“ ძირითად ბადეშია. ჩვენიანმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბელგიელი ჯელეინ ვანდრომე 6:4; 4:6; 6:3 დაამარცხა და უძლიერეს ჩოგბურთელების მარაქაში გაერია. პირველ სეტში ბოლქვაძემ მეტოქე მეშვიდე გეიმში დააბრეიკა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. მარიამმა მეორეში სეტის მესამე გეიმშიც წაართვა მეტოქეს ჩაწოდება, მაგრამ ბოლოში ორჯერ საკუთარი გაატანა და ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტ, მესამე სეტში, ბოლქვაძემ მეტოქეს პირველივე ჩაწოდება...
ვიწყებთ უელსით
27 ივნისს თბილისსა და ქუთაისში 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის მე-8 იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენი ახალგაზრდები 2016 წელს მსოფლიო 20-წლამდელთა ელიტას შეუერთდნენ. ეს კი არა, 2023 წელს, პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამართულ ჩემპიონატზე, ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა ქართველმა 20-წლამდელებმა ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულეს და ჯერჯერობით ესაა მათი უმაღლესი...









