შაბათს, პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარი მატჩი შედგა – ფინალში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ტულუზი“ 2022 წლის ჩემპიონ „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად, რომ არცთუ დიდი სხვაობით – 28:20 დაამარცხა, თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

ტულუზელებმა უმაღლესი კლასის რაგბი ითამაშეს, 2 ლელო საფრანგეთის ნაკრების კვაჭმა პეატო მაუვიკამ დადო, ერთიც – უბრწყინვალესმა ანტუან დიუპონმა, ხოლო რომენ ნტამაკმა გარდასახვები და ჯარიმები შესანიშნავად ასრულა. მისი ერთი ჯარიმის გარდა, ტულუზელებმა ყოველივე პირველ ტაიმში მოახერხეს და საწყისი 40 წუთი 25:6 მოიგეს. მონპელიელებმა მეორე ნახევარში რამდენადმე გაიბრძოლეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არისო, ნათქვამია…
„ტულუზი“ საფრანგეთის 25-გზის ჩემპიონი გახდა და ამ მხრივ მეორე საფეხურზე მდგომ 14-ტიტულიან „სტად ფრანსეს“ უფრო მეტად დაშორდა.
„მონპელიეს“ ქართველებმა კი ფინალი სხვადასხვა მიზეზის გამო გააცდინეს – ზოგი ტრავმირებულია, ზოგიც შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 17:4725-ე ტულუზური
კატეგორიის გარეშე28/06/2026 | 00:06ორი ბონუსი უელსთან
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 14:29მესამე ცდა დრაკონებთან
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 15:46ვიწყებთ უელსით
