BBC-ს 44 წლის წინანდელი ამბავი გაახსენდა. 1982 წლის მუნდიალზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ავსტრიის შეხვედრას უწოდეს „სირცხვილი ხიხონში“. გფრ-მ 1:0 მოიგო. ეს შედეგი ორივეს აწყობდა. ალჟირი ჯგუფში ჩარჩა. თამაშმა ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ ორივე გუნდი ბურთს უაზროდ აგორებდა, დროს კლავდა.
რამდენიმე დღის წინ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ისევ გადაეყარნენ გუნდები, რომელთაც 44 წლის წინ „ხიხონურ სირცხვილთან“ პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდათ: ავსტრია და ალჟირი. ორივემ იცოდა, რომ ფრე შემდეგ ეტაპზე გაიყვანდა, ჯგუფში კი ირანი ჩარჩებოდა. თამაში დასრულდა 3:3. ავსტრია მეორეზე დადგა, ალჟირი ფლეი-ოფში გამსვლელ მესამეზე.
ორივე გუნდი კატეგორიულად უარყოფს, რომ მათ „ხიხონური სირცხვილი“ გაიმეორეს, შეთქმულების თეორიის მოყვარულები კი ამტკიცებენ, რომ მატჩის ქაოსური ფინალი, როდესაც მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გავიდა (90+3 და 90+6) დადგმულს ჰგავდა.

BBC კითხულობს: ვითომ ასეთი სპექტაკლის გათამაშება შესაძლებელია?
კონსპირაციის მოყვარულებს თავი დავანებოთ და როგორ გინდა ირანელები დაარწმუნო, რომ ავსტრიის და ალჟირის შეხვედრა გარიგებული არ იყო? ისინი სოციალურ ქსელებში საეჭვო მომენტებს განიხილავენ. ავსტრიელები მოედანზე დასეირნობდნენო. სანამ ალჟირმა ანგარიში არ გაათანაბრა არ გაინძრნენო. ბევრი წერს, რომ ასეთი აშკარა სპექტაკლი ცხოვრებაში არ უნახავს.
საეჭვო მომენტები:
- შეხვედრა დაიწყო დუნედ და 28-ე წუთზე არნაუტოვიჩის გოლი იყო ორივე გუნდის მხრიდან პირველი დარტყმა კარში.
- გავრცელდა ვიდეოკლიპები, სადაც ჩანს, რომ 2:2-ის მერე მეტოქეები მოგებისთვის აღარ იბრძვიან. თითქოს ინიციატივას ერთმანეთს უთმობენ
- მაჰრეზის გოლის შემდეგ, როდესაც ანგარიში გახდა 3:2 ალჟირის სასარგებლოდ, კადრში გამოჩნდა კონფლიქტი სათადარიგოთა სკამებს შორის. ბევრმა თქვა, რომ ეს იყო ჩხუბი იმის გამო, რომ 90+3 წუთზე ფრე დაირღვა.
- კადრში ასევე ჩანს, რომ ალჟირელი აისა მანდი სახეზე ხელს იფარებს და რაღაცას ეუბნება მაჰრეზს, რომელიც შეშფოთებულია. სოციალურ ვარაუდობენ, რომ თანაგუნდელი მაჰრეზს ეუბნება, გამარჯვების შემთხვევაში მეთექვსმეტედფინალში შვეიცარიას კი არა, ესპანეთს შევხვდებითო.
ავსტრიის ნაკრების მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ბრალდება, თითქოს მატჩის შედეგი შეთანხმებული იყო სიგიჟეა. მისი ლიგიკით არეული ბოლო 15 წუთი პირიქით, იმას ადასტურებს, რომ მხარეები შეთანხმებულები არ იყვნენ.
„შეხვედრა დამთავრდა 3:3. როგორ შეიძლება მისი ბოლო 90 წამის შემყურემ რაიმე გარიგებაზე ილაპარაკო? ვინმეს რომ ეთქვა ბოლო სამ წუთში მოვლენები ასე და ასე განვითარდებაო, ჩათვლიდით, რომ ეს ადამიანი გიჟია. 40 წელია მწვრთნელი ვარ და ასეთი დრამატული ბოლო წუთები უბრალოდ არ მახსოვს. დაეჭვებული ხალხი ელოდა 0:0-ს ან 1:1-ს, თამაში კი 3:3 დამთავრდა. ასეთი სცენარი ალფრედ ჰიჩკოკსაც რომ დაეწერა, ვიტყოდი, რომ ისიც კი გაგიჟდა. ამაყი ვარ, რომ საბოლოოდ ფეხბურთმა გაიმარჯვა. ანგარიში 3:3 მრავლისმეტყველია“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
