ჭდე: ალჟირის ნაკრები

Home ალჟირის ნაკრები
მბაპე თავის ეროვნებას არკვევს
ჩანაწერი

მბაპე თავის ეროვნებას არკვევს

ეტან მბაპე აფრიკის ერთა თასზე ალჟირის ნაკრების შეხვედრებს ყურადღებით ადევნებს თვალს. თავის მხრივ ალჟირელებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან საფრანგეთის ნაკრების კაპიტნისა და „რეალის’’ ვარსკვლავის კილიან მბაპეს ძმის თამაშს ― „პარიზიენმა’’ შეიტყო, რომ ნოემბერში ალჟირულ პრესასა და „ფრანს ფუტბოლში’’ გამოქვეყნებული ინფორმაცია მართალია, ალჟირელებს უმცროსი მბაპეს ნაკრებში მიწვევა სურთ. ამბობენ, რომ ეტან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში ურჩევნია თამაში, მაგრამ...

ერთადერთი შეხებით, კაცო!
ჩანაწერი

ერთადერთი შეხებით, კაცო!

22 წლის ადილ ბულბინას ალჟირელი გულშემატკივრისთვის ბედნიერების მოსატანად ექვსი წუთი ეყო. ის მოედანზე 113-ე წუთზე შევიდა და ბურთს სულ ერთხელ შეეხო. ეს ერთადერთი შეხება გოლი გამოდგა, რომელმაც „უდაბნოს მეომრები’’ აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ყატარული „ალ-დუჰაილის’’ გარემარბმა საჯარიმოს კიდიდან მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა და კონგოს ნაკრების კარში გოლი შეაგდო. ამ დროს უკვე დამატებითი დროის ბოლოსწინა...

ზიდანმა დაგლიჯა
ჩანაწერი

ზიდანმა დაგლიჯა

აფრიკის თასზე ალჟირმა სუდანს 3:0 მოუგო. ამ შეხვედრის წინ ალჟირელთა სასტარტო შემადგენლობაზე ბევრს მსჯელობდნენ. ყურადღების ცენტრში რასაკვირველია ცნობილი რიად მაჰრეზი იყო. 34 წლის ვეტერანი გულშემატკივარს „მანჩესტერ სიტიში’’ გატარებული ხუთი წლით ახსოვს, ახლა კი ის საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში’’ თამაშობს. ბევრს ლაპარაკობენ აგრეთვე ლუკა ზიდანის დებიუტზე. ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟი ალჟირის ეროვნულ გუნდში სულ ორიოდ...

პეტკოვიჩის გადაკეთებული ალჟირი მსოფლიოზეა
ჩანაწერი

პეტკოვიჩის გადაკეთებული ალჟირი მსოფლიოზეა

„ახლა კი ხალხი აფრიკის თასს ითხოვს!’’, ― განაცხადეს ალჟირის სიდიდით მეორე ქალაქ ორანში, „მილუდ ჰადეფის’’ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, როგორც კი მათმა ნაკრებმა სომალის 3:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ალჟირისთვის მუნდიალზე გამოსვლა ახალი ხილი არ არის, მაგრამ 2014 წელს ბრაზილიაში რომ იყვნენ მერე აღარ ყოფილან. ერთი წლის წინ ასეთი წარმატება წარმოუდგენელი ჩანდა. ალჟირული ფეხბურთი...

ზიდანი ალჟირის ნაკრებში!
ჩანაწერი

ზიდანი ალჟირის ნაკრებში!

ახდა მილიონობით ალჟირელი ქომაგის ოცნება: ზიდანი მათი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს, თუმცა ბუნებრივია ის ვერაფრით იქნება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ზენედინი. ლაპარაკია მის ვაჟზე, 27 წლის მეკარეზე ლუკა ზიდანზე, რომელსაც ისტორიული სამშობლოს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს და ვერც ექნება, მაგრამ თავად ცნობამ ფეხბურთის მოყვარულები ააფორიაქა. ამ დღეებში გაისმის კითხვა: როდის...

ზიდანი ალჟირის ნაკრებში
ჩანაწერი

ზიდანი ალჟირის ნაკრებში

ზინედინ ზიდანის ვაჟი, 21 წლის მეკარე ლუკა ზიდანი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს. ზიზუ რომ წარმოშობით ალჟირელია, ეს იცით და მის ბერბერულ ფესვებზე აღარ დავწერთ. საფრანგეთის ნაკრების დიდი ათიანის ერთ-ერთი შვილი, ლუკა, „რეალის“ საკუთრებაა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „რასინგშია“ განათხოვრებული. სწორედ იმ „რასინგში“, სადაც ჩვენიანი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს. ლუკა ზიდანი ნამდვილად ვერაა იმ დონის, რომ „ლურჯებში“...