ზინედინ ზიდანის ვაჟი, 21 წლის მეკარე ლუკა ზიდანი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს. ზიზუ რომ წარმოშობით ალჟირელია, ეს იცით და მის ბერბერულ ფესვებზე აღარ დავწერთ.
საფრანგეთის ნაკრების დიდი ათიანის ერთ-ერთი შვილი, ლუკა, „რეალის“ საკუთრებაა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „რასინგშია“ განათხოვრებული. სწორედ იმ „რასინგში“, სადაც ჩვენიანი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს.
ლუკა ზიდანი ნამდვილად ვერაა იმ დონის, რომ „ლურჯებში“ თუნდაც შანსი ჰქონდეს, ალჟირის ნაკრები კი სხვა დონეა.
ლუკა ზინედინის რიგით მეორე ვაჟია. უფროსი, ენცო ზიდანი 25 წლისაა, ნახევარმცველი გახლავთ. შარშან პორტუგალიურ „ავეშში“ იყო. მანაც „რეალის“ სტრუქტურაში დაიწყო, მაგრამ მთავარ გუნდში ვეღარ მოხვდა.
მესამე ბიჭს თეო ჰქვია, მეოთხეს – ელიასი. თეო და ელიასი „რეალის“ ლა მასიაში არიან, შესაბამისად, 18 და 14 წლისანი.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
