ზინედინ ზიდანის ვაჟი, 21 წლის მეკარე ლუკა ზიდანი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს. ზიზუ რომ წარმოშობით ალჟირელია, ეს იცით და მის ბერბერულ ფესვებზე აღარ დავწერთ. საფრანგეთის ნაკრების დიდი ათიანის ერთ-ერთი შვილი, ლუკა, „რეალის“ საკუთრებაა და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „რასინგშია“ განათხოვრებული. სწორედ იმ „რასინგში“, სადაც ჩვენიანი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს. ლუკა ზიდანი ნამდვილად ვერაა იმ დონის, რომ „ლურჯებში“...
