მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში საფრანგეთი შვედეთს, ხოლო გერმანია პარაგვაის ხვდება. თუ ორივენი წარმატებით დაძლევენ ბარიერებს, მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთება. ინგლისის ნაკრების ვეტერანის, BBC-ს მიმომხილველის გარი ლინეკერის აზრით გერმანელებს ფრანგებთან შანსი არ აქვთ. ფრანგულ „ეკიპთან“ ინტერვიუში მან თქვა:
„შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლანდელი გერმანია ერთ-ერთი ყველაზე სუსტია იმ გერმანიებიდან, რომლებიც ცხოვრებაში მინახავს. საფრანგეთი მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავა. გერმანია წარსულით ცხოვრობს. გაიხსენეთ, რომ ისინი მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდნენ, ასე რომ ვფიქრობ, შეგიძლიათ ხმამაღლა იძინოთ (იცინის)“.
შეგახსენებთ, რომ სწორედ გარი ლინეკერია გერმანიის ნაკრების შესახებ ცნობილი გამონათქვამის ავტორი: „ფეხბურთი მარტივი თამაშია. 22 კაცი 90 წუთის განმავლობაში დასდევს ბურთს, ბოლოს კი ყოველთვის გერმანელები იგებენ“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
