კონგოს ნაკრების სუპერფანი მიშელ კუკა მბოლადინგა უფრო „ლუმუმბა ვეად“ არის ცნობილი. მას „ცოცხალ ძეგლსაც“ უწოდებენ. ის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე ან სულაც ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია.
მიშელ კუკა მბოლადინგამ როგორც სამშობლოში ასევე მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ კონგოს ნაკრების თამაშებზე პირველიდან ბოლო წუთამდე ძეგლს განასახიერებს და თან თვალშისაცემად არის ჩაცმული.
კონგოში ებოლას ვირუსია გავრცელებული, რის გამოც ამ ქვეყნის მოქალაქეებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასვლისას სავალდებულო კარანტინი აქვთ გასავლელი. ამიტომ, „ცოცხალი ძეგლი“ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის პირველ შეხვედრას (პორტუგალიის წინააღმდეგ, 1:1) ვერ დაესწრო, მაგრამ მეორე შეხვედრის დროს (კოლუმბიის წინააღმდეგ, 0:1) უკვე ამშვენებდა ტრიბუნას. ბუნებრივია ის უზბეკეთთან მესამე შეხვედრასაც (3:1) დაესწრო.
მიშელ კუკა მბოლადინგა ხშირად კონგოს ეროვნული დროშის ფერებში იცვამს, ძეგლად კი პატრის ლუმუმბას საპატივცემულოდ იქცევა ხოლმე. პატრის ლუმუბმა გახლდათ კონგოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერ მინისტრი 1960 წელს.
„ლუმუმბა ვეა“ ასეთ პერფორმანსებს 2013 წლიდან დგამს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა ამ ნახევარი წლის წინ აფრიკის თასზე მოიპოვა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
