კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
კრესპო: მესი მარადონა არ არის!
ჩანაწერი

კრესპო: მესი მარადონა არ არის!

ყოფილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა, მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილემ ერნან კრესპომ, არგენტინისა და ისლანდიის ნაკრებთა ფრის (1:1) შემდეგ თქვა: „ლეო მარადონა არ არის. მას არ შეუძლია მარტომ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის შეუძლია ორ მეტოქეს გასცდეს, დიეგომ კი ინგლისთან ხუთი ჩამოიტოვა. ხვდებით განსხვავებას?” კრესპომ იტალიური La Gazzetta Sportiva-სთვის მიცეულ ინტერვიუში თემა ასე განავრცო: „მესი რომ მარადონა არ არის და...

მესიმაც გაასამა
ჩანაწერი

მესიმაც გაასამა

არგენტინელთა ლიდერმა 1:1-ზე ისლანდიელთა მეკარე ვერ დაჯაბნა და მესამე არგენტინელი შეიქნა, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პენალტი გაუცუდდა. შორეულ 1930 წელს იგივე პორტენოსტერს ჩაუდენია და 2002 წელს ვერც არიელ ორტეგამ იყოჩაღა. ვერ გაიტანა და ვერ გაიტანა! ვის არ მოსვლია?! ბექჰემი? ბაჯო? ინგლისელთა დღევანდელი დამრიგებელი გარეთ საუთგეიტი? ეს სულ უმაღლესი რანგის სანაკრებო ტურნირებში და სულ პენალტების...

დიეგოს ვიწრო თვალები
ჩანაწერი

დიეგოს ვიწრო თვალები

რა დიდია და რა გადარეული — დიეგო მარადონა კორეელ გულშემატკივრებს სულელურად გაეხუმრა და ისევ შარშია. ამჯერად დიდი სკანდალი ალბათ არ აგორდება, მაგრამ მაინც. ამბავი კი ასე იყო: მოსკოვში, „სპარტაკის” სტადიონზე, მხიარული კორეელი ფანები მარადონას ხელს უქნევდნენ, მის სახელს ყვიროდნენ და სმარტფონებით ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ. ამ ამბავს ITV-ს მიმომხილველი ჯექი ოთლი შეესწრო და სწორედ მან...

ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს
ჩანაწერი

ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს

ირანის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მისი გუნდის მიერ მაროკოს კარში მსაჯის წამატებულ დროში გატანილი გოლი თავის ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვნა. ვისაც ირანელთა გოლი არ ახსოვს: ის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გავიდა, ამას კი ინგლისში „ფერგის დროში” გატანილს ეძახდნენ. მიზეზი: ფერგიუსონის ეპოქაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრჯერ შეუგდია ასე — დიდი მწვრთნელის შთაგონებული გუნდი ყოველთვის ბოლომდე...

იბრა დეშამის მწვრთნელად დანიშნეს
ჩანაწერი

იბრა დეშამის მწვრთნელად დანიშნეს

დიდმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას გარიყვის გამო გაკენწლა : „არასწორია რომ ბენზემა ნაკრებიდან მოკვეთეს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში, „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მოუგია და რის გამოც ნაკრებში არ ათამაშებენ, ფეხბურთთან არანაირ კავშირში არაა. მწვრთნელი თუ თვლის რომ ბენზემა  არ გამოადგება, მაშინ ეს მწვრთნელი გუნდში არ უნდა იყოს, ხოლო...

ქალის ადგილი…
ჩანაწერი

ქალის ადგილი…

ირანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, სადაც ქალებს აკრძალული აქვთ სტადიონზე შესვლა. 1970-იანი წლების ისლამურმა რევოლუციამ ქალებს სერიოზული შეზღუდვები დაუწესა. ამის მიუხედავად, მიმდინარე მონდიალის დაწყებამდე გამონაკლისის სახით ქალებს „საოჯახო ქვედანაყოფების“ შემადგენლობაში თეირანის 80-ათასიან სტადიონზე სტუმრობის ნება დართეს, სადაც ირანი-მაროკო გიგანტურ ეკრანზე გადაიცემოდა. ასევე გაიცა ნებართვა, ქალები ქალაქის პარკებში განთავსებულ ეკრანებთან დასწრებოდნენ რეპორტაჟს, მაგრამ… მატჩის...

ორ ფეხზე დაკიდული მსოფლიო…
ჩანაწერი

ორ ფეხზე დაკიდული მსოფლიო…

მეპატიოს. მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ ეს ბიჭი ორივე ფეხს თითქმის თანაბრად ხმარობს, ფანტასტიური ნახტომი აქვს და თავითაც ისე ურტყამს, როგორც ფეხით. სერიული მკვლელია – მეტოქეთა ოცნებების სერიული მკვლელი და თან იმ დონის პროფესიონალი, სანამ მსხვერპლს საკონტროლო გასროლასაც არ დაახლის, მოედნიდან არ გადის. ცოდვა გამხელილი სჯობს: არასოდეს ვყოფილვარ მისი ფანი და არც ვარ. მე უფრო საფეხბურთო...

ჩანაწერი

პიკე: კრიშტიანუ უმიზეზოდ ვარდება

ესპანეთისა და პორტუგალიის საუცხოო შეხვედრის შესახებ (3:3) მატჩის შემდეგ მისმა მონაწილემ ჟერარდ პიკემ ილაპარაკა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელთა სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელთაგან მესამე იმ ჯარიმის შედეგი იყო, პიკეს მიერ მისი წაქცევისთვის რომ დაინიშნა. „ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა, პორტუგალიას კი სულ სამი და სამივე გაიტანა. არადა ფაქტია, რომ მთელი თამაში ცალკარა იყო. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ...

14737
ჩანაწერი

მარადონას აქვს ნათქვამი, მოაშორეთ ტოტალიზატორები და გპირდებით, თქვენ ნახავთ ნამდვილ ფეხბურთს… ფაქტია, დღეს ისეა ფეხბურთი და ტოტალიზატორი ერთმანეთთან ინტეგრირებული, მარადონასეული დაპირების რეალიზება დიდ უტოპიად მოსჩანს… მოკლედ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი და „მეკუშეობის“ ამბავიც ზენიტშია. რუსულ ბაზარზე იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა Bwin-ს… ეს კანტორა ანგარიშის გამომცნობ თითოეულ კლიენტს, რუსეთის ყოველ მომდევნო თამაშზე ხუთიათას რუბლიან ფრიროლს, ძველ მაზავშიკურ ენაზე...

უღმერთოებმა ღმერთი ვერ იცნეს
ჩანაწერი

უღმერთოებმა ღმერთი ვერ იცნეს

მოსკოვის პოლიციის სპეცრაზმელებმა დიეგო მარადონა ვერ იცნეს და „ლუჟნიკის“ ავტოსადგომზე არ შეუშევს. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ არგენტინელის თანხმლები პირები აუხნან კარისკაცებს, რომ პუტინი ან მედვედევი კი არა, თვით მარადონა დგას კართან და ავტოსადგომზე შესვლა უნდა, თუმცა ამაოდ. რუსეთის საფეხბურთო კავშირი ტრაბახობდა, ჩემპიონატის ორგანიზაციის მხრივ თამასა მაღლა ავწიეთო. ძალიან მაღლა აუწევიათ, ისე რომ ზემოდან მარადონას ვეღარ...