ირანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, სადაც ქალებს აკრძალული აქვთ სტადიონზე შესვლა.1970-იანი წლების ისლამურმა რევოლუციამ ქალებს სერიოზული შეზღუდვები დაუწესა.
ამის მიუხედავად, მიმდინარე მონდიალის დაწყებამდე გამონაკლისის სახით ქალებს „საოჯახო ქვედანაყოფების“ შემადგენლობაში თეირანის 80-ათასიან სტადიონზე სტუმრობის ნება დართეს, სადაც ირანი-მაროკო გიგანტურ ეკრანზე გადაიცემოდა.
ასევე გაიცა ნებართვა, ქალები ქალაქის პარკებში განთავსებულ ეკრანებთან დასწრებოდნენ რეპორტაჟს, მაგრამ…
მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე გაცემული ნებართვა გაუქმდა – ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რომე დედათა და მამათა ერთად ენახათ ფეხბურთიო?!
სამაგიეროდ, რუსეთში მყოფმა ირანელმა გოგონებმა და ქალბატონებმა ისე აიწყვიტეს ყოველგვარი ჰიჯაბის გარეშე, კასაბლანკაში ტალიკ-ტალიკ გოგუცუნებს შეშურდებოდათ.



ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
