მსოფლიოს ჩემპიონატი ტურისტების გაღლეტაში უკვე დაიწყო სანკტ პეტრბურგში. გახსნის მატჩში რუსეთმა მექსიკა 1:0 დაამარცხა. პეტერბურგელმა ტაქსისტმა მექსიკელ ტურისტ ქალს 2 კილომეტრზე გასეირნებაში 6000 რუბლი, დაახლოებით 100 დოლარი გამოსძალა. ქალს ნევის გამზირის დათვალიერება უნდოდა, ჩამჯდარა BMW-მარკის ავტომობილში და ორიოდ კილომეტრში ექსკურსია დამთავრებულა. ტაქსისტს დაცვიდან უთამაშია – კარები ჩაუკეტავს და 7000 რუბლი მოუთხოვია. ტურისტს 6000 მიუშავებია გათავისუფლებს...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მე, ლეო და სალაჰი
ფანტასტიური სეზონის ბოლოს ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას ბევრი „ოქროს ბურთის“ მიღების პრეტენდენტადაც მიიჩნევს. სალაჰის შესახებ აზრი ხუთი „ოქროს ბურთის“ მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმაც გამოთქვა: „სალაჰი გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. იმედი მაქვს, კიევში მიღებული ტრავმა მას ხელს არ შეუშლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას. ბევრი თვლის, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება მხოლოდ მე და ლეო...
ტურეს სიმბოლური ნაკრები
ტყუილად არ ეძებოთ, გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონს იაია ტურეს მიერ დასახელებულ სიმბოლურ ნაკრებში ვერ იპოვნით. კოტ დ’ივურელმა ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლს” მოახლოებული მონდიალის მონაწილეთა თავისი რჩეული თერთმეტეული დაუსახელა. როგორც გითხარით იქ გერმანელის ჭაჭანება არ არის, თავისი აწ უკვე ყოფილი გუნდიდან, „მანჩესტერ სიტიდან” კი სამი კაცია. ტურეს რჩეულთა უმეტესობა, ხუთი მოთამაშე, „რეალიდანაა”, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს, მითუფრო,...
სუბოტიჩი: ტუხელი პატიოსანი არ არის
29 წლის სერბი მცველი ნევინ სუბოტიჩი გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „დორტმუნდში” წელიწადნახევარი თამაშობდა. შემდეგ მათი გზები გაიყარა, მაგრამ მომდევნო სეზონიდან ისინი საფრანგეთის ლიგა 1-ში კვლავ გადაიკვეთებიან. სუბოტიჩი „სენტ ეტიენში” თამაშობს, ტუხელი კი „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი გახდა. სერბმა ფეხბურთელმა „კიკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ტუხელი გვარიანად გააკრიტიკა. მან თქვა: „ვისურვებდი მასთან უკეთესი ურთიერთობა მქონოდა. ტუხელამდე პატიოსან მწვრთნელებთან...
ტრამპმა ირანის ნაკრებს ფეხზე გახადა
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღე დარჩა, ირანის ნაკრებს კი შეჩვეული და მორგებული „ნაიკის” ბუცები გახადეს. და ვინ იზამდა ამას თუ არა რადიკალური ნაბიჯებით ცნობილი და ცოტაც ექსცენტრული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ხუმრობის გარეშე: კარლუშ კეირუშის გუნდს პარასკევს პეტერბურგში მაროკოსთან თამაში აქვს, „ნაიკმა” კი გამოაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობას ვეღარ აგრძელებს. მიზეზი: ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 2015 წელს...
ისევ ცხრა ფეხბურთელისა და 30 მეძავის შესახებ
მსოფლიოს ჩემპიონატს ეტყობა სკანდალები უხდება. მექსიკის ნაკრების 9 ფეხბურთელის და 30 მეძავის ამბავი ადრეც მოგახსენეთ, მაგრამ ვინაიდან ორგიის შესახებ უფრო მეტად და მეტად ალაპარაკდნენ, მოკლედ გავიმეორებთ. მექსიკელებმა შოტლანდიას უმასპინძლეს, 1:0 მოუგეს და ვინაიდან თამაშის მერე მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ ფეხბურთელები ერთი დღით შეკრებიდან გაუშვა, სადღაც მეხიკოსთან ნაქირავებ სახლს მიაწყდნენ. თან 30 მეძავი ჰყავდათ. გაირკვა, რომ ღრეობის...
წაგებულის მენტალიტეტი და 66-ის აჩრდილი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა, რომ ინგლისელებს ზეწოლასთან გამკლავება უჭირთ და წარუმატებლობის შემდეგ წაგებულებისთვის დამახასიათებელი გამართლების ძებნას იწყებენ ხოლმე. სახელოვანი იტელიელის ამ ნათქვამმა ალბიონზე ხალხი გააღიზიანა. დაწერეს, ეს ის კაცია, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერვედფინალში გერმანიასთან რომ გავარდა და ფეხბურთელები თავისი მოსაწყენი საწვრთნელი შეკრებებით ლამის ჭკუაზე გადაიყვანაო. 71 წლის კაპელომ, რომლის ინგლისმა ჯგუფში ალჟირსა და...
ტანკისკენაა საქმე ზონაში
რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბმა პერმის „ამკარმა“ დიდხანს სიცოცხლე გვიბრძანა – პერმის მხარის ბიუჯეტში გუნდის საკვები ფული გათავდა და „ამკარი“ გუშინ ოფიციალურად გაუქმდა. 1994 წელს შექმნილი კლუბი 2004-დან პრემიერ ლიგაში იყო და ერთხელ ( 2008 ) თასის ფინალსაც უწია. „ამკარის“ ნაცვლად პერმში „ზვეზდა“ -ს გააკეთებენ და მეორე დივიზიონში ითამაშებს. სანაღვლო ამ ამბავში ჩვენთვის არაფერია, „ამკარის“ ყოფილი...
სალაჰი: შეიძლება განზრახაც დამამტვრია
არა და არ ბეზრდება საფეხბურთო მსოფლიოს მოჰამედ სალაჰისა და სერხიო რამოსის ამბის მოსმენა. კვლავ ისმის კითხვა: ძალად დააშავა „რეალის” კაპიტანმა „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი თუ რაც მოხდა შემთხვევითობა იყო. ამჯერად დუმილი სალაჰმა დაარღვია. ესპანური „მარკას” კითხვაზე მისი აზრით განზრახ ატკინა თუ არა მადრიდელმა მხარი, თავდამსხმელმა უპასუხა: „არ ვიცი, შესაძლოა განზრახაც. მოედანზე რომ დავეცი ერთბაშად მომერია ფიზიკური...
ღარიბი რომანი და მდიდარი ჯიმი
რომან აბრამოვიჩმა თქვა, რომ უმდიდრესი ბრიტანელი ჯიმ რეტკლიფი მას „ჩელსის” შეძენასთან დაკავშირებით არ შეხმიანებია. რეტკლიფი ნავთობქიმიური ბიზნესის წარმომადგენელია. ის 27 მილიარდი დოლარის პატრონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი გახლავთ, თუმცა ამჯერად „სტემფორდ ბრიჯის” აბონემენტი აქვს და „ლურჯების” თამაშებზე დადის. რუსი მილიარდერი კი, როგორც იცით, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიზის ამბავს ედავება და ამის გამო დასავლეთ ლონდონში...









