ფანტასტიური სეზონის ბოლოს ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.მას ბევრი „ოქროს ბურთის“ მიღების პრეტენდენტადაც მიიჩნევს. სალაჰის შესახებ აზრი ხუთი „ოქროს ბურთის“ მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმაც გამოთქვა:
„სალაჰი გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. იმედი მაქვს, კიევში მიღებული ტრავმა მას ხელს არ შეუშლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას. ბევრი თვლის, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება მხოლოდ მე და ლეო მესის შეგვიძლია. მე ამ სიაში მოჰამედ სალაჰსაც ჩავამატებდი”.
თავისთავად, მოსაზრებაში ახალი არაფერია, მუდმივად ქედმაღალ და ნომერ პირველ ეგოისტად შერაცხული პორტუგალიელისგან რომ არ მოდიოდეს.რადგან სალაჰზე ვსაუბრობთ, ერთიც ვთქვათ: ეგვიპტელთა ლიდერი გუნდთან ერთად კია გროზნიში, მაგრამ საკუთარი პროგრამით ემზადება. სალაჰი ნომერში ისვენებდა, როცა VIP სტუმრის შესახებ აცნობეს.
ჰოლში ჩასულს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი დახვდა, რომელმაც, ფაქტობრივად, აიძულა, „ახმატ-არენაზე“ გაყოლოდა ეგვიპტელთა დანარჩენი შემადგენლობის ვარჯიშის სანახავად.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
სიახლეები21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
