ბოლონია ინძაგის ჩააბარეს

Home კატეგორიის გარეშე ბოლონია ინძაგის ჩააბარეს
ბოლონია ინძაგის ჩააბარეს
„გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ დღეიდან „ბოლონიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს: ფილიპო ინძაგი!“ – ვკითხულობთ იტალიური კლუბის გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
დიახ, რაც იწერებოდა რამდენიმე დღის წინ, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა – „ბოლონიაში“ ინძაგი სეზონის დასრულების შემდეგ დათხოვნილ რობერტო დონადონის შეცვლის.
„მილანის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „სტადიო დალ არას“ ბინადრებთან 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, ბოლოს კი წარსულში ცნობილი თავდამსხმელი და მეგოლე სერია B-ს ბინადარ „ვენეციას“ თავკაცობდა, გუნდი სერია A-ს გადასასვლელ პლეი ოფშიც ათამაშა, თუმც კლუბს ელიტის საგზური ვერ მოაპოვებინა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.