ინგლისური ფეხბურთის ლეგენდები სერ ბობი და ჯეკ ჩარლტონები თანაგუნდელი რეი უილსონის გასვენებაში შეხვდნენ ერთმანეთს. ამას ასე საგანგებოდ იმიტომ ვამბობთ, რომ ძმები ჩარლტონები ოჯახური კონფლიქტის გამო ერთმანეთს წლობით არ ხვდებიან. უილსონი, რომელსაც ბევრი სტაჟიანი გულშემატკივარი და ჟურნალისტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველად მიიჩნევს, დემენციით იყო ავად და მაისის ბოლოს 83 წლისა გარდაიცვალა. რაც შეეხება ჩარლტონების...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ფირმინო: სერხიო რამოსმა იდიოტობა თქვა
რობერტო ფირმინომ სერხიო რამოსს იდიოტი უწოდაო, წერს მსოფლიო პრესა. მიზეზი რამოსის ცინიკური კომენტარი გახლდათ. მას მერე, რას „რეალის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოჰამედ სალაჰის შემდეგ მეკარე ლორის კარიუსის დაშავებაც დაბრალდა და ითქვა, რამოსთან შეტაკება რომ არა კარიუსი ორ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებდაო, ესპანელმა სარკასტულად იხუმრა: „ახლა მხოლოდ ის დარჩა ფირმინომ თქვას რამოსის ოფლი შემომესხა და...
რამოსმა კრიტიკოსებს უპასუხა
„სალაჰის ინციდენტს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმეს. საერთოდ არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან მერე ჩემს ნათქვამს აზვიადებენ ხოლმე მაგრამ ახლა მოგახსენებთ: ჩანაწერიც კარგად ვნახე და მახსოვს კიდეც, რომ პირველმა სალაჰმა ჩამჭიდა ხელი, მე სხვა მხარეს წავიქეცი, მან კი განა ის მკლავი იტკინა რომლითაც შებმულები ვიყავით, არამედ მეორე. და ამის მერე წერენ, რომ მე მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე....
ბიჭები ქალებისთვის მზად არიან
მექსიკაში სკანდალია: შოტლანდიასთან ამხანაგური თამაშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი ნაკრების ფეხბურთელები ღამით მეძავებში გავარდნენ. არადა, მონდიალის დაწყებამდე სულ ცოტაღა დარჩა. პრესას გაახსენდა, რომ 2011 წლის „კოპა ამერიკას” წინ დაახლოებით ასეთივე ლაღობის გამო მექსიკელთა რვა ფეხბურთელი საერთოდ გააგდეს გუნდიდან. მექსიკური ჟურნალი TV Notas წერს — ფეხბურთელებმა იმიტომ გაინავარდეს, რომ სქოთებთან შინ 1:0 გამარჯვების შემდეგ ეროვნული გუნდის...
ნაგელი პასუხი რეალს
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ მთავარ თემად „რეალის” მწვრთნელის ვაკანტური ადგილი რჩება. ვინ დაიკავებს ჩემპიონთა თასის ცამეტგზის მფლობელის თავკაცის სკამს ზინედინ ზიდანის მოულოდნელი წასვლის შემდეგ? ამ კითხვაზე ერთი პასუხი ასეთია: ეს იულიან ნაგელსმანი არ იქნება! ამ ინფორმაციას „ბილდი” ავრცელებს. იქნებ გაგიკვირდეთ, რატომ ამოტივტივდა „ჰოფენჰაიმის” 30 წლის მწვრთნელის სახელი, მაგრამ გერმანული გამოცემის...
ლიოვი: მერკელმა ხელი არ შეგვიშალა
კვირას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ ტიროლში ეროვნული ნაკრების ბანაკს ესტუმრა. სიზუსტის მოყვარული გერმანელები წერენ, რომ სახელმწიფოს მეთაური აპიანოში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ვაინეგში” 18 საათსა და 09 წუთზე მივიდა. ტიროლში მზიანი დარი იდგა. ანგელა მერკელმა ფეხბურთელებთან ერთად ისადილა და ფოტო გადაიღო. 21 საათსა და 12 წუთზე კანცლერი შუშამუქ ავტომობილში ჩაჯდა და საწვრთნელი ცენტრი დატოვა. გერმანიის საფეხბურთო...
რეალზე ორჯერ ძლიერი ბაიერნი
რა მაცოფებს? ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებისას აშკარად დავინახე — „რეალის” დამარცხებაც შეგვეძლო და „ლივერპულისაცო”, თქვა „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „აბენდცაიტუნგთან” ინტერვიუში ფინალიდან ერთი კვირის მერე. ჰიონესმა თავისი აზრი უფრო მძაფრადაც კი გამოხატა: „ნახევარფინალში „რეალს” ორჯერ ვჯობდით. ხოლო შემდეგ, როდესაც ფინალს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ეს თასი ჩვენ უნდა აგვეღო”. მეორე ხრივ, პრეზიდენტის ნათქვამი იმას...
საზიზღარო
მარიო ბალოტელიმ ძველ მეგობარ პოლ პოგბას საფრანგეთის ნაკრების მიერ ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის 3:1 დამარცხება მიულოცა, მაგრამ მიაწერა, მაინც მაგარი საზიზღარი ხარო. ეხუმრა. ფრანგთაგან გოლები გაიტანეს სამუელ უმტიტიმ, ანტუან გრიზმანმა (პენალტით) და ოსმან დემბელემ. „სკუადრა აძურას” მხრიდან კი 0:2-ზე ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდო. შეხვედრა ნიცაში გაიმართა, სადაც იტალიის ნაკრების მეცხრე ნომერი სუპერმარიოდ წოდებული ბალოტელი გამოდის. „მმმმ… ok!...
ვინ იცოდა ზიდანის გადაწყვეტილების შესახებ?
როგორც ირკვევა სანამ „რეალიდან” წასვლის შესახებ განაცხადებდა, ზინედინ ზიდანმა ერთგვარი სუბორდინაცია დაიცვა და გუნდის კაპიტან სერხიო რამოსს ტელეფონით შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. დანარჩენ ფეხბურთელებს მწვრთნელმა WhatsApp-ით დაუგზავნა შეტყობინება. ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის მესიჯში ეწერა: „მადლობა ყველაფრისთვის. რომ არა თქვენი თანადგომა ურთულეს წუთებში, ვერაფერს მივაღწევდით. მალე ისევ შევხვდებით. გეხვევით”. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების საშუალებით „რეალის” ყველა ფეხბურთელმა გადაუხადა...
არ წახვიდე ანტუან ბარსელონაში
ფრანგული რადიოს ცნობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოში” დარჩენა ურჩია. დეშამს ვინ ეკითხებაო, იკითხავს ის გულშემატკივარი ვინც გრიზმანის „ბარსელონაში” გადასვლის მომხრეა. ვინ ეკითხებოდა და თავად ფეხბურთელი. სწორედ მას დასჭირდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის რჩევა, რაზეც გამზადებული პასუხი მიიღო: გიჯობს ესპანეთის დედაქალაქში დარჩე. „ლურჯების” მწვრთნელის ლოგიკა მარტივი და გასაგებია. „ატლეტიკოში” გრიზმანი პირველია, ხოლო...









