რა მაცოფებს? ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებისას აშკარად დავინახე — „რეალის” დამარცხებაც შეგვეძლო და „ლივერპულისაცო”, თქვა „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „აბენდცაიტუნგთან” ინტერვიუში ფინალიდან ერთი კვირის მერე.
ჰიონესმა თავისი აზრი უფრო მძაფრადაც კი გამოხატა: „ნახევარფინალში „რეალს” ორჯერ ვჯობდით. ხოლო შემდეგ, როდესაც ფინალს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ეს თასი ჩვენ უნდა აგვეღო”.
მეორე ხრივ, პრეზიდენტის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ის თავისი გუნდის კლასითა და დონით კმაყოფილია. ისიც კი დასძინა, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეო.
ჰიონესი ახალი ფეხბურთელების შეძენის საკითხსაც შეეხო. მან თქვა, რომ ყოველი მხრიდან ესმის თითქოს საჭიროა „ბაიერნმა” ვარსკვლავები იყიდოს.
„სულ მესმის, რომ ვარსკვლავები გვჭირდება. კი მაგრამ, მაშინ რა საჭიროა ფეხბურთში მწვრთნელი? ის ხომ მასწავლებელია, რომელმაც მოთამაშეებს რაღაც უნდა ასწავლოს”, — თქვა ჰიონესმა.
როგორც ჩანს, მიუნხენის გუნდის ახალ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს ვარსკვლავების აღზრდაც დაევალება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
