რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნიდან” წასვლა უნდა. ამასთან დაკავშირებით, გულშემატკივრების, ფეხბურთელების და მათი აგენტების ყურადღება მიუნხენისკენ არის მიპყრობილი — როგორ მოიქცევა „რეკორდმაისტერი”? არ არის გამორიცხული ბავარიული კლუბის შეფები გაჯიქდნენ და პოლონელს კატეგორიულად მოსთხოვონ კონტრაქტში ჩაწერილი ვადის ბოლომდე დარჩენა. ეს ვადა 2021 წლამდეა. შესაძლოა ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკონ და შესაძლოა მართლაც გაყიდონ. ჯერჯერობით, ყველაფერი გაურკვეველია. რასაკვირველია, ბევრი რამ იმაზე იქნება...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ბეილში ფულის გადაყრა როგორ შეიძლება?
ჟოზე მოურინიუს ცოცხალი თავით არ უნდა მისთვის სატრანსფეროდ გამოყოფილი 200 მილიონი გირვანქის ნაწილი უელსელი გარეთ ბეილის ყიდვაში გადაყაროს, არადა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდი ხელებს იფშვნეტს, მიაჩნია, რომ ამ ზაფხულს ბეილი კლუბის მთავარი შენაძენი უნდა გახდეს. ასეთ სიტუაციაში „განსაკუთრებულმა” გამოსავალი მოიფიქრა: კეთილი, თუკი მისტერ ვუდვორდს მაინცდამაინც ბეილი უნდა, იყიდოს, ოღონდ სხვა ფულით, ბაზრის თანხას კი...
შესვენებისას სამშობიაროში გავარდა
წლევანდელ „როლან გაროსს“ ჩემპიონი ჯერ არ ჰყავს, მაგრამ მედიამ გმირი უკვე შეარჩია. არგენტინელი მარკო ტრუნჯელიტი დიდი ვერაფერი მეჩოგნეა და საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა. მისდა ბედად, ტურნირიდან 8 კაცი მოხსნა, მარკო მერვე იყო და ზარმა ესპანეთში უწია – ძირითად ბადეში ხარო… 10 საათი იჯდა საჭესთან, ბარსელონადან პარიზამდე გამთენიასღა ჩააღწია, ერთ საათში კორტზე გავიდა და… ბერნარდ ტომიჩი დაახურდავა!...
სალაჰი მკურნალობას შეუდგა
ამ ცნობაში მთავარი ალბათ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელთაგან 3:1 დამარცხებული „ლივერპულის” ეგვიპტელი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი, რომელმაც კიევში მხოლოდ 30 წუთი ითამაშა, რადგან მადრიდელთა კაპიტან სერხიო რამოსთან „ჭიდაობისას” დაშავდა, ნატკენი მხრის სამკურნალოდ მადრიდში ჩავიდა. ესპანელმა რეპორტიორებმა სალაჰის ვიზიტის ამბავი შეიტყვეს და ფორვარდს აეროპორტში დახვდნენ. მათ სალაჰს უამრავი კითხვა დააყარეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ....
კაცი ბარსელონას სათადარიგო სიიდან
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” ამ ზაფხულში შესაძენი ფეხბურთელების კარგად გათვლილი სია აქვს შედგენილი. ის კი არა და „ბლაუგრანას” შეფებს სათადარიგო სიებიც კი ჩამოუწერიათ. ასე მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით „ატლეტიკოსგან” ანტუან გრიზმანის ყიდვა ჩაეშლებათ, „ტოტენჰემისგან” დანიელი კრისტიან ერიკსენის შეძენას შეეცდებიან. „რასაკვირველია, გრიზმანი და ერიკსენი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, მაგრამ „ბარსელონაში” ვარაუდობენ, რომ ფილიპე...
მთელი სიტი რუსეთში მიდის
მანჩესტერულმა კლუბმა სეზონის განმავლობაში ინგლისურ პრემიერლიგაში დამყარებული რეკორდების წყება არ იკმარა და ახლა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დარეგისტრირდა. საქმე იმაშია, რომ რუსეთში დასაწყებ საფეხბურთო ფორუმზე „სიტი“ ერთბაშად 17 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი,დაწყებული ევროპული და სამხრეთამერიკული და აფრიკული ნაკრებებით დასრულებული. „სიტიში“ ზოგიერთ თანაგუნდელს უკვე ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს ერთმანეთის პირისპირ თამაში. მეხსიერებას 1986 წლის მუნდიალი შემორჩა, როცა ვალერი ლობანოვსკიმ...
ბუნდესსექსი აკრძალულია
იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს სექსი აუკრძალა. მწვრთნელს აგრეთვე არ უნდა, რომ მისმა მოთამაშეებმა რუსეთში ყოფნის პერიოდში სოციალურ ქსელებში იაქტიურონ. თითო ჭიქა ღვინო ან კათხა ლუდი? ეს კი ბატონო. ლიოვი ძილის წინ გადაკვრას მხოლოდ მიესალმება. ცხადია, ცოტაზე ლაპარაკი. მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა თავისი სურვილები და ბრძანებები ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მან თქვა: გუნდი ეგოზე...
ეგვიპტელი რამოსისგან მილიარდს ითხოვს
ეგვიპტელმა ადვოკატმა ბასემ ვჰაბამ „რეალის” მცველს სერხიო რამოსს უჩვლა. სარჩული: ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელზე მოჰამედ სალაჰზე თავდასხმა. თანხა, რომელსაც ვექილი კომპენსაციისთვის ითხოვს ერთი მილიონი ევროა. ტელეკომპანია „სადა ელბალადთან” საუბრისას ვჰაბამ თქვა, რომ სერხიო რამოსმა სალაჰსა და ეგვიპტელ ხალხს ფიზიკური და მენტალური ზიანი მიაყენა და მან სწორედ ამიტომ შეიტანა სარჩელი. ვჰაბა დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრების მცველმა მოჰამედ...
ავადმყოფური ნახატი უფრო ღრმა აზრით
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა მარჯვენა ფეხზე ახალი სვირინგი დაიხატა: ავტომატი M16. ბევრი იტყვის ვისი რა საქმეაო. აბა, ინგლისის იარაღის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებებს ჰკითხეთ. მათ ფეხბურთელის ტატუ არათუ გააპროტესტეს, არამედ თუ ნახატს არ შეიცლის, მისი ნაკრებიდან გაგდებაც კი მოითხოვეს. მათი თქმით ეს ავადმყოფური ტატუა. იარაღის მოწინააღმდეგეთა კამპანიის აქტივისტი, 63 ლუსი კოპი, შვილმკვდარი დედაა....
ყველაზე კროოსი
დაპატარავდა მსოფლიო: „რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გერმანულ ფეხბურთში რეკორდი შეიცვალა. მადრიდელთა 28 წლის ნახევარმცველი, ზუსტი პასების დიდოსტატი ტონი კროოსი ჩემპიონთა თასის ოთხგზის მფლობელი გახდა და ამ შედეგით სამშობლოში ისეთ ლეგენდებს გადაასწრო, როგორებიც იყვნენ ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი და ული ჰიონესი — ტრიო, რომელმაც 1970-იან წლებში „ბაიერნის” შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. ეს...









