კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
კარიუსს ყოველთვის წამოაძახებენ
ჩანაწერი

კარიუსს ყოველთვის წამოაძახებენ

ოლივერ კანი შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ „ლივერპულის” 24 წლის მეკარეს, მის თანამემამულეს, გერმანელ ლორის კარიუსს შეიძლება კარიერა დაუნგრიოს. ვეტერანმა გოლკიპერმა ZDF-თან ინტერვიუში თქვა: „სიტყვებიც კი ვერ შემირჩევია. არ მაგონდება მეკარეს იმაზე დიდი კოშმარი გადახდენოდეს, კარიუსს რომ გადახდა ამ ფინალში. ერთმა ასეთმა საღამომ შეიძლება მთელი კარიერა დაამსხვრიოს”. მართლაც, ლორის კარიუსმა ისეთი...

კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე.
ჩანაწერი

კარამბა! მე დღეს მესისთან ერთად ვისადილე.

ფილიპე კოუტინიუ მოლაპარაკე კაცი არ არის. ის თავშეკავებულია, ცოტა მორცხვი და გატკეპნილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, თავისი სათქმელის მოედანზე თქმა ურჩევნია, თუმცა კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრაზილიურ ESPN-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ამინარიდებიც კატალონიურმა „სპორტმა” შემოგვთავაზა. კატალონიური გამოცემა „ბარსელონას” ფეხბურთელის ინტერვიუდან ბრაზილიის ნაკრებთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს რომ არ ამოკრეფდა, ცხადია. „სპორტისთვის” საინტერესო საუბრის ნაწილი თავიდან ანდრეს ინიესტას...

მუნდიალზე მეეზოვე იმსაჯებს
ჩანაწერი

მუნდიალზე მეეზოვე იმსაჯებს

რუსეთში გასამართ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს პანამელ მსაჯთა ბრიგადაც მოემსახურება. თანამსაჯის რანგში რუსეთს გაბრიელ ვიქტორიაც ეწვევა, რომელიც 1993 წლიდან მეეზოვედ მუშაობს. საქმე იმაშია, რომ პანამაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მსაჯებს ფიქსირებული ხელფასი არ აქვთ და მხოლოდ მომსახურებული მატჩების ჰონორარს იღებენ, რაც პანამის კვალობაზეც ძალიან ცოტაა. ჰოდა, დანარჩენს თავად გაბრიელი ასე ხსნის: „ჩემი ორივე პროფესია მომწონს...

ნეტავ რეალმა ყველა თამაში წააგოს
ჩანაწერი

ნეტავ რეალმა ყველა თამაში წააგოს

„ბარსელონას” მცველმა ჯორდი ალბამ თქვა, მართალია „რეალის” ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვოცნებობ მათ უკლებლივ ყველა თამაში წააგონო — ასეთია 29 წლის კატალონიელის დამოკიდებულება ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც მადრიდელები „ლივერპულს” ხვდებიან. ალბას დიდი იმედი აქვს, რომ შაბათ საღამოს „რეალისთვის” ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მილოცვა არ მოუწევს. შარშან, როდესაც „თეთრებმა” „იუვენტუსი” დაამარცხეს ბარსელონელს ამის გაკეთება...

თუ ვინმეს უნდა, გაყიდეთ!
ჩანაწერი

თუ ვინმეს უნდა, გაყიდეთ!

წარსულში დიდმა გერმანელმა ვარსკვლავმა ლოთარ მათეუსმა „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა გააკრიტიკა. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რეკორდმაისტერს მისი გაყიდვაც კი ურჩია. „ერთი ხანია მნიშვნელოვან შეხვედრებში ტიაგო საკვანძო როლს ვეღარ თამაშობს. მისი თამაში მაინც მომწონს, მაგრამ ესპანელი იმის აჩრდილია, რაც ადრე იყო. ბოლო კვირების განმავლობაში კი მან ძალიან გამიცრუა იმედი. არ ვიცი სად...

აბრამოვიჩს ჩელსი გაუყინეს?
ჩანაწერი

აბრამოვიჩს ჩელსი გაუყინეს?

რა ეშველება „ჩელსის“? ეს კითხვა კლუბის ფანებს აწუხებთ, რომელთათვისაც ანტირუსულ სანქციებზე ძვირფასი „არისტოკრატთა“ მომავალია. გუნდის ყველა ბოლოდროინდელი წარმატების სულისჩამდგმელი რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩია, რომლის დრობით ვიზასაც ვადა აპრილში გაუვიდა. ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურები კი მისთვის ვიზის გაგრძელებას არ ჩქარობენ… რომან აბრამოვიჩის „ბოინგ-767“-მა ბრიტანეთის საჰაერო სივრცე ბოლოს 1 აპრილს დატოვა და სამ საათში მოსკოვში დაეშვა. მას შემდეგ...

რეალი – ლივერპული 4:1
ჩანაწერი

რეალი – ლივერპული 4:1

ვაა, მე რას მერჩით?! მე კი არ მითქვამს?! ან რა უფლება მაქვს და რომც მქონოდა, „ლივერპულის“ 35-წლიანი ქომაგობის შემდეგ ამის დასაწერად კალამი როგორ მომიბრუნდებოდა?! ძალიან დიდმა კაცმა თქვა – ვისენტე დელ ბოსკემ, ვისაც ესპანეთის ნაკრებამდე ზემოთ ნახსენები „რეალიც“ მიუყვანია დიდ გამარჯვებებამდე და, შესაბამისად, ამ კლუბისთვის სიყვარულის ახსნაშიც არაერთხელ იყო შემჩნეული. „ბეილი, ბენზემა, რონალდუ, ასენსიო და...

პოგბამ დრო იხელთა
ჩანაწერი

პოგბამ დრო იხელთა

პოლ პოგბამ ხანმოკლე შვებულებით ისარგებლა და მექაში ჰაჯი შეასრულა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს თავისუფალი კვირა სეზონის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატისწინა შეკრებამდე გამოუჩნდა და მანაც არ დაახანა, მუსლიმთა წმინდა ქალაქის მოსალოცად გასწია. 25 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო დადო, სადაც ის მილიონობით მორწმუნესთან ერთად საუდის არაბეთს სტუმრობს. ჩანაწერში პოგბა ამბობს: „ამ გრძნობას მხოლოდ ის...

ესპანეთის ნაკრების შესახებ
ჩანაწერი

ესპანეთის ნაკრების შესახებ

ესპანეთის ნაკრებს ბევრი მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევს. არის თუ არა „ლა როხა” „რუსეთი 2018″-ის მომავალი გამარჯვებული ამას დრო გვაჩვენებს, ახლა კი ხულენ ლოპეტეგის მიერ შეკრებილი გუნდის თავისებურებებს და საინტერესო ფაქტებს გადავხედოთ.   ესპანეთის ნაკრებშს რუსეთში ეყოლება მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატში არ თამაშობენ. ესენი არაინ: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), პეპე...

კლოპს კარგი ამბავი აქვს
ჩანაწერი

კლოპს კარგი ამბავი აქვს

იურგენ კლოპი ამბობს, რომ შაბათს, კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „რეალითან” მის „ლივერპულს” გამარჯვების კარგი შანსი აქვს. „მოწინააღმდეგეს მართლა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ერთი კარგი ამბავი მაქვს: ჩვენც კარგი გუნდი გვყავს”, — თქვა კლოპმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ფინალისთვის მზადებას მიეძღვნა. მადრიდელები ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გასაკვირი არ არის, რომ ფავორიტებად ითვლებიან,...